Category Archives: სხვა

იცით ალზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალზოლის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, ალზოლის მალამოს შემთხვევაშიც შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყოველთვის. შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე ცნობილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დროებითი სიწითლე, კანზე გამონაყარი, ქავილი და აქერცვლა წასმის ადგილას. ამგვარი სიმპტომების განვითარებისას შეწყვიტეთ მალამოს გამოყენება და მიმართეთ ექიმს.  თუ ალზოლის მალამოს გამოიყენებთ მითითებების შესაბამისად, სხვა გვერდითი ეფექტების განვითარება მოსალოდნელი არ არის. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაუარესების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რაც მოცემული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმრთეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლომექსი ორალური წვეთს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლომექსის (ორალური წვეთები) გვერდითი მოვლენებია: რაც შეეხება მის უსაფრთხოებას FDA ბაღის ქონდარს აკუთვნებს GRAS (Generally Regarded As Safe) კატეგორიას და მისი გამოყენება რეკომენდირებული დოზებით უსაფრთხოა. აგრეთვე, რეკომენდირებული დოზებით და ხანგრძლივობით გამოყენებისას, უარყოფითი რეაქცია არ გამოვლენილა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დიბიგლიმი – DIBIGLIM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიბიგლიმი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. ექიმს უნდა ეცნობოს ორსულობის ან მისი დაგეგმვის შესახებ და იგი მკურნალობას სასწრაფოდ გადაიყვანს ინსულინზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ულცერონი / ULCERON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ულცერონი –  ულცერონის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფაქტორი IX-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფაქტორი IX-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია მომატებული ზემგრძნობელობის რეაქციების განვითარება. ალერგიული ანამნეზის და IX ფაქტორის ინჰიბიტორის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ნეფროზული სინდრომის განვითარება. იშვიათად შესაძლოა IX ფაქტორის მაინჰიბირებელი ანტისხეულების გაჩენა. პრეპარატით მკურნალობა ნაკლებად იწვევს თრომბოემბოლურ გართულებას, თუმცა მისი მაღალი დოზებით მკურნალობის და თრომბოზების რისკის არსებობის დროს შესაძლოა თრომბოზების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იოდბალანსი – JODBALANCE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იოდბალანსი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნილება იზრდება. იოდიდი ინიშნება ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ საკვებთან ერთად მიღებული იოდის რაოდენობა 150 მკგ/დღეში ნაკლებია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატი კარგად აღწევს პლაცენტაში და ნაყოფში შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს. იოდი გამოიყოფა ასევე დედის რძესთან ერთად. ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდიდის მიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით უნდა ხდებოდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კლინიზოლი / KLINIZOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლინიზოლი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევებით, კლოტრიმაზოლის ორსულობის პერიოდში გამოყენებისას, დედაზე ან ბავშვზე მავნე ეფექტები არ გამოვლენილა.  მიუხედავად ამისა, ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები კლინდამიცინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ამიტომ, კლინიზოლი ორსულ ქალებში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით). კლინიზოლი სიფრთხილით გამოიყენება მეძუძურ დედებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალერგოსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალერგოსანის გვერდითი მოვლენებია: დრაჟე – ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუ, დაღლილობა; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მომატება, ყაბზობა; კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ალერგია, ჰიპერფოტომგრძნობელობა; სხვა: მხედველობის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება, კუნთების სისუსტე, შარდვის გაძნელება. მალამო და კრემი – შეიძლება გამოვლინდეს ქავილი ან გაღიზიანება, რომელიც სწრაფად ქრება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალერტეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალერტეკის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, იშვიათად – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია; ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხვევაში – აგზნებადობა; ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანზე გამონაყარი ან ანგიონევროზული შეშუპება. გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და აქვს ტრანზიტორული ხასიათი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ადვილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადვილის გვერდითი მოვლენებია: იშვიათია. მოსალოდნელია გულისრევა, კუჭის არეში ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, იშვიათად ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი და სხვა); აღნიშნული გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. ძალიან იშვიათად აღინიშნება: კუჭის წყლული და მუქი ფერის განავალი. ასთმით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუნთქვის გაძნელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები