Category Archives: სხვა

იცით ალერგოკრომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალერგოკრომის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატს ალერგოკრომსაც შეიძლება გამოუვლინდეს გვერდითი მოვლენები, რაც ყველა შემთხვევაში არ გვხვდება. გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირის დამუშავებისას მივიღეთ შემდეგი კატეგორიები: ძალიან ხშირად: 1-ზე მეტსი ყოველი 10 შემტხვევიდან ხშირად: 1-დან 10-მდე 100-დან ხანდახან: 1-დან 10-მდე 1000-დან იშვიათად: 1-დან 10-მდე 10.000-დან ძალიან იშვიათად: 1-ზე ნაკლებში 10.000-დან  უცნობია: მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში გართულებების არსებობა   შესაძლო გვერდითი მოვლენები: შეიძლება შეგვხვდეს თვალების წვა, კონიუქტივის შესიება, უცხო სხეულის შეგრძნება, ასევე კონიუქტივალური ჰიპერემია.ძალიან იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს გენერალი ზირებული ანაფილაქსიური რეაქციები ბრონქოსპაზმით, რაც დაკავშირებულია ნატრიუმის კრომოგლიკატით თერაპიასთან. Aალერგიული ჩივილები ქრება სპონტანურად. ალერგოკრომის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი ექიმი, ან ფარმაცევტი, თუ აღმოცენებული გვერდითი მოვლენების მიმდინარეობა გახანგრძლივდება, ან შეგხვდება ისეთი გვერდითი მოვლენები,რაც არაა ინსტრუქციაში მითითებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფაქტივს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფაქტივის გვერდითი მოვლენებია: სპეციალური მდგომარეობები  თირკმლის უკმარისობა: თუ კრეატინინის კლირენსი >40 მლ/წთ, ასეთ პაციენტებში პრეპარატის დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თუ კრეატინინის კლირენსი ≤40 მლ/წთ,  რეკომენდებულია დოზის შემცირება.  ფაქტივის რეკომენდებული დოზები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: ჩასასმელია ცხრილი  პაციენტებმა, რომლებიც საჭიროებენ რუტინულ ჰემოდიალიზს ან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს (CAPD), უნდა მიიღონ 160 მგ ყოველ 24 საათში.  ღვიძლის უკმარისობა: ნებისმიერი სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.  თუ ფიქრობთ, რომ ფაქტივის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  თუ დაგავიწყდათ ფაქტივის მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.  თუ ამთავრებთ ფაქტივის მიღებას: ფაქტივით მკურნალობის დამთავრების ან შეწყვეტის შემდეგ რაიმე ნეგატიური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.  შესაძლო გვერდითი ეფექტები: როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება გაჩნდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ფაქტივის ინგრედიენტების მიმართ.  თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილს, შეწყვიტეთ ფაქტივის მიღება და მიმართეთ ექიმს ან თქვენი უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას: – სახის, ენის ან ტუჩების შეშუპება; – სუნთქვის გაძნელება; – გამონაყარი ქავილით, გენერალიზებული ურტიკარიით. ესენი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.  თუ რომელიმე ეს ეფექტი განვითარდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ალერგიული ხართ ფაქტივის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.  ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი არის ძალიან იშვიათი. თუ შენიშნავთ ქვემოთ მოცემულ სიმპტომს, შეწყვიტეთ ფაქტივის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას: – კუნთების სისუსტის გამწვავება (myasthenia gravis) თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილ სიმპტომს, მიმართეთ ექიმს: – თავის ტკივილი; – მუცლის ტკივილი; – გულისრევა; – დიარეა; – ერითემა; – თავბრუსხვევა; – გულისრევა; – გემოვნების ცვლილება; – მგრძნობელობა სინათლეზე. ესენი ფაქტივის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია. თუ დააფიქსირებთ რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში მოცემული არ არის, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიდოკაინი 1% და 2%ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიდოკაინი 1% და 2%-ის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შუილი ყურებში, ენის და პირის ღრუს ლორწოვანის დაბუჟება, იშვიათად – აღგზნებადობა, ეიფორია, დეზორიენტაცია, ტრემორი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციტეალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტეალის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის ზემოქმედება მთელ ორგანიზმზე და ჰექსამიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ამ ტიპის რეაქციის არც ერთი შემთხვევა პრეპარატის გამოშვების მომენტიდან 1977 წ. საფრანგეთში რეგისტრირებული არ არის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნერმოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნერმო გვერდითი მოვლენებია: პრეპრატის მიღებისას გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვთ გარდამავალი ხასიათი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში _ მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება; ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის ჰიპერემია, ურტიკარია, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პროლია / prolia ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პროლია –   არ არის რეკომენდებული პროლიას გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ციპროფლოქსაცინი / CIPROFLOXACIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ციპროფლოქსაცინი –  პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ამლოსანდი – AMLOSAND ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ამლოსანდი –  ექიმს უნდა ეცნობოს ორსულობის ან მისი დაგეგმვის შესახებ ამლოსანდის მიღების დროს. ორსულობის დროს ნაყოფზე ამლოდიპინის მოქმედების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ამლოსანდის გამოყენების დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლიკაცინს რა უკუჩვენებები აქვს?

ლიკაცინის უკუჩვენებებია:  * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ; * სმენის ნერვის ნევრიტი;  * თირკმლის მძიმე უკმარისობა აზოტემიით და ურემიით. * პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება მიასთენიის, პარკინსონიზმის, ბოტულიზმის (ამინოგლიკოზიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა, რაც უფრო მეტად ადუნებს ჩონჩხის მუსკულატურას), დეჰიდრატაციის, თირკმლის უკმარისობის დროს, ასევე ახალშობილებსა (განსაკუთრებით, დღენაკლულებში) და ხანდაზმულ  პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ფორტუმი / FORTUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფორტუმი – პრეპარატის გამოყეენბა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში  ორსულობა  არ არსებობს ცეფტაზიდიმის ემბრიოტოქსიკური ან ტერატოგენური ეფექტების ექსპერიმენტული მტკიცებულება, მიუხედავად ამისა ფორტუმი™ ისევე როგორც სხვა პრეპარატები, ქალებს ორსულობის პირველ თვეებში და ახალშობილებს ენიშნებათ სიფრთხილით.  ლაქტაცია  ფორტუმი™ მცირე რაოდენობით აღწევს ლაქტატში ამიტომ, ლაქტაციის პერიოდში ინიშნება სიფრთხილით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი