Category Archives: სხვა

იცით ლიზინოპრილი გრინდექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ლიზინოპრილი გრინდექსის უკუჩვენებებია: ლიზინოპრილის და სხვა აგფ-ინჰიბიტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ კომპონენტების მიმართ.  ანამნეზში ანგიო-ნევროზული შეშუპება აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე, თანდაყოლილი ან იდიოპათური ანგიო-ნევროზული შეშუპება. აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი ან ჰიპერტროფული კარდიომიოპათია. თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი. ორსულობა, ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

დიპროსალიკი / DIPROSALIC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიპროსალიკი –  ორსულობა ცხოველების შესწავლამ გამოავლინა სისტემური კორტიკოსტეროიდების ტერატოგენული ეფექტი. პოტენციური რისკი ადამიანისათვის უცნობია. დიპროსალიკის გამოყენება ორსულობისას შესაძლოა მკაცრი შესაბამისობით გამოყენების რეკომენდებულ მეთოდთან სხეულის ზედაპირის <10% ფართობზე, არა უმეტეს 3 კვირისა. სალიცილის მჟავა შესაძლოა აბსორბირდეს კანიდან მნიშვნელოვანი ხარისხით. სალიცილის მჟავას  გამოყენებამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ორსულობის ხანგრძლივობაზე და მშობიარობის მიმდინარეობაზე. დედასა და ბავშვში აღინიშნება სისხლდენის გახანგრძლივება და მიდრეკილება სისხლდენისაკენ. კერძოდ, დღენაკლი ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს ქალაშიდა სისხლჩაქცევები სალიცილატების მიღებისას მშობიარობის წინ. ნაყოფს შესაძლოა აღენიშნოს არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა.  გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არაა დამტკიცებული, ამიტომ პრეპარატის  გამოყენება შესაძლოა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფის/ბავშვისათვის.  ძუძუთი კვება კორტიკოსტეროიდები და სალიცილის მჟავა გადადის რძეში. ადგილობრივი გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით დიპროსალიკის გამოყენება რეკომენდებულია  სიფრთხილით მოხდეს ძუძუთი კვების დროს.  არ გამოიყენოთ მკერდის არეზე. თუ საჭიროა მისი შედარებით მაღალი დოზების გამოყენება, ძუძუთი კვება არ შეწყვიტოთ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

მელიტორი / MELITOR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

მელიტორი – – ორსულობა თუ თქვნ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამედიცინო პრპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.   – ლაქტაცია გააფრთხილეთ ექიმი, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, რადგან თუ თქვენ დაგენიშნებათ მელიტორი, საჭირო გახდება ძუძუთი კვების შეწყვეტა.  ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მარლეოქსს რა უკუჩვენებები აქვს?

მარლეოქსის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ; ეპილეფსია; 18 წლამდე ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით აბილიფას რა უკუჩვენებები აქვს?

აბილიფაის უკუჩვენებებია: 18 წლამდე ასაკი; არიპიპრაზოლისა და პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ასკოფენი P / ASCOPHENUM P ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ასკოფენი P –  პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კალციუმი-D3 ნიკომედს რა უკუჩვენებები აქვს?

კალციუმი-D3 ნიკომედის უკუჩვენებებია: * ჰიპერკალციემია, როგორც ჰიპერპარათირეოზის შედეგი (პირველადი ან მეორადი); * ვიტამინის ჰიპერდოზირება; * დეკალცინირებადი სიმსივნეები, როგორიცაა მიელომა, ძვლოვანი მეტასტაზები, სარკოიდოზი; * კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში ან შარდში; * შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმლის უკმარისობა; * ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ბენეტი პლუსი სპრეი / Benet plus sprey ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბენეტი პლუსი სპრეი –  ორსულობა (კატეგორია B): არ არსებობს კონტროლირებული კვლევების მონაცემები ქლორჰექსიდინისა და ბენზიდამინის გამოყენების  შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.  აღნიშნული პრეპარატი ორსულობის პერიოდში უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.  ლაქტაცია: არ არის ცნობილი გადადის თუ არა ქლოჰექსიდინი და ბენზიდამინი დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით უნდა მოხდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

სანდიმუნ ნეორალი – SANDIMMUN NEORAL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სანდიმუნ ნეორალი –  სანდიმუნ ნეორალის გამოყენების მონაცემები ორსულებში დღეისათვის შეზღუდულია. გადანერგილი ორგანოების მქონე ავადმყოფების მონაცემებმა გვიჩვენა, რომ ტრადიციული მკურნალობის მეთოდებთან შედარებით სანდიმუნ ნეორალით მკურნალობა არ იწვევს უარყოფით ზემოქმედებას ორსულობის მიმდინარეობაზე და მის გამოსავალზე. * ციკლოსპორინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამიტომ სანდიმუნ ნეორალის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს. ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ციკლოსპორინს ტერატოგენული მოქმედება არ ახასიათებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნეურალგო-რეუმ-ინელს რა უკუჩვენებები აქვს?

ნეურალგო-რეუმ-ინელის უკუჩვენებებია: არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები