Category Archives: სხვა

იცით კოაქსილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოაქსილის გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: აღინიშნება ტკივილები ეპიგასტრიუმსა და მუცლის არეში, პირის ღრუს სიმშრალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი. ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ასთენია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის წასვლა, ტრემორი, სიცხის შეგრძნება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, მკერდის არეში ტკივილები. სასუნთქი სისტემების მხრივ: სუნთქვის გაძნელება. სხვადასხვა: კუნთების ტკივილი, წელის არეში ტკივილის შეგრძნება. ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენები წარმოიშობა იშვიათად და სწრაფად ქრება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანტოპრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანტოპრას გვერდითი მოვლენებია: პანტოპრაზოლის ინტრავენური გამოყენებისას, ჩვენებების შესაბამისად და რეკომენდებული დოზების გათვალისწინებით, გვერდით მოვლენებს იშვიათად აქვს ადგილი. შედარებით ტიპური გვერდითი მოვლენები: ა (დაფიქსირდა პაციენტების 1%-ზე მეტში): ზოგადი: ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, რეაქციები შეყვანის ადგილზე (თრომბოფლებიტის ჩათვლით); საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შეკრულობა, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავბრუსხვევა; სასუნთქი სისტემის მხრივ: რინიტები. ძალიან იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები: ქავილი, რეაქციები კანზე, ანაფილაქსიური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვენო-რიცს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვენო-რიცის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია მცირედი დარღვევები საჭმლის მომნელებელი და ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მხრივ, რომელიც არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას და სწრაფად ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვაცენაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაცენაკის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები: ყველა პრეპარატის მსგავსად, ვაცენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყოველთვის. გვერდითი ეფექტები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. არასასურველი ეფექტები კლასიფიცირებულია განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი – 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში ხშირი – 100-დან მინიმუმ 1 პაციენტში ნაკლებად ხშირი – 1000-დან მინიმუმ 1 პაციენტში იშვიათი – 10000-დან მინიმუმ 1 პაციენტში ძალიან იშვიათი ყოველი 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი: ანემია ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების ნაკლებობა). დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: ალერგია, მწვავე რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი. დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მომატება). ფსიქიური დარღვევები: ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: დეპრესია, ანომალური სიზმრები, უძილობა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: პარესთეზია (ჩხვლეტის, წვის შეგრძნება), ძილიანობა, თავის ტკივილი, დისგეზია (გემოს შეგრძნების ცვლილება), ტრემორი. დარღვევები მხედველობის მხრივ: იშვიათი: მხედველობის დარღვევა. დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ: ძალიან იშვიათი: ვერტიგო.  დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი: გულისცემის შეგრძნება, სიწითლე, სახეში სისხლის მოწოლა, პერიფერული შეშუპება (კოჭების, ფეხებისა და ტერფების შეშუპება). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას შეშუპება აღინიშნება გულის უკმარისობის და/ან არტერიული ჰიპერტ

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დურამოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დურამოქსის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ეოზინოფილია, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროტამინის სულფატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროტამინის სულფატის გვერდითი მოვლენებია:  ♦ ვენაში სწრაფი ინექცია იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, ბრადიკარდიას, სიცხის  შეგრძნებას, კანის ჰიპერემიას. ურტიკარია და სხვა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები გვხვდება ძალიან იშვიათად. ♦ შესაძლებელია პროტამინის მიმართ ანაფილაქსიური რეაქცია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით და იყენებდნენ პროტამინ-ცინკ ინსულინს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეკარცინ D6 სანთლები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეკარცინ D6 სანთლები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ზოგადად, პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, შეიძლება აღინიშნოს შეზელვის ადგილის სიწითლე, რომელიც თავისთავად სწრაფად გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ, როგორც არა გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინება. ასეთ შემთხვევაში Recarcin-ით მკურნალობა უნდა დროებით შეჩერდეს და გაგრძელდეს სიმპტომურად. უკუჩვენებები ცხელება ან დასუსტებული მდგომარეობა. პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს მედიკამენტი არ ინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კუზიკრომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კუზიკრომის გვერდითი მოვლენებია:  შეიძლება განვითარდეს თვალების წვა და გაღიზიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როფერონი-A-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როფერონი-A-ს გვერდითი მოვლენებია:  ქვემოთ მოყვანილ გვერდით მოვლენებს ადგილი ჰქონდათ ავადმყოფებში სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებებით, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ წინა მკურნალობის მიმართ ან იმყოფებოდნენ  დაავადების ბოლო სტადიაში, ასევე ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტი B-თი და ქრონიკული ჰეპატიტი ჩ-თი. იხილეთ აგრეთვე `გვრედითი ეფექტები~ კოპეგუსის გამოყენების ინსტრუქციებში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეუთიროქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეუთიროქსის გვერდითი მოვლენებია:  ეუთიროქსის სწორი მიღებისას, ექიმის კონტროლის ქვეშ გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები