Category Archives: სხვა

იცით პროტოპიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროტოპიკის გვერდითი მოვლენებია: მეტნაკლებად ხშირ არასასურველ ეფექტებს მიეკუთვნება დადების ადგილზე კანის გაღიზიანების სიმპტომები (წვის და ქავილის შეგრძნება, გაწითლება, ტკივილი, პარესთეზია და გამონაყარი). როგორც წესი ისინი გამოხატულია ზომიერად ან უმნიშვნელოდ და ქრება მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში.  ხშირად გვხვდება ალკოჰოლის აუტანლობა (სახის გაწითლება ან კანის გაღიზიანების სიმტომები სპირტიანი სასმელების გამოყენების შემდეგ).  იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პროტოპიკის მალამოს, აღინიშნება ფოლიკულიტის, აკნეს და ჰერპესული ინფექციის მომატებული რისკი.  გამოვლენის სიხშირის მიხედვით არასასურველი ეფექტები იყოფა არც ისე ხშირ (>1/10), ხშირ (>1/100, <1/10) და იშვიათ (>1/1.000, 1/100) რეაქციებად. ყოველი ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მნიშვნელობის შემცირების რიგით.   ზოგადი ხასიათის დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები: ძალიან ხშირი: წვა და ქავილი გამოყენების ადგილას ხშირი: სითბოს შეგრძნება, გაწითლება, ტკივილი, გაღიზიანება, გამონაყარი გამოყენების ადგილას.   ინფექციები ხშირი: ჰერპესული ინფექცია (სახის და ტუჩის Hჰერპეს-სიმპლექსი), კაპოშის ვარიცელოფორმული გამონაყარი).   კანი და კანქვეშა ქსოვილი: ხშირი: ფოლიკულიტი, ქავილი არახშირი: აკნე  ნერვული სისტემა: ხშირი: პარესთეზია, ჰიპერესთეზია  მეტაბოლიზმის და კვების თავისებურებანი ხშირი: ალკოჰოლის აუტანლობა (სახის ჰიპერემია ან კანის გაღიზიანების სიმპტომები სპირტიანი სასმელების გამოყენების შემდეგ).   პრეპარატის გამოყენების მანძილზე დარეგისტრირდა როზაცეას და მალიგნიზაციის (ლიმფომის კანის და სხვა სახეობები, კანის კიბო) ერთეული შემთხვევები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენტეროკინდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენტეროკინდის გვერდითი მოვლენებია: არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს. შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანკრეოფრიკი გრანულებს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანკრეოფრიკი გრანულების გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები (ცემინება, ცრემლდენა ან კანის გამოშრობა). პირის ღრუში და ანალურ არეში წვის შეგრძნება ბავშვებში. დიდი დოზების მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნაველბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაველბინის გვერდითი მოვლენებია: : გრანულოციტოპენია, ანემია, ძვალმყესოვანი რეფლექსები დაქვეითებულია, პარესთეზია, ქვედა კიდურებში სისუსტე, ყბების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პარეზი ან ნაწლავების პარალიტური გაუვალობა, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქოსპაზმი, ალოპეცია, ფლებიტი შეყვანის ადგილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჟანინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჟანინის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ჟანინის მიღების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ გარდამავალია: ◄ სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და დაჭიმულობა; სარძევე ჯირკვლების გადიდება; სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი; მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი; თავის ტკივილი; შაკიკი; ლიბიდოს ცვლილება; გუნება-განწყობის ცვლილება/დაქვეითება; კონტაქტური ლინზების ცუდი ატანა; მხედველობის დარღვევები; გულისრევა; ღებინება; ტკივილები მუცლის არეში; ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები; კანის გამონაყარი; კვანძოვანი ერითემა; მულტიფორმული ერითემა; გენერალიზებული ქავილი; ქოლესტაზური სიყვითლე; სითხის შეკავება; სხეულის მასის ცვლილება; ალერგიული რეაქციები. იშვიათად – მომატებული დაღლილობა, დიარეა. ◄ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ანამნეზში ორსულების ქლოაზმის მქონე ქალებში. ◄ ისევე როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, იშვიათად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი და თრომბოემბოლია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება ველკიდი (საღეჭი ტაბლეტი)?1

ველკიდი (საღეჭი ტაბლეტი) გამოყენების ჩვენებებია: ჰიპო – და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 4 წლიდან, უმადობა, მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რეკონვალესცენციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ოფლოჰექსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფლოჰექსალის გვერდითი მოვლენებია: ზოგადად, სიმპტომები იშვიათად ჩნდება და სწრაფად გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, უმადობა, გულისრევა, პირღებინება და დიარეა. ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფსევდომემბრანული კოლიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების დონის და ბილირუბინის დონის მომატება. ნერვიული სისტემის მხრივ:თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, შფოთვა, ცნობიერების მოშლა, ტრემორი, არადამაჯეებელი სიარული. იშვიათად და ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ტაქიკარდია და ხანმოკლე ჰიპოტენზია, ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოპენია ან პანციტოპენია.ძალიან იშვიათად შეიძლება მოიმატოს კანის მგრძნობელობამ სინათლისადმი. ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად თვალებში მწველი ტკივილის, გამაღიზიანებელი ხველის ან ცხვირიდან გამონადენის სახით, კანის, ლორწოვანი გარსების, სახის, ენის და ხახის შეშუპებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მოხრჩობა, რომელიც განპირობებულია ბრონქოსპაზმით და/ან შოკი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მიღებას დაუყოვნებლივ წყვეტენ და ატარებენ ანტიშოკურ თერაპიას. ამ არასასიამოვნო რეაქციების გაჩენისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერმაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერმაზინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება წარმოქმნილი გვერდითი მოვლენები: ს შეფასება ტარდება მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არც ისე ხშირი (≥1/1,000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად დადგენა შეუძლებელია). დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან არც ისე ხშირი: ლეიკოპენია. სიხშირე უცნობია: შრატის მომატებული ოსმოლარობა. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა. დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან ძალიან იშვიათი: მძიმე არასასურველი რეაქციები კანის მხრიდან – იყო ინფორმაცია სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის შესახებ (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“. სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები კანის მხრიდან, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, კონტაქტურ დერმატიტი. მზის შუქის ზემოქმედების ქვეშ შესაძლებელია კანის ნაცრისფერი შეფერილობის მიღება. ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას სიხშირე უცნობია: წვის შეგრძნება ან ტკივილი. ვერცხლის სულფადიაზინის სისტემური შეწოვა ძალიან იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, რომლებიც წარმოიქმნება სულფონამიდებით სისტემური თერაპიისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პრონორანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრონორანის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, თუმცა არა ყველა პაციენტში, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები:გავრცელებული: უვითარდებოდა 100-დან 1 პაციენტზე მეტს, მაგრამ 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს; იშვიათი: უვითარდებოდა 10000-დან 1 პაციენტზე მეტს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს; ძალიან იშვიათი: უვითარდებოდა 10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს. აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:გავრცელებული გვერდითი ეფექტები:• უმნიშვნელო დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, ღებინება მეტეორიზმი. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიც არის ცნობიერების აღრევა, ჰალუცინაციები, აგზნება ან თავბრუსხვევა, რაც გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები:• დარღვევები სისხლლძარღვების მხრივ, როგორიც არის არტერიული წნევის შემცირება (ჰიპოტენზია), თავბრუსხვევა სხეულის მდგომარეობის მკვეთრი შეცვლისას მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ფეხზე მდგომში გადასვლისას, სინკოპეთი ან სისუსტით ან არასტაბილური არტერიული წნევით (ორთოსტატიული ჰიპოტენზია). ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:• დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიც არის გადაჭრბებული ძილიანობა დღის განმავლობაში ან მოულოდნელი ჩაძინება. თქვენ შეიძლება განგივითარდეთ შემდეგი გვერდითი ეფექტები • ისეთი ქმედების შესრულების იმპულსური სურვილის ან ცდუნების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა, რომელმაც შეიძლება მოგიტანოთ ზიანი თქვენ ან სხვა ადამიანებს. მათ მიეკუთვნება: • აზარტული თამაშების მიმართ იმპულსური პათოლოგიური მიდრეკილება პირადი ან ოჯახური სერიოზული პრობლემების მიუხედავად, სექსუალური ინტერესების ცვლილება ან გაძლიერება, რომელიც იწვევს თქვენს ან სხვა პირების შეშფოთებას. მაგალითად, ლიბიდოს გაძლიერება; • საყიდლების შეძენის ან ფულის ხარჯვის არაკონტროლირებადი მომატებული მოთხოვნილება; • გადაძღომა (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე პერიოდში) ან კომპულსიური გადაძღომა (შიმშილის შეგრძნების დასაკმაყოფილებელ რაოდენობაზე მეტი საკვების მიღება); • ფსიქიატრიული დარღვევები (დელუზიები, ბოდვა, ჰალუცინაციები: ვიზუალური, სმენითი, შერეული); • ფეხების, ტერფების ან თითების შეშუპება; • დისკინეზია. აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ შეამჩნევთ მსგავს სიმპტომებს. შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე თუ თქვენ გაგინვითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მიეკუთვნება ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო პრეპარატზე უსაფრთხოების ინფორმაციის შეგროვებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ონიქომალსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ონიქომალსანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები:-მალამოს მოხვედრისას ზედაპირის დაუზიანებელ უბნებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერემია,ქავილი,გამონაყარი,ჩაზრდილი ფრჩხილის დროს-მსუბუქი ტკივილი.  სიფრთხილით გამოიყენება დიაბეტური ტერის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები