Category Archives: სხვა

იცით ტელმისარტანს რა უკუჩვენებები აქვს?

ტელმისარტანის უკუჩვენებებია: * მომატებელი მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; * ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; * სანაღვლე გზების ობსტრუქცია; * ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ტრივიზიონი?

ტრივიზიონის გამოყენების ჩვენებებია: · სხვადასხვა ეტიოლოგიის ბადურის დისტროფიული ცვლილებები; · მიოპია, განსაკუთრებით მოსწავლეებში; · სიბნელეში მხედველობის ადაპტირების უნარის დარღვევა; · თვალის,,დაღლილობის’’ სინდრომი; · თვალის სტრუქტურის დაბერების პროცესის პროფილაქტიკა; · დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს თვალის დაავადებების პროფილაქტიკა; · ოპერაციული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი; · აღმდგენი საშუალება თვალის დაავადებების პირველივე ნიშნებიდან და პროფილაქტიკისთვის კონკრეტული პროფესიების დროს, რომლებიც ჭარბ გამოსხივებას უკავშირდება (მსახიობი, ტელევიზიის თანამშრომელი, კომპიუტერთან ინტენსიურად მომუშავე, რენტგენოლოგი, ალპინისტი, მოთხილამურე და სხვ.).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ანტიკოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ანტიკოლის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა დისულფირამის მიმართ;  – გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები; – ღვიძლის მძიმე უკმარისობა;  – ნერვულ-ფსიქიური დაავადებები.  უკუნაჩვენებია პრეპარატის ერთდროული მიღება ფენიტიონთან, იზონიაზიდთან, მეტრონიდაზოლთან და სპირტიან სასმელებთან ერთად.  არ შეიძლება დისულფირამის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ბესტოქსოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ბესტოქსოლის უკუჩვენებებია:: – მომატებული მგრძნობელობა ტაურინის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ამრადიპინს რა უკუჩვენებები აქვს?

ამრადიპინის უკუჩვენებებია: – პერინდოპრილისადმი მომატებული მგრძნობელობა; – ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების არსებობა (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი); – მემკვიდრული/იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;  – გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია(სისტოლური ა/წ ნაკლები 90 მმ.ვცხ.სვ.); – მარცხენა პარკუჭის გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია(მაგ.: აორტის სტენოზი); – არასტაბილური სტენოკარდია(პრინცმეტალის სტენოკარდიის გარდა); – ამლოდიპინის ან დიჰიდროპირიდინას სხვა წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა; – თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 60 მლ/წთ); – ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემების არარსებობის გამო); – პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ფეიბა?

ფეიბას გამოყენების ჩვენებებია: A ტიპის ჰემოფილიით დაავადებულებში (VIII ფაქტორის ინჰიბიტორით) სისხლდენის მკურნალობა და პროფილაქტიკა. B ტიპის ჰემოფილიით დაავადებულებში (IX ფაქტორის ინჰიბიტორით) სისხლდენის მკურნალობა და პროფილაქტიკა. VIII, XI, XII ფაქტორების შეძენილი დეფიციტით გამოწვეული არაჰემოფილური სისხლდენის მკურნალობა და პროფილაქტიკა. არსებობს მონაცემები მისი ფონ ვილებრანდის დაავადების დროს წარმატებით გამოყენების შესახებ. ფეიბა ტიმი ასევე გამოიყენება VIII ფაქტორის კონცენტრატთან კომბინაციაში ხანგრძლივი მკურნალობის სახით. VIII ფაქტორის ინჰიბიტორის ორგანიზმიდან ელიმინაციისათვის, რაც იძლევა საშუალებას რათა მკურნალობა გაგრძელდეს VIII ფაქტორის კონცენტრატით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ქემ მულტი+ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქემ მულტი+-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აუროთიომალატის ნატრიუმს რა უკუჩვენებები აქვს?

აუროთიომალატის ნატრიუმის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა ოქროს პრეპარატების მიმართ; * ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა; * ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა; * წყლულოვანი კოლიტი; * ორსულობის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით გლიკლაზიდი MR –APO-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიკლაზიდი MR –APO-ს გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენა როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატები გლიკლაზიდ MR – APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების აქტიურმა ნივთიერებამ, თუმცა არა ყველა პაციენტში, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: .   ყველაზე ხშირად აღინიშნება სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). კლინიკური გამოვლინება აღწერილია განყოფილებაში: <<მოიქეცით განსაკუთრებული სიფრთხილით>>). მკურნალობის არარსებობისას ამ კლინიკურმა გამოვლინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც. თუ სისხლში შაქრის დაბალი დონის ეპიზოდი აღმოჩნდება მძიმე ან ძალინ ხანგრძლივი, მაშინაც თუ იგი დროებით შემსუბუქდა შაქრის გამოყენების გზით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.  დარღვევები ღვიძლის მხრივ: გვაქვს იზოლირებული შეტყობინებები ნორმიდან გადახრის შესახებ ღვიძლის ფუნქციის მხრივ, რაც იწვევს კანის და თვალის სკლერების გაყვითლებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი სიმპტომები ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. თქვენი ექიმის გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა.  დარღვევები კანის მხრივ: ყოფილა შეტყობინებები კანის ისეთი რაექციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი, სიწითლე, ქავილი და ჭინჭრის ციება, ანგიოშეშუპება (ქსოვილების სწრაფი შეშუპება, როგორიც არის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. გამონაყარმა შეიძლება მიიღოს გენერალიზებული ხასიათი ბუშტუკების და კანი აქერცლვით.   დარღვევები სისხლის მხრივ: ყოფილა შეტყობინებები სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების შესახებ (თრომბოციტები, ერითროციტები და ლეკოციტები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე და ხანგრძლივი სისხლდენა, დაფიქსირებულია შეტყობინებები სილურჯეების გამოვლინების შესახებ, ყელის ტკივილი და ცხელება. სიმპტომები როგორც წესი გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებიენება, საკვების მოუნელებლობა, დიარეა და ყაბზობა. ეს გამოვლინებები მცირდება, როდესაც გლიკლაზიდ MR-APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ხდება საკვების მიღებისას, როგორც რეკომენდებულია.  ოფთალმოლოგიური დარღვევები  თქვენი მხედველობა შესაძლოა დროებით გაუარესდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსში. ეს ეფექტი დაკავშირებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებასთან. სულფონილშარდოვანას მიღების დროს ცნობილია სისხლში უჯრედების რაოდენობის მწვავე ცვლილებების და სისხლძარღვების კედლების ალერგიული ანთების შემთხვევები. აღნიშნული იყო ღვიძლის მუშაობის დარღვევის სიმპტომები (მაგალითად, სიყვითლე), რომლებიც უფრო ხშირად ქრებოდა სულფონილშარდოვანას მიღების შეწყვეტის შემდეგ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეეძლოთ გამოეწვიათ სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა.  თუ გვერდითი მოვლენები: იძენს სერიოზულ ხასიათს ან თუ თქვენ აღნიშნეთ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება ტროქსერუტინი?

ტროქსერუტინის გამოყენების ჩვენებებია: ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული ტროფიკის დარღვევა (დერმატიტები, ტროფიკული წყლულები); ჰემოროიდული კვანძები (ბუასილი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი