Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ფლუკონა-დენკი 100?

ფლუკონა-დენკი 100 გამოყენების ჩვენებებია: ფლუკონა-დენკ 100 არის ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, მასში შემავალი აქტიური ნივთიერება, ფლუკონაზოლი, მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულ ნივითიერებათა ჯგუფს. ფლუკონა-დენკ 100 გამოიყენება საფუარა სოკოს მიერ (Candida and Cryptococcus) გამოწვეული სოკოვანი ინფექციიების სამკურნალოდ, კერძოდ: ა) შინაგანი ორგანოების (სისტემური კანდიდოზი) სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული საფუარა სოკოს Candida სახეობის მიერ, მათ შორის საფუარა სოკო დადასტურდა სისხლში (კანდიდემია), პათოგენური Candida შარდში (კანდიდურია), მიმოფანტულია (ვრცელდება ერთ ან რამოდენიმე ორგანოზე) და სხვა Candida ინფექციები, რომლებიც გავრცელებულია ორგანიზმში და რომლებიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისათვის საშიში, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში პერიტონეუმის, ფილტვების და საშარდე ტრაქტის ინფექციებით. ფლუკონა-დენკ 100-ის დანიშვნა ასევე შესაძლებელია ავთვისებიანი დაავადების მქონე პაციენტებში (სიმსივნით დაავადებული პაციენტები), რეანიმაციაში მყოფ პაციენტებში, სიმსივნის მკურნალობის დროს (ციტოსტატიური საშუალებებით) ან ორგანიზმის იმუნური სისტემის დამაქვეითებელი პრეპარატების (იმუნოსუპრესანტები) მიღების დროს. ბ) ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული ჩანდიდა სახეობით, როგორიცაა: – პირის ღრუს, ყელის და საყლაპავის მორეციდივე სოკოვანი დაავადებები, – ზედა სასუნთქი ტრაქტის ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, როდესაც პროცესი არ მოიცავს ფილტვებს. გ) მენინგიალური გარსების ინფექციები, გამოწვეული საფუარა სოკო CryptºCºCcus neoformans მიერ. პრეპარატის დანიშვნა ასევე შესაძლებელია იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (მაგ: შიდსით დაავადებულებში ან ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ). ფლუკონა-დენკ 100 ასევე შეიძლება დაინიშნოს მკურნალობის მცდელობის სახით შიდსიან პაციენტებში კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით. დ) ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტებში, ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის დროს სოკოვანი ინფექციის პრევენციის მიზნით და ასევე იმუნოსუპრესიულ პირებში (მაგ: შიდსი ან ქიმიოთერაპია) ექსპერიმენტის სახით ინიშნება მკურნალობა გასნაზღვრული დროის განმავლობაში. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ოფიციალური გაიდლაინები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით სპაზმოლექსს რა უკუჩვენებები აქვს?

სპაზმოლექსის უკუჩვენებებია:: კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ღვიძლისა და თირკმელების გამოხატული დაღღვევა, ობსტრუქციული უროპათია, გლაუკომა, ადჰეზია ფერად გარსსა და ბროლს შორის, ტაქიკარდია, სტენოკარდია, ჰემორაგიული ინსულტი, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადება (ახალაზია, პილოროდუოდენალური სტენოზი, პილორული ობსტრუქცია, კარდიოსპაზმი), ატონია და ნაწლავის გაუვალობა ხანდაზმულებში, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ცეპასტილს რა უკუჩვენებები აქვს?

ცეპასტილის უკუჩვენებებია:: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება სურდოს მალამო ველედა?

სურდოს მალამო ველედას გამოყენების ჩვენებებია: მწვავე და გახანგრძლივებული სურდო, ქერქის წარმოშობის ტენდენცია ცხვირის ლორწოვანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სუტენტი?

სუტენტის გამოყენების ჩვენებებია: გასტროინტესტინალური სტრომალური სიმსივნე, როცა იმატინიბით თერაპიით არ არის ეფექტი მის მიმართ რეზისტენტობის ან აუტანლობის გამო; გავრცელებული და/ან მეტასტაზირებული თირკმლისუჯრედოვანი კიბო პაციენტებში, რომელთაც სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ აქვთ ჩატარებული; გავრცელებული და/ან მეტასტაზირებული თირკმლისუჯრედოვანი კიბო, როცა ციტოკინებით მკურნალობისას ეფექტი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფარმორუბიცინს რა უკუჩვენებები აქვს?

ფარმორუბიცინის უკუჩვენებებია::: * ჰემოპოეზის სისტემის მიელოიდური დეპრესია მანამდე ჩატარებული ანტიკანცეროგენული ან სხივური თერაპიის შედეგად; * დოქსორუბიცინისა და დაუნორუბიცინის კუმულაციური დოზებით ადრე ჩატარებული მკურნალობა; * გულის უკმარისობა (მათ შორის ანამნეზში); * ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; * პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სოლუდონს რა უკუჩვენებები აქვს?

სოლუდონის უკუჩვენებებია: 
 – პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი ინდივიდუალური აუტანლობა (მათ შორის ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში); – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 
 – 12 წლამდე ასაკის ბავშვები; 
 – თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა; 
 – ფენილკეტონურია (ასპარტამის შემცველობის გამო).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ტრიიოდთირონინი (ნატუროპათი)?

ტრიიოდთირონინი (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ჰორმონის ჰოპოპროდუქცია. ჰიპოთირეოზი. ჰიპერგლიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ციპრალექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ციპრალექსის უკუჩვენებებია: პრეპარატის და მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე), მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება. ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით იმოდიუმს რა უკუჩვენებები აქვს?

იმოდიუმის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა ლოპერამიდის მიმართ. * ნაწლავების პერისტალტიკის შეფერხება, მაღალი ტემპერატურით და სისხლიანი გამონადენით მიმდინარე დიარეა, ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დიარეა, ქრონიკული დიარეა (ამ დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით), მწვავე კოლიტი. * 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდის გამოყენება ნებადართული არ არის. * 2-12 წლის ასაკში პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები