Category Archives: სხვა

იცით ვიზარსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიზარსინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები ყველა პრეპაატის მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. ვიზარსინის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენები ხშირად მსუბუქი ან ზომიერია და ხანმოკლე ხანგრძლივობის.  იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება ტკივილი გულმკერდში სქესობრივი აქტის დროს ან მას შემდეგ: – მიიღეთ ნახევრად მჯდომარე პოზიცია და დამშვიდდით. – გულმკედრში ტკივილის სამკურნალოდ ნუ მიიღებთ ნიტრატეს. – სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.  ყველა სამკურნალო საშუალებამ, ვიზარსინის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ქვემოთ მოცემული ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუაკვშირდეთ ექიმს: უეცარი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ხახის შეშუპება.  ვიზარსინის გამოყენების შემედეგ ზოგჯერ აღინიშნება გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია. იმ შემთხვევაში, თუ ერექცია 4 საათზე მეტ ხანს გრძელდება, სასწრაფოდ დაუაკვშირდით ექიმს.  თუ უეცრად შენიშნეთ მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა, შეწყვიტეთ ვიზარსინის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.  ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა (>1/10) არის თავის ტკივილი.  ხშირის გვერდითი მოვლენები (≥1/100): სახეზე წამოწითლება, მონელების გაძნელება, მხედველობის დარღვევა (ფოტომგრძნობელობა, დაბინდული მხედველობა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება), ცხვირის შეშუპება და თავბრუ.  არახშირი გვერდითი მოვლენები (≥1/1000): ღებინება, კანზე გამონაყარი, თვალში სისხლდენა, წითელი თვალები, თვალების ტკივილი, გაორებული მხედველობა, უჩვეულო შეგძრძნება თვალში, არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, შეხების შემცირებულის გრძნობა, ხმაური ყურებში, გულისრევა, პირის სიმშრალე, ტკივილის გულმკერდში და ადვილად დაღლილობა.  იშვიათი გვერდითი მოვ,ენები (≥1/10000): მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, გონების დაგააკრგვა, ინსულტი, ცხვირიდან სისხლდენა და სმენის დაქვეითება ან უეცარი დაკარგვა.  პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:  აჩქარებული გულისცემა, ტკივილი გულმკერდში, უეცარი სიკვდილი, გულის შეტევა ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დროებითი დარღვევა. ამ მამაკაცები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნუროფენ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნუროფენ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: 2-3 დღის განმავლობაში ნუროფენ ფორტეს მიღებისას გვერდითი მოქმედება პრაქტიკულად არ აღინიშნება. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: – კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გასტროპათია (აბდომინალური ტკივილი, გულის რევა, ღებინება, ძმარვა, მადის დაქვეითება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაზბობა; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის დაწყლულება, რომელიც რიგ შემთხვევაში გართულებულია პერფორმაციითა და სისხლდენით); პირის ღრუს ლორწოვანას გაღიზიანება ან სიმშრალე, ტკივილი პირის ღრუს არეში, ღრძილების ლორწოვანის დაწყლულება, აფტოზური სტომატიტი, პანკრეატიტი. – ჰეპატობილიარული სისტემა: ჰეპატიტი. – სასუნტქი სისტემა: ქოშინი, ბრონქოსპაზმი. – გრძნობათა ორგანოები სმენის დარღვევა: სმენის დაქვეითება, ხმაური ყურში; მხედველობის დარღვევა: მხედველობითი ნერვის ტოქსიკური დაზიანება, ბუნდოვანი მხდეველობა ან გაორება, სკოტომა, თვალის სიმშრალე და გაღიზიანება, კონიუნქტივისა და ქუთუთოების შეშუპება (ალერგიული გენეზისა). – ცენტრალური და პერეფერიული ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, შფოთვა, ნერვიულობა და გაღიზიანება, ფსიქომოტორული აგზნება, ძილიანობა, დეპრესია, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, იშვითად – ასეპტიკური მენინგიტი (ხშირად-პაციენტებთან აუტოიმუნური დაავადებებით). – გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულის უკმარისობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება. – შარდსასქესო სისტემა: თირკმლების მწვავე უკმარისობა, ალერგიული ნეფრიტი, ნეფროლოგიური სინდრომი (შეშუპება), პოლიურია, ცისტიტი. – ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე (ჩვეულებრივ ერითემატოზული ან ჭინჭრის გამონაყარი), კანის ქავილი, კვიკეს შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი ან დისპნოე, ციებ-ცხელება, მრავალფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), გამონაყარი, კონიუნქტივიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, ეოზინოფილია, ალერგიული რინიტი. – სისხლწარმომქმნელი ორგანოები: ანემია (მათ შორის ჰემოლიზური, აპლასტიური); თრომბოციტოპენია, თრომბოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია. – ლაბორატორიული მაჩვენებლები: – სისხლდენის დროს (შეიძლება გაიზარდოს); – შრატში გლუკოზის კონცენტრაცია (შეიძლება შემცირდეს); – კრეატინის კლირენსი (შეიძლება შემცირდეს); – ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება შემცირდეს); – შრატში კრეატინის კონცენტაცია (შეიძლება გაიზარდოს); – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობა (შეიძლება გაიზარდოს). გვერდითი ეფექტების წარმოქმნისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოფთან დექსამეტაზონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფთან დექსამეტაზონის გვერდითი მოვლენებია: თვალის წვეთების ოფთან® დექსამეტაზონის ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს სწრაფად გარდამავალი წვის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები. დექსამეტაზონის ხანგრძლივი გამოყენება (3 კვირაზე მეტ ხანს) შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომის და სტეროიდული კატარაქტის მიზეზი, ასევე შესაძლებელია რქოვანას გარსის დაწყლულება, შემღვრევა, გათხელება ან პერფორაცია. იშვიათ შემთხვეაში, დექსამეტაზონმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰერპესული და ბაქტერიული ინფექციების გავრცელებას. ოფთან® დექსამეტაზონი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პეფრაკელ D3 მალამო (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პეფრაკელ D3 მალამოს (ნატუროპათი)-ის-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კორდიცეფსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორდიცეფსის გვერდითი მოვლენებია: კორდიცეფსმა შეიძლება შეამციროს სისხლის შედედების უნარი. ქირურგიული ოპერაციის დროს სისხლდენის რისკის თავიდან ასაცილებლად, უნდა შეწყდეს კორდიცეფსით მკურნალობა ოპერაციამდე ორი კვირით ადრე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კინდინორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კინდინორმის გვერდითი მოვლენებია: არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს. შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რატენალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რატენალის გვერდითი მოვლენებია: რატენალი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ტოლერანტობით.  შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:ბრადიკარდია, სიცივის შეგრძნება კიდურებში, ორტოსტატიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, გულისრევა, დიარეა, გამონაყარი კანზე, თვალების სიმშრალე, იშვიათად – ტკივილი გულის არეში, ცნობიერების დაბინდვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიბოქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიბოქსინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, კანის ჰიპერემია. ამ დროს პრეპარატის მიღებას წყვეტენ. იშვიათად შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში. ხანგრძლივი მოხმარების დროს შესაძლებელია პოდაგრის გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეარლითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეარლითის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები მალამოში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ცვლილებები სისხლში. მიღების წესი და დოზირება: გამოყენება ხდება მალამოს ცხვირის ნესტოებში შეზელის გზით 3-4 – ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზაა – 0,05 გ მალამო თითოეულ ნესტოში, მაქსიმალური დღიური დოზა – 0,4 გ; გარეგანად – დაინფიცირებული ჭრილობების და კანის სხვა ჩირქოვანი დაავადებების სამკურნალოდ დაიტანება სტერილური საფენით ერთ ან ორ დღეში ერთხელ. გამოშვების ფორმა: 10 გ მალამო მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში. ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფშიინსტრუქციასთან ერთად. გაცემის რეჟიმი: (II ჯგუფი) რეცეპტით. ვარგისიანობის ვადა: 2   წელი. შენახვის წესი: ინახება 2-8 °C ტემპერატურულ პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლაილენონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაილენონის გვერდითი მოვლენებია: კვლევების მიხედვით ეპლერენონის მიღებისას არასასურველი ეფექტების გამოვლენის საერთო სიხშირე მცირედ აღემატება პლაცებოს მიღებისას გამოვლენილი ეფექტების სიხშირეს. გვერდითი ეფექტების გამოვლენასთან დაკავშირებული პრეპარატის მიღების შეწყვეტის (ძირითადად ჰიპერკალემიის გამო) სიხშირე 8.7% – ია პაციენტებში რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს და 4% პლაცებოს მიღებისას. გვერდითი მოვლენები: ს ჩამონათვალი მოყვანილია სისტემების მიხედვით და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირე ნაწილდება შემდეგნაირად: ხშირი >1/100, <1/10; იშვიათი>1/1000, <1/100. სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები იშვიათად: ეოზინოფილია. მეტაბოლური დარღვევები ხშირად: ჰიპერკალემია, იშვიათად: ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია. ფსიქიკური დარღვევები იშვიათად: უძილობა. ინფექციები და ინვაზიები: ხშირად: გრიპოზული სინდრომი; იშვიათად: პიელონეფრიტი. ნერვული სისტემის დარღვევები ხშირად: თავბრუსხვევა, იშვიათად: თავის ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები ხშირად: არტერიული ჰიპოტენზია, იშვიათად: წინაგულების ფიბრილაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, ტაქიკარდია, ქვედა კიდურების არტერიების თრომბოზი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები ხშირად: დიარეა, გულისრევა. იშვიათად: მეტეორიზმი, ღებინება. თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის დარღვევები ხშირად: ალბუმინურია. სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები იშვიათად: გინეკომასტია. ზოგადი დარღვევები იშვიათად: ასთენია, დაქვეითებული გუნება-განწყობა. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები იშვიათად: ჰიპერჰიდროზი, ქავილი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები იშვიათად: წელის ტკივილი, კანჭის კუნთების კრამპი.  ლაბორატორიული ანალიზები იშვიათად: შარდოვანასა დაკრეატინინის მატება სისხლში. სამედიცინო პრაქტიკაში ფართო გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ანგიონევროზული შეშუპება და გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები