Category Archives: სხვა

იცით ფინლეფსინს რა უკუჩვენებები აქვს?

ფინლეფსინის უკუჩვენებებია::: * ძვლის ტვინის ფუნქციის დაზიანებით გამოწვეული დაავადებები, ატრიოვენტირკულური ბლოკადა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის, მისი კომპონენტების ანტრიციკლური ანტიდეპრესანტების  მიმართ, აგრეთვე მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია. * ფინლეფსინის კომბინაცია ლითიუმის პრეპარატებთან ნებადართული არ არის. * რადგან ფინლეფსინი იწვევს ახალი, ან უკვე არსებული აბსანსების გაძლიერებას. მისი გამოყენება აღნიშნული გულყრებით შეპყრობილ ავადმყოფებში ნებადართული არ არის. ფინლეფსინის გამოყენება მაოს-ინჰიბიტორებთან ერთად წინააღმდეგნაჩვენებია. აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის შეწყვეტა წარმოებს არანაკლებ 2 კვირით ადრე ფენილეფსინით მკურნალობის დაწყებამდე. * ფინლეფსინის დანიშვნა ჰემატოლოგიური დაავადებების, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების, გულის მწვავე უკმარისობის, ნატრიუმის ცვლის მოშლის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტი მკვეთრად სჭარბობს შესაძლო უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით იორილ 10-ის რა უკუჩვენებები აქვს?

იორილ 10-ის უკუჩვენებებია: არტერიული სისხლდენა; მშობიარობის შემდგომ პერიოდში ადრეული გამოყენება  სიფრთხილის ზომები: იზოქსუპრინის ჰიდროქლორიდის პარენტერალურ გამოყენებას შეიძლება ახლდეს ცნს-ის სტიმულაციის სიმპტომები (შფოთვა, მომატებული აგზნებადობა, ცხვირთან შეხების ფენომენი) ან ოფლიანობა; გვერდითი ეფექტები არადამახასიათებელია ორალური მიღების შემდეგ, მაგრამ შესაძლოა ჰიპოტენზია, ტაქიკარდია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოვლინებები. ორსულობა: C კატეგორია ლაქტაცია: განსაზღვრული არაა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სნუპს რა უკუჩვენებები აქვს?

სნუპის უკუჩვენებებია: პრეპარატის გამოყება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ქსილიმეტაზოლინის მიღება არ არის რეკომენდებული თვალის დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში. პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიპოფიზექტომია და/ან სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები ტვინზე პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით შავბალახას ნაყენს რა უკუჩვენებები აქვს?

შავბალახას ნაყენის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით აუგმენტინს რა უკუჩვენებები აქვს?

აუგმენტინის უკუჩვენებებია:  აუგმენტინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ბეტალაქტამების მიმართ ანამნეზში მომატებული მგრძნობელობით მაგ. პენიცილინები და ცეფალოსპორინები.  აუგმენტინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ანამნეზში აუგმენტინთან დაკავშირებული სიყვითლით/ღვიძლის დისფუნქციით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება სელეზინ ACE?

სელეზინ ACE გამოყენების ჩვენებებია: *ვეგეტოასთენია, სტრესი, დეპრესია,  *ხშირი ავადობა, ხანშიშესული პაციენტები,  *ნებისმიერი გენეზის ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია,  *მხედველობის ორგანოს დაავადებები: კატარაქტა, მაკულოდისტროფია, ჰემერალოპია, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მანქანის ტარება, კონტაქტური ლინზების გამოყენება, *სმენის დაქვეითება, ჰიპოოსმია, აგევზია, დისგევზია,  *სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი, *შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა,  *ჰიპოთირეოზი, თირეოიდიტი,  *ინფანტილიზმი, ფიზიკური და სქესობრივი ზრდა-განვითარების შეფერხება, სტერილობა ქალებშიც და მამაკაცებშიც,  *სისტემური დაავადებები,  *კანისა და მისი დანამატების ტროფიკის მოშლა,  *ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება და მუშაობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფლემოქსინ სოლუტაბი?

ფლემოქსინ სოლუტაბის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: – სუნთქვის ორგანოების ინფექციები; – შარდ-სასქესო სისტემის ორგანოები; – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ინფექციები; – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ბიოკარდს რა უკუჩვენებები აქვს?

ბიოკარდის უკუჩვენებებია:: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA მიხედვით), რომელიც საჭიროებს პრეპარატის ინტრავენურ შეყვანას დადებითი ინოტროპული ეფექტით; ფილტვების ობსტრუქციული ქრონიკული დაავადებები, ბრონქოსპასტიური კომპონენტით; ბრონქული ასთმა; ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის; გამოხატული ბრადიკარდია; გამოხატული არტერიული ჰიპოტონია (სისტოლური არტერიული წნევა <85 მმ ვწყ.სვ.); კარდიოგენული შოკი; ღვიძლის დაზიანების კლინიკური მანიფესტაცია. ორსულობა და ლაქტაცია: ბიოკარდის გამოყენების გამოცდილება ორსულებში არ არსებობს. ბეტა-ბლოკატორები ამცირებენ პლაცენტის პერფუზიას, რაც იწვევს ნაყოფის დაღუპვას ან ნაადრევ მშობიარობას. პრეპარატი ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება პოტენციურ რისკს. ბიოკარდი და მისი მეტაბოლიტები გადადიან დედის რძეში, ამიტომ მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ფარმატექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ფარმატექსის უკუჩვენებებია::: ფარმატექსის ამტანობა კარგია, იგი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე და ჰორმონალურ ციკლზე. იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ფარმადექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ფარმადექსის უკუჩვენებებია::: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, თვალის ტუბერკულოზური დაზიანება, ტრაქომა, გლაუკომა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები