Category Archives: სხვა

აზარექსი / AZAREX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აზარექსი – გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ფერტილობა ოლოპატადინის ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების გავლენის კვლევა ადამიანის ფერტილობაზე არ ჩატარებულა.  ორსულობა ორსულ ქალებში ოლოპატადინის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ცნობები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველების კვლევებში მიღებულია მონაცემები ოლოპატადინის ტოქსიკური გავლენის შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე სისტემური გამოყენებისას.  ოლოპატადინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის პერიოდში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის მეთოდებს.  ლაქტაციის პერიოდი ცხოველებში გამოყენებისას აღინიშნა ოლოპატადინის ექსკრეცია ლაქტატში. არ შეიძლება გამოირიცხოს ახალშობილების და ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების რისკი. ლაქტაციის პერიოდში აზარექსის გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბონნუი?

ბონნუის გამოყენების ჩვენებებია: ძილის დარღვევა, სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, ღამის გამოღვიძებები, მოუსვენრობა, შფოთვა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამოქსი–დენკ 1000?

ამოქსი–დენკ 1000 გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებების ჩამონათვალში შედის შემდეგი სახის ინფექციები: – ყურის, ცხვირის და ხახის (შუა ყურის ანთება, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი); – ზედა და ქვედა სასუნთქი გზების (ყივანახველას ჩათვლით); – თირკმლების და ქვედა საშარდე გზების;  – რეპროდუქციული ორგანოების (გონორეას ჩათვლით); – სანაღვლე გზების; – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (მათ შორის Hელიცობაცტერ პყლორი-ის ინფექციის დროს მიმდინარე სამმაგი მკურნალობისას). – კანის და რბილი ქსოვილების;  – ენდოკარდიტის პროფილაქტიკა (ენდოკარდიუმის და გულის სარქვლების ანთებითი პროცესების საპრევენციო მკურნალობა); – მუცლის ტიფი (ქრონიკული მტარებლების მკურნალობის ჩათვლით იმ შემთხვევაში თუ ვერ გამოიყენება ფლუოროქინოლონის ჯგუფის პრეპარატები); – ოსტეიტი, ოსტეომიელეტი – ლისტერიოზი (ინფექციური დაავადება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ვესანოიდს რა უკუჩვენებები აქვს?

ვესანოიდის უკუჩვენებებია: ვესანოიდი უკუნაჩვენებია  სრულად-ტრანს-რეტინული მჟავის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტისადმი არსებული მომატებული მგრძნობელობისას.სრულად-ტრანს-რეტინული მჟავა ტერატოგენულია, ამიტომ იგი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს (იხ. ორსულობა და ლაქტაცია) უკუნაჩვენებია  სრულად-ტრანს-რეტინული მჟავისა და  A ვიტამინის ერთდროული გამოყენება (იხ. ურთიერთქმედებები) უკუნაჩვენებია პარაბენზოატებზე ჰიპერმგრძნობელობის დროს. ეს ნივთერებები გამოიყენება ჟელატინის კაფსულების კონსერვანტების სახით. უკუნაჩვენები კომბინაციები (იხ. უკუჩვენებებია) A ვიტამინი: როგორც სხვა რეტინოიდების, ასევე არ შეიძლება სრულად-ტრანს-რეტინულიმჟავისა და A ვიტამინის ერთდროული გამოყენება, ვინაიდან ამან შეიძლება დაამძიმოს Aჰიპერვიტამინოზის სიმპტომები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ანალერგინი?

ანალერგინის გამოყენების ჩვენებებია: სიმპტომური თერაპია: – სეზონური და ქრონიკული რინიტი; – ალერგიული კონიუქტივიტი; – ქავილის და გამონაყრის თანხლებით მიმდინარე ალერგიული დერმატოზები; – ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება; – კვინკეს შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბრავექსი?

ბრავექსის გამოყენების ჩვენებებია: ბრავექსის სუსპენზიას იყენებენ 3 თვის ასაკიდან 12 წლამდე სიცხის დამწევი საშუალების სახით მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, ვაქცინაციის შემდგომი რეაქციების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება. პრეპარატი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომისას, მათ შორის: თავის და კბილის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიის, ყელის და ყურის ტკივილის, დაჭიმულობის და სხვა სახის ტკივილის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დეტრუზიტოლს რა უკუჩვენებები აქვს?

დეტრუზიტოლის უკუჩვენებებია: *შარდის შეკავება; *დახურულკუთხოვანი გლაუკომა, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას; *პრეპარატისა და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.; *მიასთენია გრავის (myastenia gravis); *მძიმე ფორმის წყლულოვანი კოლიტი; *მეგაკოლონი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ჰიპოთიაზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰიპოთიაზიდის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ჰიპოთიაზიდსაც® ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ჰიპოთიაზიდის® მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია და ჰიპოქლორემია, ალკალოზი, რომლებიც გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: სიმშრალე პირის ღრუში. წყურვილის გრძნობა, არითმიები, ხასიათის შეცვლა, კუნთების სპაზმი და ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა ან სისუსტე.  იშვიათად შეილება გამოვლინდეს: ჰიპონატრიემია (გონების არევა, კრუნჩხვა, აზროვნების შენელება, დაღლილობა, აგზნება, კუნთების სპაზმი), ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია და პოდაგრის შეტევა. ჰიპოთიაზიდის® მიღებამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ამტანობა, ამის გამო სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს შაქრის დონე. პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს ლიპიდების შემცველობა.  შეიძლება გამოვლინდეს ქოლეცისტიტი ან პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, დიარეა, შეკრულობა, ანორექსია; ორტოსტატული ჰიპოტენზია, ვასკულიტი; თავბრუსხვევა, დროებითი არამკვეთრი მხედველობა, თავის ტკივილი, პარესთეზია. ძალიან იშვიათად შეილება აღინიშნოს ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჭინჭრის ციება, პურპურა, ნეკროზული ვასკულიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რესპირატორული დისტრესის სინდრომი (პნევმონიტის და ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება), მომატებული ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, შოკი.  შეიძლება აღინიშნოს სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება, თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გაგირთულდათ ან გაგიუარესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა, პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შესახებ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება ანაურანი?

ანაურანის გამოყენების ჩვენებებია: – მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტი; – შუა ოტიტი პერფორაციის სტადიამდე; – სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები (ტიმპანოპლასტიკა, ანტროტომია, ფენესტრაცია)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბეტა-ესტრადიოლი (ნატუროპათი)?

ბეტა-ესტრადიოლი (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ფიზიოლოგიური რეგულაციური მედიცინის კონცეფციის თანახმად, Beta estradiolum D6 ქალის ორგანიზმში ასტიმულირებს ენდოგენური ბეტა-ესტრადიოლის სინთეზს და სამიზნე ორგანოებში აღადგენს ესტროგენული რეცეპტორების მგრძნობელობას. ორგანიზმის უჯრედშორის მატრიქსში არსებული ჰორმონის იდენტური კონცენტრაციის, დინამიკური აქტივაციის საშუალებით, შესაბამის კონცენტრაციამდე მომზადების პროცესში GUNA-β-estradiols ახასიათებს ენდოგენური β-estradiolis რეგულაციის, სინთეზის სტიმულაციის და მის მიმართ რეცეპტორული მგრძნობელობის აღდგენის ეფექტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი