Category Archives: სხვა

იცით დორენემს რა უკუჩვენებები აქვს?

დორენემის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა დორიპენემის ან სხვა კარბაპენემების მიმართ; მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქციები (მაგალითად ანაფილაქსიური რეაქციები, კანის მძიმე რეაქციები) სხვა ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე. ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ათეროქსი / Aterox ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ათეროქსი – უკუჩვენებები: ორსულობა ლაქტაცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ვილპრაფენ სოლუტაბს რა უკუჩვენებები აქვს?

ვილპრაფენ სოლუტაბის უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით დიპირიდამოლს რა უკუჩვენებები აქვს?

დიპირიდამოლის უკუჩვენებებია: * მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; * არასტაბილური სტენოკარდია; * კორონარული არტერიების გავრცელებული მასტენოზირებელი ათეროსკლეროზი (ე.წ. „მითვისების ფენომენი“); * სუბაორტალური სტენოზი; * გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; * არტერიული ჰიპოტენზია კოლაფსი; * გულის რითმის მძიმე ფორმის დარღვევა; * თირკმელების გამოხატული უკმარისობა; * მოსალოდნელი სისხლდენები; * პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება მარლეოქსი?

მარლეოქსის გამოყენების ჩვენებებია: · ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, არაჰოსპიტალური პნევმონია); · ლორ-ორგანოების ინფექციები (მწვავე სინუსიტი); · თირკმლებისა და საშარდე გზების ინფექციები (მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით); · სასქესო ორგანოების ინფექციები (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის ჩათვლით; · კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით უდექსს რა უკუჩვენებები აქვს?

უდექსის უკუჩვენებებია:: ნაღვლის მჟავების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს,  ურსოდეოქსიქოლის მჟავას ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები. სანაღვლე გზების ობსტრუქცია (მთავარი სანაღვლე არხის ან ბუშტის არხის ობსტრუქცია) ხშირად განმეორებადი ნაღვლის ბუშტის  შეტევები რენტგენოკონტრასტული კალციფიცირებული ნაღვლის კენჭები სანაღვლე  გზების შეკუმშვის უნარის დარღვევა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ბრონქოდიაზინა C.R.?

ბრონქოდიაზინა C.R. გამოყენების ჩვენებებია: რესპირატორული ინფექციები: მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, შუა ყურის ინფექციების და სინუსიტების გამწვავება. Pneumocystis carinii-ს მიერ გამოწვეული პნევმონიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყველა ზემოთხსენებული ინფექციის დიაგნოსტიკა და შესაბამისად მკურნალობაც ინიშნება ექიმის მიერ, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დიაკარბს რა უკუჩვენებები აქვს?

დიაკარბის უკუჩვენებებია: *ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმარ;, *თირკმლის მწვავე უკმარისობა; *ღვიძლის უკმარისობა; *ჰიპოკალიემია; *აციდოზი; *ჰიპოკორტიციზმი, ადისონის დაავადება, ურემია; *შაქრიანი დიაბეტი; *ფეხმძიმობა, ლაქტაციის პერიოდი; *სიფრთხილით – ღვიძლისა და თირკმლის გენეზის შეშუპება; *აცეტილსალიცილის მჟავის დიდი დოზის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ჰარტილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰარტილის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ჰარტილსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, შეწყვეტილ უნდა იქნას ჰარტილის ტაბლეტების მიღება (პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან გამოძახებულ უნდა იქნას სასწრაფო დახმარების ბრიგადა): ♦ ხელების, ფეხების, ტუჩების, პირის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პაციენტს აქვს ძალიან მძიმე, შეშუპებითი ალერგიული რეაქცია. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. რის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და იშვიათად ვითარდება. მათი გამოვლენისას უნდა შეწყდეს ყველანაირი პრეპარატის მიღება, რომელიც შეიცავს აგფ-ინჰიბიტორებს. ჭინჭრის ციება ♦ ჭინჭრის ციება, ასევე, შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის გამოვლინება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და შემდგომი მკურნალობა გაგრძელდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ♦ სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მთელ ტანზე გამოხატული გამონაყრის განვითარებისას. იშვითად აღინიშნება მძიმე გვერდითი მოვლენები. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მათგან ნებისმიერის განვითარებისას: ♦ პრეპარატის პირველი დოზის ან მაღალი დოზის პირველი მიღების შემდეგ, ან შარდმდენი საშუალებების დამატების დროს შეიძლება განვითარდეს ძლიერი თავბრუსხვევა, უგუნებობა, გონების დაკარგვის გარდამავალი მდგომარეობა (ზოგიერთ პაციენტში, მაგალითად: მძიმე ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, სითხის ან ნატრიუმის დეფიციტის, თირკმელთა სისხლძარღვების ძლიერი შევიწროებისა და შარდმდენი თერაპიის დროს, პრეპარატის პირველი დოზის მიღებამ ან მომატებული დოზის პირველმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი, შოკში გარდამავალი დაქვეითება); ♦ პირის და ხახის ლორწოვანი გარსების დაზიანება, მორეციდივე ინფექციები შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენების გამოხატულება სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: სიყვითლე, კანის ქავილი, თიხის ფერი განავალი, შარდის გამუქება, ძლიერი ცხელება (ეს სიმპტომები შეიძლება ღვიძლის მძიმე დაზიანებასა და/ან მექანიკურ სიყვითლეზე მიუთითებდეს); ♦ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება (ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს პანკრეატიტზე). ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი მოვლენების გარდა, პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები ორგანოთა ცალკეული სისტემის მხრივ: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძირითადად, მკურნალობის კურსის დასაწყისში, სისხლძარღვთა გაფართოებისა და არტერიული წნევის დაცემის შედეგად – თუნდაც თუ ის არ არის საჭირო დონეზე ნაკლები – შეიძლება აღინიშნებოდეს მეხსიერების დაქვეითება (ზოგჯერ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებით), რეაქციის შენელება, დაღლილობა, სისუსტე და თავბრუსხვევა. შესაძლებელია ტაქიკარდია, გულისცემის გახშირება, ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაცემა და თავბრუსხვევა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლის დროს), გულისრევა, ოფლიანობა, შუილი ყურებში, მხედველობის და სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, შფოთვა, უძილობა, ძილიანობა და გონების დაკარგვა. იშვიათ შემთხვეველში შეიძლება განვითარდეს გულის რითმის დარღვევა. ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს პერიფერიულ სისხლძარღვთა ფუნქციის მორეციდივე დარღვევა. ♦ ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, კორონარული არტერიების დაავადებების ან თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროვების დროს, შეიძლება განვითარდეს სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა. ♦ თირკმლოვანი გვერდითი მოვლენები: პრეპარატ ჰარტილის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თირკმელების ფუნქცია, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენა შეიძლება შარდის მოცულობის შემცირებისა და თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების მომატების მიხედვით (შარდოვანისა და კრეატინინის დონე). პრეპარატის მიღების დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს შარდის მოცულობის შემცირება. პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს არსებული პროტეინურია შეიძლება გაძლიერდეს, თუმცა თირკმელებით ცილის გამოყოფა შეიძლება, ასევე, შემცირდეს. ♦ კანი, სისხლძარღვები და ალერგიული რეაქციები: იშვიათად სახის მძიმე, ხახის და ხორხის შეშუპების შემთხვევების გარდა, შესაძლებელია კანის შემდეგი რეაქციები: წამოხურება კანის ზოგიერთ ადგილას, კონიუნქტივიტი, კანის ქავილი, ურტიკარული ელემენტები, გამონაყარი კანზე, თმის ცვენა, რეინოს სინდრომის რეციდივი ან გამწვავება (სისხლმიმოქცევის დარღვევა თითებში). როგორც ყველა სხვა აგფ-ინჰიბიტორი, ჰარტილს შეუძლია გამოიწვიოს ფსორიაზისმაგვარი დარღვევები, კანის ფოტოსენსიბილიზაცია და ონიქოლიზი (ფრჩხილების დაშლა). ♦ შესაძლებელია ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ვასკულიტი, ცხელება და სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება. სუნთქვის ორგანოების მხრივ: ხშირად ვითარდება მშრალი ხველა. იგი ძლიერდება ღამით და მწოლიარე მდგომარეობაში, ხშირად აღინიშნება ქალებსა და არამწეველებში. გარდა ამისა, შესაძლებელია რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი და ქოშინი. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, პირის ლორწოვანი გარსის მაღალი მგრძნობელობა ან ანთება, საჭმლის მონელების დარღვევა, ფაღარათი, ყაბზობა, გულის რევა და ღებინება, გასტრიტისმაგვარი ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭში. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ნაღვლის შეგუბება, ხანდახან კი სიცოცხლისათვის საშიში ჰეპატიტი. სისხლის ფორმულა: შეიძლება მოხდეს ერითროციტების რიცხვისა და ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება, ზოგჯერ ჰემოლიზური ანემიის შედეგად, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რიცხვის შემცირება. სხვა გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია წვივების შეშუპება, წონასწორობის დარღვევა, თავის ტკივილი, ნერვული აგზნება, შფოთვა, ტრემორი, ძილის დარღვევა, გაბრუება, უმადობა, გუნება-განწყობის დარღვევა, არასასიამოვნო შეგრძნებები, გემოვნების შეგრძნებების დაქვეითება ან დაკარგვა, კუნთების სპაზმი, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: ამ პრეპარატის მიღების დროს თირკმლის ფუნქციის მახასიათებელმა პარამეტრებმა (სისხლის შრატის კრეატინინი და შარდოვანა) და კალიუმის დონემ სისხლის შრატში შეიძლება მოიმატოს, ნატრიუმის დონე კი სისხლის შრატში შემცირდეს. შეიძლება მოიმატოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის ფერმენტების, ბილირუბინის დონემ; ალერგიული რეაქციების დროს შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების ზოგიერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება. ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება პათოლოგიური იმუნური რეაქციები (ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები). შეიძლება შემცირდეს ერითროციტების რიცხვი, ჰემოგლობინის დონე და, ასევე, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობა. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება ბენზილორი?

ბენზილორის გამოყენების ჩვენებებია: პირის ღრუს და ყელის ადგილობრივი, მსუბუქი ინფექციების დროებითი და სიმპტომური თერაპია: ყელის ტკივილი და გაღიზიანება, ხმის დაკარგვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი