Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ორალური უნაზინი?

ორალური უნაზინის გამოყენების ჩვენებებია: ორალური უნაზინი ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. გამოყენების ტიპიურ ჩვენებებს მიეკუთვნება ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი, შუა ოტიტი და ტონზილიტი, ქვემო სასუთქი გზების ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული პნევმონიები და ბრონქიტი; საშარდე გზების ინფექციები და პიელონეფრიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები და გონოკოკური ინფექციები. სულტამიცილინის გამოყენება ასევე შეიძლება სულბაქტამ/ამპიცილინის მკურნალობის კურსის დასასრულებლად, რომელიც დაიწყო ი/მ, ი/ვ უნაზინის შეყვანით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კავინტონ ფორტე?

კავინტონ ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: ნევროლოგია: თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცერებრული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი დემენცია, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა, პოსტტრავმული და ჰიპერტონული ენცეფალოპათია. ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები. ოტოლარინგოლოგია: პერცეპციული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, იდიოპათური შუილი ყურებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოფთავიტი?

ოფთავიტის გამოყენების ჩვენებებია: გლაუკომა, კატარაქტა, უვეიტი, დიაბეტური რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა, ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე), მიოპია, პიგმენტური რეტინიტი, ქსეროფთალმია, კერატომალაცია,  ქუთუთოების ეგზემატოზური დაზიანება.  კომპიუტერთან მუშაობისას და კითხვის დროს წარმოქმნილი მხედველობითი დაღლილობის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დესკანსარს რა უკუჩვენებები აქვს?

დესკანსარის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ|

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება აერინი?

აერინის გამოყენების ჩვენებებია: აერინი გამოიყენება სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს ჰიპოქსიის შესამცირებლად: •             ნევროლოგიური დარღვევეები: თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითება მიკროცირკულაციის დარღვევის ფონზე, ნევროზი, აგზნება, უძილობა, ფობია, კონცენტრაციის და სიფხიზლის დაქვეითება, გადაძაბვა, სტრესი; •             გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის იშემიური დაავადებები, ჰიპერტენზია, ანემია;  •             ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია: ასთენია, არითმია, ვაზო-მოტორული რეაქციები; •             რესპირატორული სისტემის დაავადებები, რომელთა სიმპტომოკომპლექსში აღინიშნება დისპნოე, სისხლის ოქსიგენაციის შემცირება: ასთმა, ემფიზემა, ასფიქსია, გაციება და გრიპი, ბრონქიტი, პნევმონია, მწეველთა ბრონქიტი; •             ალერგიული დაავადებები: ზედა სასუნთქი გზების დაცვა თამბაქოს, ალერგენების, გამონაბოლქვის და მტვერის ალერგიული ზემოქმედებისგან; •             იმუნური სისტემის ლაბილობა: იმუნიტეტის დაქვეითება, ორგანიზმის იმუნური პასუხის დასუსტება გახანგრძლივებული და მორეციდივე ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების ფონზე; •             ორსულთა ტოქსიკოზის და ჰიპოქსიის სიმპტომური გამოვლინებები: ღებინება, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება; •             კუჭ-ნაწლავის ფუნქციური მოშლილობა: ვიტამინების, მინერალებისა და ესენციური ნივთიერებების შეწოვის დაქვეითება; •             პოსტრავმული რეაბილიტაცია, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა; •             სიმსივნური დაავადებები: ანტიოქსიდანტური თერაპია, ქიმიოთერაპიის შემდგომი სიმპტომების შემსუბუქებისთვის; •             დამწვრობა, ინფიცირებული ჭრილობები და გამონაყარი (გარეგანი გამოყენება ადგილობრივად) •             სტომატოლოგიური დაავადებები (სავლების სახით) •             დაბინძურებული წყლის დეზინფექცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლიზინოპრილი?

ლიზინოპრილის გამოყენების ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულური); გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინაციაში საგულე გლიკოზიდებთან ან დიურეზულ საშუალებებთან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კაპეციტაბინ სანდოზი?

კაპეციტაბინ სანდოზის გამოყენების ჩვენებებია: კაპეციტაბინ სანდოზი® ნაჩვენებია: • მსხვილი ნაწლავის კიბოს III სტადიაზე (C სტადიაზე დიუკის მიხედვით) ოპერაციის შემდგომ პაციენტების ადიუვანტური თერაპიისთვის; • კოლორექტალური მეტასტაზური კიბოს მკურნალობისთვის; • კუჭის კიბოს გვიანი სტადიების პირველი ხაზის თერაპიისას პლატინის პრეპარატის საფუძველზე რეჟიმთან კომბინაციაში. კაპეციტაბინი დოცეტაქსელთან კომბინაციაში განკუთვნილია პაციენტების მკურნალობისთვის სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოთი ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის მიერ ეფექტურობის დაკარგვის შემდეგ. თერაპიის წინმსწრები სქემები თავის თავში უნდა მოიცავდნენ ანტრაციკლინებს. კაპეციტაბინი აგრეთვე, ნაჩვენებია მონოთერაპიაში პაციენტების მკურნალობისთვის სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოთი ტაქსანებით და ანტრაციკლინებით ქიმიოთერაპიის მიერ ეფექტურობის დაკარგვის შემდეგ, ან ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომელთათვისაც შემდგომი თერაპია ანტრაციკლინებით ნაჩვენები არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კარდილოპინი?

კარდილოპინის გამოყენების ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტენზია: მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში; სტაბილური სტენოკარდია ან ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია): ცალკე ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ორნიქსილი?

ორნიქსილის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმელების დაავადებებისკომპლექსურ მკურნალობაში. მათ შორის: • ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი. ვირუსული ჰეპატიტის ქვემწვავე,     პერსისტირებადი და აქტიურიქრონიკული ფორმა; • მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი; • ღვიძლის დაზიანებები, დაკავშირებული ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან, მათ შორის სტეატოზი (ცხიმოვანიჰეპატოზი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია; • სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი; • პრეპარატი ასევე გამოიყენება ლიპიდურ-ქოლესტერინული ცვლის დარღვევის მქონე პაციენტებში კომპლექსურ თერაპიაში; • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია; • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ფორმა; • ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებში; • ორსულთა ტოქსიკოზი. პრეპარატს კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით იყენებენ ღვიძლის სხვადასხვა სახის ტოქსიური დაზიანებისშემთხვევაში, მათ შორის: • ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება და ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების პერიოდი; • მძიმე მეტალებით და ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით მოწამვლა; • ორგანული წარმოშობის გამხსნელებით ინტოქსიკაცია; • ღვიძლის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლის გამოყენებასთან, მათ შორის პაციენტებში ქრონიკულიალკოჰოლიზმით და ასევე ეთილის სპირტით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლომექსინი?

ლომექსინის გამოყენების ჩვენებებია: ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ვაგინალური ტრიქომონიაზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი