Category Archives: სხვა

იცით ვალტრექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვალტრექსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისკომფორტის შეგრძნება; იშვიათად _ ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ტრანზიტორული მომატება. ცნს-ის მხრივ: იშვიათად _ თავის ტკივილი; განსაკუთრებულად იშვიათ შემთხვევებში – შექცევადი ხასიათის ნევროლოგიური მოშლილობანი, როგორიცაა თავბრუსხვევა, მეხსიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებსა და სხვ.). ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია. სხვა გვერდითი მოვლენები:  იშვიათად _ თრომბოციტოპენია, ქოშინი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ვალაციკლოვირის მიღებასა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების განვითარებას შორის ურთიერთკავშირი საბოლოოდ არ დადასტურდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორალური უნაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორალური უნაზინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და ნორმალურად გადაიტანებოდა მკურნალობის გაგრძელებისას. კუჭ-ნაწლაავის ტრაქტის მხრივ – მეტნაკლებად ხშირად გვხვდება დიარეა/არამდგრადი განავალი. აგრეთვე აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრალურ არეში, და ტკივილები/სპაზმები მუცელში. ისევე როგორც ამპიცილინის სხვა კლასის ანტიბიოტიკების მიღებისას, იშვიათ შემთხვევბში ვითარდებოდა ენტრეოკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, გლოსიტი, სტომატიტი, შავი ხაოიანი ენა. კანის მხრივ – არც ისე ხშირად აღინიშნებოდა გამონაყარი და ქავილი, ანგიოედემა, დერმატიტი და ჭინჭრის ციება. იშვიათად – ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. სხვადასხვა – იშვიათ შემთხვევებში ვითარდებოდა ძილიანობა, სედაციური მოქმედება, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა და თავის ტკივილი. ზოგადი რეაქციები – ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქციები. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ – თავბრუსხვევა, კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ – ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, თრომოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეტროპრნია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევა. ღვიძლის მხრივ – ალანინ (ალტ) და ასპარაგინ (ასტ) ამინოტრანფერაზების აქტივობის წარმავალი მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე. საშარდე სისტემის მხრივ – ნეფრიტის იშვიათი შემთხვევები. სასუნთქი სისტემის მხრივ – ქოშინი. ინფექციურ მონონუკლეოზს აქვს ვირუსული წარმოშობა, ამიტომ ამპიცილინის გამოყენება მისი მკურნალობისთვის არ შეიძლება. მონონუკლეოზით დაავადებულთა დიდ ნაწილში, რომლებიც იღებენ ამპიცილინს, აღინიშნება კანზე გამონაყარი. შეიძლება ვივარაუდოთ გვერდითი მოვლენები, რომელბიც დაკავშირებულია ამპიცილინის მიღებასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კონტრაჰისტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონტრაჰისტის გვერდითი მოვლენებია: კონტრაჰისტმა, სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: ს განვითარება. ხშირად (100 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 10-ზე ნაკლებში): პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა. იშვიათად (1000 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 100-ზე ნაკლებში): აღგზნებადობა და მუცლის ტკივილი.  ძალიან იშვიათად (10000 პაციენტიდან აღინიშნება 1 პაციენტში):Pპალპიტაცია, სინკოპე, თავბრუხვევა, ტრემორი, მხედველობის გაუარესება, მტკივნეული ან გაძლიერებული შარდვა, შარდის ბუშტის დაცლის უუნარობა, გამონაყარი, ურტიკარია, სუნთქვის გაძნელება, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული საქციელი, ჰალუცინაცია, დეპრესია, უძილობა, სუიციდის მცდელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დილასიდომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დილასიდომის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოლსიდომინის მკურნალობის დაწყებისას თავის ტკივილი, რომელიც როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელების დროს. თავის ტკივილის შემცირება შეიძლება პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევითაც. თუ მკურნალობის დროს წარმოიქმნება სხვა დარღვევები აუცილებელია მიმართოთ ექიმს. მოლსიდომინით მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მშვიდ მდგომარეობაში არტერიული წნევა კლებულობს, პირველ რიგში სისტოლური მაჩვენებლები. მომატებული წნევის დროს პრეპარატის ეს მოქმედება უფრო გამოხატულია, ვიდრე ნორმოტონიის და ჰიპოტონიის დროს. გულზე წინასწარი დატვირთვის მოხსნისას, აღინიშნება გულის წუთმოცულობის გულის ინდექსის შემცირება. მოლსიდომინი ცვლის აქტიური მოქმედებების შესაძლებლობას და ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება მანქანის მართვის დროს. ეს მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს. მოლსიდომინით მკურნალობისას ექიმის კონტროლის გარეშე შესაძლებელი არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, კოლაპსის და შოკის განვითარებაც კი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (მაგ. გამონაყარი კანზე, ასთმა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კორვალოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორვალოლის გვერდითი მოვლენებია:  კორვალოლი, როგორც წესი კარგი ტოლერანტობით გამოირჩევა ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაშიც კი. ცალკეულ შემთხვევებში დღის განმავლობაში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებისთანავე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კონკორ კორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონკორ კორის გვერდითი მოვლენებია:  ნერვული სისტემის მხრივ: განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს დარღვევები ცნს-ის მხრივ, მაგალითად, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულებრივ მსუბუქი ხასიათი აქვს და როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუნქტივიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ორთოსტატური ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატორიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის დეკომპენსაცია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, პარესთეზიები, რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში, თერაპიის დასაწყისში, აღწერილი სიმპტომატიკის გაძლიერების შემთხვევები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად, ასთმური ბრონქიტი, იშვიათად აღინიშნება ქოშინი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ჰეპატიტი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ცალკეული შემთხვევვებში აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების დაავადებები (ართროპათია) ერთი ან რამოდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო – ან პოლიართრიტი). დერმატოლოგიური რეაქციები: ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი. შარდ-სასქესო ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – პოტენციის დარღვევა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ასტ, ალტ). თანმხლები (ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება და ჰიპოგლიკემიის ნიშნების (მაგალითად, გახშირებული პულსი) შენიღბვა. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება. განსაკუთრებული მითითებანი: – ცალკეულ შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფსორიაზის განვითარება, გააუარესოს ამ დაავადების სიმპტომები ან მოგვცეს ფსორიაზმისმაგვარი გამონაყარი კანზე. იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები. – ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: თმის ცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება-განწყობილების შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. კონკორ კორით მკურნალობა ექიმის რეგულარულ კონტროლს მოითხოვს. – ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებისა ან ხელსაწყოების მართვის უნარი. ეს მეტად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე ალკოჰოლის მიღებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვი პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვი პლუსის გვერდითი მოვლენებია: წინააღმდეგჩვენებები და გვერდითი მოვლენები:  ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის  მიმართ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: ვი პლიუსი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში რომლებიც ღებულობენ ასპირინს და მის მსგავს პრეპარატებს. ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოფთაქვიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფთაქვიქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები შეიძლება პაციენტების დაახლოებით 10%-ში გამოვლინდეს. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი ან ზომიერი ფორმით გამოვლინდებიან, შექცევად ხასიათს ატარებენ და ძირითადად თვალის სიმპტომებით შემოიფარგლებიან. ვინაიდან მოცემული სამკურნალო საშუალება ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს, ამ კომპონენტმა, ისევე როგორც აქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება კონტაქტური დერმატიტი, თვალის გაღიზიანება ან ორივე ერთად გამოიწვიოს. ხშირი გვერდითი მოვლენები (პაციენტების 1 – 10%): თვალის წვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და ლორწოს გაჩენა ძაფების სახით. იშვიათი გვერდითი მოვლენები (პაციენტების 0,1 – 1%): ქუთუთოების აქერცვლა, ქემოზი, კონიუნქტივის პაპილარული რეაქცია, ქუთუთოების შეშუპება, არასასიამოვნო შეგრძნებები თვალში, ქავილი თვალში, ტკივილი თვალში, კონიუნქტივის ჰიპერემია, კონიუნქტივაზე ფოლიკულების გაჩენა, მშრალი თვალის სინდრომი, ქუთუთოების ერითემა, გაღიზიანება, კონტაქტური დერმატიტი, სინათლის შიში და ალერგიული რეაქციები. კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი სხვა გვრდითი მოვლენები მოიცავენ თავის ტკივილსა და რინიტს. კლინიკურ კვლევებში რქოვანაზე პრეციპიტატები არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვარფარექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვარფარექსის გვერდითი მოვლენებია:  შედარებით ხშირად აღინიშნება ორგანოებიდან  სისხლდენები და სისხლჩაქცევები. აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრად დაიცავთ ექიმის რეკომენდაციებს. ცალკეულ შემთხვევაში ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას მოსალოდნელია კიდურებში ან შინაგან ორგანოებში სისხლმიმოქცევის დარღვევა. სისხლმიმოქცევის დარღვევაზე ყველაზე ხშირად მიუთითებს ტკივილი ფეხის თითებში  და კანის მუქი-წითელი ფერი. სხვა (იშვიათ) გვერდით მოვლენებს წარმოადგენს კანის მხრივ ალერგიული რეაქციები (ქავილი, ურტიკარია, ანთება), გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სიყვითლე), ცხელება, სისუსტე, სისხლის სურათის ცვლილება, გარდამავალი გამელოტება. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პულმოდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პულმოდინის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია განვითარდეს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.ალერგიული რეაქციები: იშვიათად ერითემა, კვინკეს შეშუპება, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა, გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები