Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ქლორჰექსიდინი?

ქლორჰექსიდინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ქირურგიაში სამედიცინო პერსონალის ხელების და ოპერაციის მიდამოს დასამუშავებლად დიაგნოსტიკური მანიპულაციების ან ოპერაციის დროს; აგრეთვე ჭრილობის და მისი ზედაპირის დასამუშავებლად პაციენტის კანის სადეზინფექციოდ, თვალის, შარდის ბუშტის და სხეულის სხვა ღრუების გამოსარეცხად (მხოლოდ 20% და 5% კონცენტრირებული ხსნარები ზედაპირულაქტიური ნივთიერებების გარეშე); იმ ხელსაწყოების (მათ შორის თერმომეტრის) და მოწყობილობების სადეზინფექციოდ, რომელთა თერმული დამუშავება არ არის სასურველი. პრეპარატი გამოიყენება გინგივიტის, სტომატიტის, აფექტების, პარადონტიტის, ალვეოლიტის, პროთეზების სადეზინფექციოდ, ანგინის, ყელყურცხვირის მიდამოში ოპერაციისშემდგომ პერიოდში და სტომატოლოგიაში პაციენტის მოვლისათვის (პირის ღრუს გამოსავლები ხსნარი და გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პაკლიტაქსელ-ლენსი?

პაკლიტაქსელ-ლენსის გამოყენების ჩვენებებია: საკვერცხეების კიბო; სარძევე ჯირკვლის კიბო; ფილტვის კიბო; საყლაპავის კიბო; შარდის ბუშტის კიბო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვენლაგამა რეტარდი?

ვენლაგამა რეტარდის გამოყენების ჩვენებებია: დეპრესიისა და შიშების სამკურნალო საშუალება და გამოიყენება: – დეპრესიული დაავადებების დროს თანმდევი შიშის ფაქტორით, – დეპრესიული დაავადებების დროს დამხმარე თერაპიის სახით, განმეორებითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით და აგრეთვე გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისათვის, რომ არ განვითარდეს ახალი დეპრესიული მოვლენები, – სოციალური სტრესისგან, რომელიც ვლინდება შიშის ფაქტორით (სოციალური ფობია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კონვულსოფინი?

კონვულსოფინის გამოყენების ჩვენებებია: მონითერაპია, ან ეპილეფსიის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაცია: – გენერალიზებული ეპილექციის შეტევების მკურნალობისათვის: კლონური, ტონური, კლონურ-ტონური, აბსანსები, მიოკლონური, ატონური, ლენოკს-გასტოს სინდრომი; – პარციალური ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ: პარციალური შეტევები მეორადი გენერალიზაციით, ან მის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კორდიქსი?

კორდიქსის გამოყენების ჩვენებებია: კორდიქსი ინიშნება თრომბების წარმოქმნის თავიდან აცილების და ქვემოთ მოცემული მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად: – ათეროსკლეროზი  – გადატანილი იშემიური ინსულტი ან პერიფერული არტერიების დაავადება – არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ მდგომარეობების სამკურნალოდ შეიძლება მოხდეს სტენტის ჩადგმა ბლოკირებულ ან შევიწროვებულ არტერიებში ეფექტური სისხლის მიმოქცევის აღსადგენად. გარდა ამისა, შეიძლება გამოყენებული იყოს აცეტილსალიცილის მჟავა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქვენტაკელ D5-D6 ამპულები (ნატუროპათი)?

ქვენტაკელ D5-D6 ამპულები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია:  – მწვავე და ლატენტური ვირუსული ინფექციები – ლარინგიტი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, გრიპის მსგავსი ინფექციები – შერეული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, სხვა სოკოვანი პრეპარატების ეფექტურობის გამაძლიერებლის        მიზნით, შაკიკი, გაფანტული სკლეროზი, თავბრუსხვევა, მენიერის დაავადება, სარტყლისებრი ლიქენი (ჰერპესი), ჩუტყვავილა – ცეფალგიები და ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიები – როგორც დამატება სოკოვანი პრეპარატებით საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების და ნეფრიტის   მკურნალობის დროს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნაკომი?

ნაკომის გამოყენების ჩვენებებია: პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის სინდრომის მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დაიტრიქსი?

დაიტრიქსის გამოყენების ჩვენებებია: ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციური დაავადებები ზედა და ქვედა სასუნთქი გზებიის ანთებითი პროცესები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი პნევმონია ფილტვების აბსცესი პლევრის ემპიემა კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის სტრეპტოდერმია) საშარდე გზების ინფექციები: პიელიტი მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი ცისტიტი პროსტატიტი ეპიდიდიმიტი გინეკოლოგიური ინფექციები: ვენერიული ინფექციები (გონორეა, სიფილისი) მუცლის ღრუს ინფექციები  სანაღვლე გზები  კუწ-ნაწლავის ტრაქტი: პერიტონიტი სეპსისი და სეპტიცემია ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (ოსტეომიელიტი) ბაქტერიული მენინგიტი და ენდოკარდიტი გართულებების პოსტოპერაციულ პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როსუსტარი?

როსუსტარის გამოყენების ჩვენებებია:  – პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი II ა ფრედრიქსონის მიხედვით), ჰეტეროზიგოტური მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით, ან შერეული (კომბინირებული) ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი II  ბ ფრედრიქსონის მიხედვით) – დიეტაზე და სხვა არამედიკამენტურ ღონისძიებებზე (ფიზიკური დატვირთვა და სხეულის მასის შემცირება) დამატების სახით, დიეტოთერაპიის და არამედიკამენტური ღონისძიებების არაეფექტურობისას; – მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჰომოზიგოტური ფორმა ლიპიდების დონის დაქვეითებაზე (მაგ., Dსლპ-ის აფერეზი) მიმართული დიეტოთერაპიის და სხვა სახის მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობისას ან თუ ამ სახის მკურნალობა პაციენტს არ შეესაბამება; – ათეროსკლეროზის პროგრესირების შესანელებლად დიეტაზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია თერაპია საერთო ქს-ის და ქს-დსლპ-ის კონცენტრაციის შესამცირებლად; – გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების (ინსულტი, ინფარქტი, არტერიული რევასკულარიზაცია) პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში გულის იშემიური დაავადების (გიდ) კლინიკური ნიშნების გარეშე, თუმცა მისი განვითარების მომატებული რისკით (ასაკი 50 წელზე მეტი მამაკაცებისათვის და 60 წელზე მეტი ქალებისათვის, С-რეაქტიული ცილის მომატებული კონცენტრაცია (≥ 2 მგ/ლ), მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის არსებობისას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ქს-მსლპ-ის დაბალი კონცენტრაცია, მოწევა, გიდ-ის ადრეული დასაწყისის ოჯახური ანამნეზი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნეო-ენტეროსეპტოლი?

ნეო-ენტეროსეპტოლის გამოყენების ჩვენებებია: · სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა; · წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს გამოხატული დიარეა; · ვაგატომიის და კოლოსტომიის შემდგომ გამოხატული დიარეა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი