Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება დიფლაზონი?

დიფლაზონის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები – კრიპტოკოკური ინფექციები, კრიპტოკოკური მენინგიტის და მოცემული ინფექციის სხვა ლოკალოზაციის ჩათვლით (მაგ. ფილტვები, კანი), როგორც ნორმალური ასევე დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (მაგ. პაციენტები აივ –იფექციით, ორგანული ტრანსპლანტანტებით); პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას აივ-ინფექციის მქონე პაციენტებში კრიპტოკოკური ინფექციის პროფილაქტიკისათვის. – სისტემური კანდიდოზები კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების სხვა ფორმების ჩათვლით (მაგ. მუცლის აპკის, ენდოკარდიუმის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები). შესაძლებელია კანდიდოზური ინფექციების მკურნალობის ჩატარება პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნეებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებში, პაციენტებში რომლებსაც უტარდებათ ციტოტოქსიკური ან იმუნოსუპრესიული თერაპია, ასევე სხვა ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ხელს უწყობს კანდიდოზის განვითარებას. – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პაციენტები აივ-ინფექციით: პირის ღრუს და ხახის (მათ შორის კბილების პროთეზის ტარებასთან დაკავშირებული პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი), საყლაპავის კანდიდოზი, ბრონქო-პულმონალური კანდიდოზები, კანდიდურია, კანის კანდიდოზი. – გენიტალური კანდიდოზები: ვაგინალური კანდიდოზები (მწვავე და მორეციდივე), კანდიდოზური ბალანიტი, ვაგინალური კანდიდოზების რეციდივების პროფილაქტიკა (წელიწადში 3 და მეტი ეპიზოდი). – სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამ ინფექციებისადმი ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის გამო. – კანის მიკოზები ტერფის, გლუვი კანის, საზარდულის არის მიკოზების ჩათვლით; სარტყლისებური ლიქენი; ონიქომიკოზი; კანის კანდიდური ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნეროქს-B?

ნეროქს-B-ს გამოყენების ჩვენებებია: ნევრიტი, პოლინევრიტი, ნევრალგია, ალკოჰოლური და დიაბეტური ნეიროპათია, ორსულთა ნევრიტი, ართრიტი, ართრალგია, სინოვიტი, ლუმბაგო, მიალგია, კრუნჩხვები, ტკივილი რევმატოიდული მდგომარეობის დროს. ბერიბერის, ვერნიკეს, კორსაკოვისა და Dellirium tremens-ის სინდრომები, იდიოპათიური და სენილური (მოხუცთა) ტრემორი, ხშირი ღებინება სხივური თერაპიის შემდეგ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ორსულობის დროს, ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ და კონტრაცეპტივების მიღების დროს; ვიტამინების, B1 და B6, დეფიციტით განპირობებული სისუსტე, ისეთი კლინიკური ჩივილების დროს, როგორიცაა, ცუდი მეხსიერება, ნევროზი, უმადობა, სისუსტე, პარესთეზიები და ტკივილები კიდურებში, შემცივნება, გულის ფრიალი, დისპეფსური მოშლილობები, ყაბზობა, დიარეა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვესელ დუე F?

ვესელ დუე F გამოყენების ჩვენებებია: – ანგიოპათიები თრომბოფორმირების გაზრდილი რისკით, მათ შორის მიოკარდის ინფარქტის შემდეგ; – ტვინიში სისხლმიმოქცევის დარღვევა, მათ შორის იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში და აღდგენის საწყისს ეტაპზე; ათეროსკლეროზით გამოწვეული დისცირკულარული ენცეფალოპათია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიური დაავადება, სისხლძარღვების დემენცია; – როგორც ათეროსკლეროზული, ასევე დიაბეტური გენეზისის პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება; – ღრმა ვენების ფლებოპათიები, თრომბოზები; – მიკროანგიოპათიები (ნეფროპათია, რეთინოპათია, ნეიროპათია) და მაკროანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტისას (დიაბეტური ტერფის სინდრომი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია); – თრომბოფილური მდგომარეობები, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (ინიშნება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, ასევე დაბალმოლეკულური ჰეპარინის შემდეგ); – ჰეპარინინდუცირებული თრომბული თრომბოციტოპენიის მკურნალობა, რადგან არ იწვევს და არ ამწვავებს მას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვინკაბრალი?

ვინკაბრალის გამოყენების ჩვენებებია: • სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა თავის ტვინში; (სპასტიური ან ათეროსკლეროზული გენეზის);  • ყურადღების კონცენტრაციის უნარის, მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება ასაკოვან ადამიანებში (გამოწვეული თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, დიაბეტური ანგიოპათიით); • იშემიური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, ქალასშიგა წნევის მომატება;  • შაკიკი; თავბრუსხვევა; • ნეიროგენული სინუსური ტაქიკარდია; • ჰიპერტონული დაავადების საწყისი სტადია;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლანსოპრაზოლი?

ლანსოპრაზოლის გამოყენების ჩვენებებია: არაწყლულოვანი დისპეფსია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ – ელისონის სინდრომი, Helicobacter pylori-ს ინფექცია (კომბინირებული მკურნალობა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დეცეფინი?

დეცეფინის გამოყენების ჩვენებებია: • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები(მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმინია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა) • მუცლის ღრუს ინფექციები(პერიტონიტი, სანაღვლე და კუჭნაწლავის ინფექციები) • შარდ-სასქესო გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, გინეკოლოგიური ინფექციები, გაურთულებელი გონორეა) • კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები(მათ შორის სტრეპტოდერმია, ლაიმის დაავადება) • თავის ტვინის გარსების ანთება(მენინგიტი) • ოპერაციების წინ ინფექციების საპრევენციოდ • სეპტიცემია • ენდოკარდიტი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გრიპ-ჰეელი?

გრიპ-ჰეელის გამოყენების ჩვენებებია: ტაბლეტები: გრიპი და გრიპოზული ინფექციები. იმუნიტეტის დაქვეითება ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებებისას. საინექციო ხსნარი: გრიპი და გრიპოზული ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დრიმოლინი?

დრიმოლინის გამოყენების ჩვენებებია: – გარდამავალი, ხანმოკლე და ქრონიკული უძილობა; – გაძნელებული დაძინება, ღამისა და ადრეული გამოღვიძებები; – ძილის დარღვევები ფსიქიური აშლილობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რეჰიდრონი?

რეჰიდრონის გამოყენების ჩვენებებია: რეჰიდრატაციული პერორალური თერაპიისათვის მწვავე დიარეის დროს მსუბუქი (წონის დაკლება 3-5%) ან საშუალო (წონის დაკლება-10%) ხარისხის დეჰიდრატაციის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვოლტარენი რაპიდი?

ვოლტარენი რაპიდის გამოყენების ჩვენებებია: შემდეგი მწვავე მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობა: პოსტტრავმული ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად დაჭიმულობის დროს; პოსტოპერაციული ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად სტომატოლოგიური ან ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ; ტკივილი და/ან ანთება, თანმხლები ანთებადი გინეკოლოგიური დაავადებების დროს, მაგალითად პირველადი დისმენორეა და ადნექსიტი; ხერხემლის მხრივ ტკივილები; არასახსროვანი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადება; როგორც დამატებითი საშუალება ყურის, ყელისა და ცხვირის ინფექციების დროს, მაგალითად ფარინგოტონზილიტის, ოტიტის დროს, თანმხლები გამოხატული ტკივილით და ანთებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი