Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ლესკოლი® XL?

ლესკოლი® XL გამოყენების ჩვენებებია: ლესკოლი XL ნაჩვენებია როგორც დიეტის დანამატი, საერთო ქოლესტერინის მომატებული დონის, ქოლესტერინის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეების, B აპოლიპოპროტეინის და ტრიგლიცერიდების დონეთა შესამცირებლად და ქოლესტერინის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების გასაზრდელად პაციენტებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიითა და შერეული დისლიპიდემიით (ფრედრიქსონის ტიპი IIa და IIb). ლესკოლი XL ნაჩვენებია კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შესანელებლად. პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, სუსტი ფორმების ჩათვლით, და გულის კორონარული დაავადების დროს. ლესკოლი XL ასევე ნაჩვენებია გულის ძირითადი გვერდითი რეაქცების დამატებითი პროფილაქტიკისათვის (სიკვდილი გულით, არა მიოკარდის ფატალური ინფარქტი და კორონარული ნეოვასკულარიზაცია) პაციენტებთან გულის იშემიური დაავადებით, ტრანსკათეტერული თერაპის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კოენზიმ Q 10 (უბიქინონი) – COENZYME Q 10 (ubiquinone)?

კოენზიმ Q 10 (უბიქინონი) – COENZYME Q 10 (ubiquinone) გამოყენების ჩვენებებია: სტენოკარდია, არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, პაროდონტოზი, გინგივიტი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა (სპორტსმენებში), ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რელიუმი?

რელიუმის გამოყენების ჩვენებებია: – ნევროზები, მოსაზღვრე მდგომარეობები დაძაბულობის გამოვლინებით, შფოთვა, მოუსვენრობა, შიში; – ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (აღგზნების სიმპტომების შემცირების მიზნით); – ჩონჩხის კუნთების მომატებული ტონუსით მიმდინარე დაავადებების კომპლექსური თერაპია (ტრავმის შემდგომი პერიოდი, ცერებრალური ინსულტის შემდგომი სპასტიური მდგომარეობები); – ძილის დარღვევა; – ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობა (კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად); – სხვადასხვა ეტიოლოგიის მოძრაობითი აღგზნებადობა; – ოპერაციების და დიაგნოსტიკური პროცედურების მოსამზადებელი პერიოდი. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვით, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როქსიცეფი?

როქსიცეფის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინეფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა: – სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზიები, ბაქტერიული პნევმონია,ფილტვის აბსცესი, გულმკერდის ღრუს ქსოვილების ოპერაციის შემდგომი ინფექციები); – ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება); – საშარდე გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია); – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; – ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი, სეპტიცემიური ართრიტი); – გინეკოლოგიური ინფექციები; – გონორეა; – პერიტონიტი; – სეპტიცემია; – მენინგიტი. მუცლის ღრუს, მენჯის ღრუსა და ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა;გულის, ფილტვის, საყლაპავისა და სისხლძარღვების ოპერაციის წინა პერიოდში, როდესაც ინფექციის განვითარების მაღალი რისკია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქინდერ იმუნო პაკეტებში?

ქინდერ იმუნო პაკეტებშის გამოყენების ჩვენებებია:  გრიპი და სხვა ვირუსული, ბაქტერიული ინფექციებით ხშირი ავადობა. ქრონიკული ინფექციების გამწვავება. ინფექციური დაავადებების პრევენციის მიზნით. ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა. მადის დაქვეითება. ზრდა-განვიტარების შეფერხება. იდეალური ფორმულაა მეძუძური და ფეხმძიმე ქალბატონებისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლამიკარინი?

ლამიკარინის გამოყენების ჩვენებებია: იმუნოდეფიციტი -ხშირად მოავადე ბავშვები – მადის უქონლობა – არითმია – გულის უკმარისობა – გულის იშემიური დაავადება – კარდიომიოპათია – ცნს-ში სისხლის მიმოქცევის მოშლა – ასთენია და ვეგეტონევროზი ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა – ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება – შაქრიანი დიაბეტი – დიაბეტური ნეიროპათია – თირეოტოქსიკოზი – ალკოჰოლიზმი და ნარკომანია – ორსულობა და ლაქტაცია – კატარაქტის პროფილაქტიკა – ლორწოვანი გარსების ეროზია და წყლული – ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა – პოსტოპერაციული და პოსტტ რავმული პერიოდი – ქიმიოთერაპიის შემდგომი სისუსტე – მამაკაცთა უნაყოფობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დოქსაზოზინი?

დოქსაზოზინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი რეკომენდებულია მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნიკეტამიდი?

ნიკეტამიდის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე კოლაფსი და ასფიქსია; შოკური მდგომარეობა ქირურგიული ოპერაციების დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში; სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა; სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება; სუნთქვის შესუსტება სხვადასხვა ინფექციური დაავადებით შეპყრობილ პირებსა და რეკონვალესცენტებში, ახალშობილთა ასფიქსია; ნარკოტიკებით, საძილე საშუალებებით და ალკოჰოლით მოწამვლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პულმოქსოლი?

პულმოქსოლის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება რესპირატორული ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სიმპტომური მკურნალობის დროს, რომელსაც თან სდევს ლორწოს პათოლოგიური გასქელება, მისი სეკრეციის შემცირება და მუკოცილიარული კლირენსის მოშლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიაბზიდ M?

დიაბზიდ M გამოყენების ჩვენებებია: ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი – ტიპი II, სიმსუქნით ან სიმსუქნის გარეშე

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი