Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ინტესტი ბაქტერიოფაგი თხიერი?

ინტესტი ბაქტერიოფაგი თხიერის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიღების ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ზემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება დიზენტერიის, სალმონელოზის, დისპეფსიის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დეპო-პროვერას რა უკუჩვენებები აქვს?

დეპო-პროვერას უკუჩვენებებია: *პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება გინკგო ბილობას ნაყენი?

გინკგო ბილობას ნაყენის გამოყენების ჩვენებებია: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცერებრალური და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალება. გამოიყენება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის, მეხსიერების და ყურადღების დაქვეითების, თავბრუსხვევის, ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში. ეფექტურია სიარულის დროს ტკივილის და კიდურებში სიცივის შეგრძნებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ზირომინი?

ზირომინის გამოყენების ჩვენებებია: – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი/ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი; – ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პნევმონიები; – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ქრონიკული მიგრირებადი ერითემა (ლაიმის დაავადების საწყისი სტადია), წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები; – სასქესო სისტემის ინფექციები; – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მათ შორის, გენიტალური და ექსტრაგენიტალური ქლამიდიოზი); – Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ზოდაკი?

ზოდაკის გამოყენების ჩვენებებია: . სეზონური და მთელი წლის განმავლობაში ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი; . ალერგიული დერმატოზი ქავილით; . პოლინოზი (თივის ციება); . ჭინჭრის ციება (მათ შორის ქრონიკული, იდიოპათური); . კვინკეს შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გამალეფსინი?

გამალეფსინის გამოყენების ჩვენებებია: ეპილეფსია (პირველადი და მეორადი გენერალიზებული გულყრები ტონურ-კლონური კომპონენტებით; პარციალური კრუნჩხვები; ეპილეფსიის შერეული ფორმები); – ნეირონული გენეზის ტკივილის სინდრომი; სამწვერა ნერვის ესენციალური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს, – ესენციური გლოსო-ფარინგეალური ნევრალგია; – დიაბეტური ნეიროპათია – კრუნჩხვების პროფილაქტიკა, ჰიპერაგზნებადობა და ძილის დარღვევა ალკოჰოლური აბსტინენციის დროს; – აფექტური და შიზო-აფექტური ფსიქოზების დროს (როგორც პროფილაქტიკური საშუალება); – უშაქრო დიაბეტი (კომბინირებული თერაპიის სახით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დეპაკინი სიროფს რა უკუჩვენებები აქვს?

დეპაკინი სიროფის უკუჩვენებებია:  – მწვავე ჰეპატიტი; – ქრონიკული ჰეპატიტი; – მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ვალპროატის მიმართ; – თირკმელების პორფირია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ვიტრუმი ანტიოქსიდანტი?

ვიტრუმი ანტიოქსიდანტის გამოყენების ჩვენებებია: – ჰიპოვიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა;  – გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის გაძლიერება; – გამოჯანმრთელების პერიოდში და გადატანილი დაავადებების ან ოპერაციული ჩარევების შემდეგ; ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ;  – არასასურველი ეკოლოგიური პირობების დროს და მავნე ჩვევების ნეგატიური შედეგების შესამცირებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ზო-20?

ზო-20 გამოყენების ჩვენებებია: ჰიპერქოლესტერინემია: პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულებში საერთო ქოლესტერინისა და ქოლესტერინი/დსლ გაზრდილი შეფარდების შემცირება, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არაფარმაკოლოგიური ღონისძიებანი უშედეგოა; სიმვასტატინი ზრდის მსლ-ის შემცველობას და ამით ამცირებს დსლ/მსლ და საერთო ქოლესტერინი/მსლ თანაფარდობას. კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიისა და ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ქოლესტერინის მომატებული დონის შემცირება, როდესაც ჰიპერქოლესტერინემია რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. გულის იშემიური დაავადება: პრეპარატი ნაჩვენებია პაციენტებში: საერთო სიკვდილიანობის შემცირების მიზნით; კორონარული პათოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით; თავის ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევებისა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირების მიზნით; კორონარული სისხლმიმოქცევის აღსადგენად ოპერაციის საჭიროების შემცირების მიზნით; კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შეფერხების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ციპრინოლი®?

ციპრინოლის გამოყენების ჩვენებებია: ინფუზიები ვენაში იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც მკურნალობა პერორალურად შეუძლებელია. მკურნალობა ტარდება ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ: საშარდე გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის სისტემის ქვედა და ზედა ნაწილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები; პნევმონიები (პნევმოკოკურის გარდა), მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზები, გამწვავებები ავადმყოფებში კისტოზური ფიბროზით (განსაკუთრებით, თუ გამღიზიანებელია P.aeruginosa); ყურის, ყელისა და ცხვირის ინფექციები; შუაყურის მწვავე ინფექცია, სინუსიტი, მასტოიდიტი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით დაინფიცირების დროს P.aeruginosa. მენჯის ორგანოების ინფექციები: ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები (სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, ტუბულური აბსცესი და მენჯის პერიტონიტი); აბდომინალური და ჰეპატობილიარული ინფექციები: პერიტონიტი, აბსცესები მუცლის ღრუში, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (კომბინაციაში მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან); ძვლებისა და სახსრების ინფექციები, ოსტეომიელიტი, სეფსისური ართრიტი; კანისა და სხვა რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები, აბსცესები, ცელულიტი, ინფიცირებული დამწვრობები; მძიმე სისტემური ინფექციები: სეფსისი, ინფექციები ნეიროპენიით დაავადებულ პაციენტებში (სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში); ბაცილამატარებლების S. typhi და სხვა სალმონელების მკურნალობა; ინფექციური დიარეები: თუ გამაღიზიანებლები არიან ენტეროტოქსიკური შტამები. E.coli და Campylobacter jejuni მიკრობების საწინააღმდენო თერაპია ნამდვილად საჭიროა; ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს ძირითადად უროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში (მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში) და ორთოპედიაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი