Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება გლიფორი 1000 მგ?

გლიფორი 1000 მგ გამოყენების ჩვენებებია: გლიფორი 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტი გამოიყენება ინსულინ დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, (II ტიპის დიაბეტი), კერძოდ ჭარბწონიან პაციენტებში, რომლებშიც გლიკემიის კონტროლის მიღწევა დიეტური კვებით შეუძლებელია. გლიფორი რეკომენდებულია 17 წლის ასაკიდან. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პრეპარატის მონოთერაპიაში ან სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენება. იგი აგრეთვე შეიძლება გამოყენებული იყოს ინსულინდამოკიდებული დიაბეტის დროს (I ტიპის დიაბეტი), როგორც დამხმარე თერაპია ინსულინთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გლიფიქსი 30 მგ?

გლიფიქსი 30 მგ გამოყენების ჩვენებებია: გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი ნაჩვენებია, როგორც დამატებითი საშუალება დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად გლიკემიის კონტროლისათვის II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. გლიფიქსი 30 მგ ტაბლეტი ნაჩვენებია მონოთერაპიაში, აგრეთვე სულფონილშარდოვანასთან, მეტფორმინთან ან ინსულინთან კომბინაციაში, როდესაც დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად მხოლოდ ერთი პრეპარატის გამოყენებით არ მიიღწევა გლიკემიის ადექვატური კონტროლი. II ტიპის დიაბეტის მართვა მოიცავს კვებითი რეჟიმის კონტროლს, საჭიროებისამებრ, წონაში დაკლებას და ფიზიკურ ვარჯიშს. ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ II ტიპის დიაბეტის პირველადი მკურნალობისას, არამედ შემდგომშიც თერაპიის ეფექტურობის შესანარჩუნებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ზამიკანი 500მგ იმ/ივ?

ზამიკანი 500მგ იმ/ივ გამოყენების ჩვენებებია: ზამიკანი გამოიყენება მძიმე ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით: Pseudomonas spp., Klebsiella, Enterobacter, Serratia, Acinetobacter spp. კლინიკურმა გამოკვლევებმა დაადასტურა ზამიკანის მაღალეფექტურობა შემდეგი ინფექციური პროცესებისას: ბაქტერიული სეპტიცემია (ახალშიბილთა სეფსისის ჩათვლით) სასუნთქი გზების ინფექციები; ძვლების და სახსრების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; მუცლის ღრუს ინფექციები (პერიტონიტის ჩათვლით); ინფიცირებული დამწვრობები და პოსტოპერაციული ინფექციები; საშარდე გზების მძიმე და გართულებული ინფექციები; მგრძნობელობის დასადგენად უნდა ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ზამიკანი მოწოდებულია როგორც პირველი რიგის პრეპარატი გრამუარყოფით ფლორაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში და ინიშნება ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრამდე. კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურეს ზამიკანის ეფექტურობა ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია გენტამიცინისა და/ან ტობრამიცინისადმი მდგრადი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Proteus rettgeri, Providencia stuartii, Serratia marcescens და Pseudomonas aeruginosa.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ზოლენტონი?

ზოლენტონის გამოყენების ჩვენებებია: – ძვლებთან დაკავშირებული გართულებების პრევენციისთვის მაგ. მოტეხილობები, მოზრდილებში ძვლებში მეტასტაზების დროს (სიმსივნის გავრცელება პირველადი ლოკალიზაციიდან ძვლებისკენ) – მოზრდილებში კალციუმის  დონის რაოდენობის შესამცირებლად სისხლში,  როდესაც იგი ძალიან მაღალია სიმსივნის არსებობის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება იორილ 10?

იორილ 10 გამოყენების ჩვენებებია: ცერებრალურ ვასკულარული უკმარისობა სპასტიკური კომპონენტით, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, დეზორიენტაცია, დაბნეულობა, მხედველობითი, სმენითი და მეტყველების დარღვევები და გარდამავალი იშემიური შეტევა. • პერიფერიული ვასკულარული უკმარისობა სპასტიკური კომპონენტით, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: სიცივის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა, სპაზმები, ხანგამოშვებითი კოჭლობა, კანის ფერის ცვლილებები, იშემიური და დიაბეტური წყლულები კიდურებზე. • საშვილოსნოს ჰიპერმობილობა • ნაადრევი და ადრეული მშობიარობა, – ტეტანური შეკუმშვები, – დისმენორეა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გლუკოტონი?

გლუკოტონის გამოყენების ჩვენებებია: ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (II ტიპის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გემნილი?

გემნილის გამოყენების ჩვენებებია: გემნილი მიეკუთვნება “ციტოტოქსიური” საშუალებების ჯგუფს. ეს პრეპარაატები კლავს გაყოფად უჯრედებს, კიბოს უჯრედების ჩათვლით. გემნილი შეიძლება გამოიყენონ მარტო ან სხვა კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად, კიბოს ტიპის მიხედვით. გემლინი გამოიყენება კიბოს შემდეგი ტიპების სამკურნალოდ: – ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბო (NSCLC) მარტო ან ცისპლატინთან ერთად. – პაკნრეასის კიბო. – ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან ერთად. – საკვერცხის კიბო, კარბოპლატინთან ერთად. – შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება თემოდალი?

თემოდალის გამოყენების ჩვენებებია: ავთვისებიანი გლიომა მრავლობითი გლიობლასტომებით ან ანაპლასტური ასტროციტომებით, რეციდივის არსებობის ან, დაავადების პროგრესირებისას მკურნალობის სტანდარტული მეთოდების გამოყენების შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება იორდასალამის (პიონის) ნაყენი?

იორდასალამის (პიონის) ნაყენის გამოყენების ჩვენებებია: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დამამშვიდებელი საშუალება გამოიყენება ნევრასთენიული მდგომარეობის, უძილობის, ვეგეტატიურ სისხლძარღვთა სხვადასხვა დარღვევების შემთხვევაში. მკურნალობის შედეგად უმჯობესდება ავადმყოფთა ძილი, მცირდება თავის ტკივილი, მაღლდება შრომისუნარიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ინტერლეიკინ 10 (ნატუროპათი)?

ინტერლეიკინ 10 (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: იმუნური ტოლერანტობის პროცესების რეგულაცია. ანთებითი პასუხის მოდულაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი