Category Archives: სხვა

სელეგილინი – selegiline

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
(R)-N,ალფა-დიმეთილ-N-2-პროპინილბენზოლეთანამინი (ჰიდროქლორიდის სახით)

ბრუტო ფორმულა:
C13H17N

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
G20 – პარკინსონის დაავადება; G21 – მეორადი პარკინსონიზმი; G22 – პარკინსონიზმი იმ დაავადებების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში

ჯენერიკები:

გაფრთხილება

ონდა / Onda ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ონდა – ორსულობა და ძუძუთი კვება ორსულობის დროს ონდანსეტრონის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ექსპერიმენტული ცხოველების კვლევების შეფასებები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ დამაზიანებელ ეფექტზე ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, გესტაციის მიმდინრეობაზე და პერი და პოსტ-ნატალურ განვითრებაზე. თუმცა რადგან ცხოველების კვლევები ყოველთვის განმსაზღვრელი არ არის ადამიანის შემთხვევაში ორსულობის დროს ონდანსეტრონის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ტესტებმა აჩვენა, რომ ონდანსეტრონი გადის ლაქტაციაში მყოფი ცხოველების რძეში.აქედან გამომდინარე რეკომენდებულია ონდანსეტორნის მიღების დროს ქალებმა თავი შეიკავონ ძუძუთი კვებისგან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით გორდოქსს რა უკუჩვენებები აქვს?

გორდოქსის უკუჩვენებებია: აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პაციენტებში, რომელთაც აქვთ აპროტინინის მიმართ სპეციფიკური IgG ანტისხეულები, აპროტინინით მკურნალობის დროს შეინიშნება ანაფილაქსიის განვითარების რისკი. ამასთან დაკავშირებით აპროტინინით მკურნალობა მსგავს პაციენტებში უკუნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება იზო-მაკი რეტარდი?

იზო-მაკი რეტარდის გამოყენების ჩვენებებია: სტენოკარდიის პროფილაქტიკა და ხანგრძლივი თერაპია; გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ვაზოდილატატორებთან კომბინაციაში. ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ონბრეზ ბრიზჰაილერი / ONBREZ BREEZHALER ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ონბრეზ ბრიზჰაილერი – გამოყენება ორსულობისა ანდა ძუძუთი კვებისას ორსულობა კლინიკური მონაცემები ონბრეზ ბრიზჰაილერის მოქმედების შესახებ ორსულობისას ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტ-ქალებში არ არსებობს. პოტენციური რისკი უცნობია. რადგანაც შესაბამისი კვლევები სათანადო კონტროლისას ორსული ქალების მონაწილეობით არ ტარდებოდა, ინდაკატეროლის მიღება ორსულობისას შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. საშვილოსნოს შეკუმშვები და მშობიარობა როგორც ბეტა2-ადრენორეცეპტორების სხვა აგონისტები, ინდაკატეროლიც თრგუნავს სამშობიარო მოქმედებას საშვილოსნოს გლუვ კუნთზე მოდუნებადი მოქმედების შედეგად. ძუძუთი კვების პერიოდი უცნობია, აღწევს თუ არა ინდაკატეროლი ადამიანის ძუძუს რძეში. რადგანაც ძალიან ბევრი სამკურნალწამლო საშუალება აღწევს დედის რძეში, მათ შორის სხვა ბეტა2-ადრენერგიული საინჰალაციო პრეპარატი, ონბრეზ ბრიზჰაილერის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა აღემატება ბავშვისთვის  პოტენციურ რისკს. ფერტილობა ინდაკატეროლის რეპროდუქტიულ სისტემაზე მოქმედების კვლევამ არ გამოავლინა ფერტილობის საფრთხე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით გონალ-F-ის რა უკუჩვენებები აქვს?

გონალ-F-ის უკუჩვენებებია: *პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის, საკვერცხეების ზომაში მომატების ან მათი კისტის წარმოქმნისას, აგრეთვე საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის არსებობისას. *პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული უცნობი ეტიოლოგიის გინეკოლოგიური სისხლდენების, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ან საკვერცხეების კარცინომის, ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნის დროს. *პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის, აგრეთვე რეპროდუქციული სისტემის ფუნქციური და ორგანული დარღვევისას, რომელიც განაპირობებს პრეპარატის არაეფექტურ გამოყენებას: პირველი რიგის ოოციტების არ არსებობა, სასქესო ორგანოების არასწორი განვითარება, საშვილოსნოს ფიბრომა, რომელიც შეუთავსებელია ორსულობასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება იზოკეტი?

იზოკეტის გამოყენების ჩვენებებია: მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობით: მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა; ნებისმიერი ეტიოლოგიის გულის უკმარისობა – სტაბილური სტენოკარდია (პრეინფარქტული სინდრომი, მიოკარდიუმის მოსალოდნელი ინფარქტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით გამაქსონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გამაქსონის გვერდითი მოვლენებია: სისტემური გვერდითი ეფექტები:ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფ-თა დაახლოებით 2%-ს): თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი. ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. აღწერილია აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები (1მკლ-ში 500 უჯრედზე ნაკლები), მათ შორის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ. კანის რეაქციები (ავადმყოფთა დაახლოებით 1%-ს): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები. თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნა, ძირითადად 3 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს მაღალი სადღეღამისო დოზებით (≥80მგ/კგ დღეღამეში) თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება თირკმელების უკმარისობით. აღნიშნული პროცესი შექცევადია აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად გაივლის სპონტანურად ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  ორსულობა და ლაქტაცია: ცეფტრიაქსონი გაივლის პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. დადგენილია, რომ სხვა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფტრიაქსონი აძევებს სისხლის შრატთან შეკავშირებულ ალბუმინს, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიით შეპყრობილ ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, რომლებშიც არსებობს ბილირუბინით გამოწვეული ენცეფალოპათიის განვითარებისა რისკი, ცეფტრიაქსონის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება კარდიკეტი?

კარდიკეტის გამოყენების ჩვენებებია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევის პროფილაქტიკა; მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მკურნალობა შენარჩუნებული სტენოკარდიის დროს; გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული მკურნალობის დროს საგულე გლიკოზიდებით, აგფ ინჰიბიტორებით ან/და დიურეტიკებით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით გოლდ რეს რა უკუჩვენებები აქვს?

გოლდ რეის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენ-ტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები