Category Archives: სხვა

იცით თერაპინი BID-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თერაპინი BID-ის გვერდითი მოვლენებია: თერაპინი ზოგადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი, პირღებინება და ვაგინიტი. გვერდითი ეფექტების, განსაკუთრებით კი დიარეის გამოვლენა იზრდება რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას. სხვა ნაკლებად ხშირად გამოვლენილი რეაქციებია: დისკომფორტი მუცლის არეში, მეტეორიზმი და თავის ტკივილი.  შემდეგი გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დიარეა, გულისრევა, პირღებინება, გასტრიტი, მოუნელებლობა, სტომატიტი, კანდიდოზი, ენტეროკოლიტი, ჰემორაგიული და ფსევდომემბრანოზული კოლიტი. გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები: იშვიათად ვლინდება ტაბლეტის ჭამამდე მიღების შემთხვევაში. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და იშვიათად ექსფოლიატური დერმატიტი. აღნიშნული რეაქციების კონტროლი შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებებით, აუცილებლობისას კი, სისტემური კორტიკოსტეროიდებით. ამგვარი რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ექიმი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ღვიძლი: ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკებით მკურნალობისას აღინიშნება AST (SGOT) და/ან ALT (SGPT) ზომიერად მომატება, თუმცა ამგვარი მონაცემების მნიშვნელობა არ არის ცნობილი. იშვიათად აღინიშნება ღვიძლის დისფუნქცია, მათ შორის შრატისმიერი ტრანსამინაზების (AST და/ან ALT), შრატისმიერი ბილირუბინის და/ან ტუტე ფოსფატაზას მომატება. ღვიძლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება მწვავე იყოს, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ყოველივე ეს ზოგადად ასოცირებულია სერიოზულ ძირითად დაავადებებთან ან პარალელურად გამოყენებულ პრეპარატებთან.  თირკმელი: იშვიათად აღინიშნება ინტერსტიციული ნეფრიტი და ჰემატურია. ჰემატოლოგიური ეფექტები: აღინიშნა ანემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი. აღნიშნული ცვლილებები გარდამავალი ხასიათის იყო და ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა მკურნალობის დასრულების შემდეგ. უმნიშვნელო თრომბოციტოზი აღინიშნა თერაპინით მკურნალობაზე მყოფ 1%-ზე ნაკლებ პაციენტში.  ცენტრალური ნერვული სისტემა: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, აგზნება, შფოთვა, ცნობიერების მოშლა, უძილობა და ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რინო ნაფტაზოლინს რა უკუჩვენებები აქვს?

რინო ნაფტაზოლინის უკუჩვენებებია: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტებისა და იმიდაზოლური სიმპათომიმეტური პრეპარატების მიმართ. ქრონიკული რინიტი, გულის დაავადებები და მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერთირეოიდიზმი, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია  პრეპარატი არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატი არ მიიღოთ მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებით თერაპიის დროს ან თერაპიის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. არ მიიღოთ პერორალურად, არ მიიღოთ ოთხ დღეზე მეტ ხანს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ჰელიქს პლიუსი?

ჰელიქს პლიუსის გამოყენების ჩვენებებია: *ჭიებით ინვაზია (ენტერობიოზი, ასკარიდოზი); *პროტოზოებით ინვაზია (ლამბლიოზი, ამებიაზი); *დისპეფსია, მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული კოლიტი; *იმუნური სისტემის სისუსტე; *მადის დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ელიპაკი?

ელიპაკის გამოყენების ჩვენებებია: ჰელიკაპი ნაჩვენებია Helicobater pylori–ის ერადიკაციის მიზნით ქრონიკული გასტრიტების, 12–გოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით რინგერის ხსნარს რა უკუჩვენებები აქვს?

რინგერის ხსნარის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია, აციდოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ტვინის შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერვოლემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიმანტადინი (აქტიური ნივთიერება)-ს რა უკუჩვენებები აქვს?

რიმანტადინის უკუჩვენებებია: * ღვიძლის მწვავე დაავადებები; * თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები; * თირეოტოქსიკოზი; * ორსულობა; * ჭარბი მგრძნობელობა რიმანტადინისადმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რილეის-სანოველ პლუსს რა უკუჩვენებები აქვს?

რილეის-სანოველ პლუსის უკუჩვენებებია: რილეის-სანოველი პლუსი უკუნაჩვენებია ლიზინოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიზოქსანს რა უკუჩვენებები აქვს?

რიზოქსანის უკუჩვენებებია: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; სანაღვლე გზების ობსტრუქცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიზოპროლს რა უკუჩვენებები აქვს?

რიზოპროლის უკუჩვენებებია: – კარდიოგენული შოკი; – II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; – სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი; – გამოხატული სინოატრიული ბლოკადა; – არტერიული ჰიპოტენზია (90 მმ. ვწყ. სვ-ზე დაბალი სისტოლური არტერიული წნევა); – ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები); – პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიები; – ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე _ 60-ზე ნაკლები წუთში) და არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ ვწყ. სვ-ზე ნაკლები) გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში; – მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროული მიღება (B ტიპის მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების გარდა); – პრეპარატის კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით თემოდალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თემოდალის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა (43%) და ღებინება (36%). აღნიშნული მოვლენები საშუალო ან სუსტი სიძლიერისაა (არა უმეტეს 5 ღებინების შეგრძნება დღე-ღამეში), რომელიც თავისთავად გაივლის ან ადვილად შეიძლება მოიხსნას სტანდარტული გულისრევის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების გამოყენებით. ძლიერი ღებინება და გულისრევა აღინიშნება შემთხვევების მხოლოდ 4%-ში. აღინიშნება აგრეთვე გადაღლილობა (22%), ყაბზობა (17%), თავის ტკივილი (14%), ანორექსია (11%), დიარეა (8%), გამონაყარი, ცხელება და ძილიანობა (6%). ხშირ შემთხვევაში (2%-დან 5%-მდე) – ასთენია, ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, სხეულის წონის დაკლება ან დაქვეითება, ქოშინი, დისპეფსია, ალოპეცია, შემცივნება, ქავილი, გემოვნების დაქვეითება ან პარესთეზიები. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: გლიომით ან მეტასტაზური მელანომით დაავადებულ ავადმყოფებს მკურნალობის დროს აღენიშნებათ მე-3 და მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის და ნეიტროპენიის შემთხვევები 19% და 17% გლიომის დროს და 20% და 22% მელანომის დროს. ამ შემთხვევაში ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია ან/და თემოდალით მკურნალობის შეწყვეტა საჭირო იყო 8% და 4%-ში – გლიომების დროს და 3% და 1.3%-ში – მელანომის დროს. ძვლის ტვინის დათრგუნვას ადგილი ჰქონდა ძირითადად მკურნალობის პირველი რამოდენიმე ციკლის განმავლობაში, მაქსიმუმ 21 და 28 დღეებს შორის, რომლის აღდგენა მიმდინარეობდა სწრაფად, როგორც წესი 1-2 კვირის განმავლობაში. ამ დროს კუმულაციური მიელოსუპრესიის ნიშნები არ აღინიშნებოდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები