Category Archives: სხვა

იცით რატიზოლს რა უკუჩვენებები აქვს?

რატიზოლის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლის მწვავე დაავადებები; შრატის ტრანსამინაზების აქტივობის დაუდგენელი მიზეზით დასაშვებ ნორმაზე 3-ჯერ მომატება, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რატენალს რა უკუჩვენებები აქვს?

რატენალის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ; II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; კარდიოგენული შოკი; გულის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა; გამოხატული ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში); არტერიული ჰიპოტონია; ბრონქული ასთმა და სასუნთქი გზების სხვა ობსტრუქციული დაავადებები; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ხოლუდექსანი?

ხოლუდექსანის გამოყენების ჩვენებებია: –           გაურთულებელი ნაღველკენჭოვანი დაავადება, როდესაც შეუძლებელია ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების მოცილება ნაღვლის ბუშტიდან ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით; –           არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი; –           მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი; –           ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები; –           ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი; –           ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები; –           ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი; –           პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი; –           კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი); –           ღვიძლშიდა ნაღვლის სადინრების თანდაყოლილი ატრეზია; –           ქოლესტაზი პარენტერალური კვებისას; –           ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი; –           ბილიარული დისპეფსიური სინდრომი; –           ნაღვლის სადინრების დისკინეზია;  პროფილაქტიკის მიზნით: –           ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ან ციტოსტატიკებით მკურნალობისას; –           ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი დაკლების შემთხვევაში. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით რაპტენ რაპიდს რა უკუჩვენებები აქვს?

რაპტენ რაპიდის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა კომპონენტის მიმართ,პეპტიური წყლული, ასთმა, აცეტილსალიცილის მჟავის მოქმედებით გამოწვეული ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ხოლოსასი?

ხოლოსასის გამოყენების ჩვენებებია: ქოლოსასი გამოიყენება ქოლეცისტიტების, ქოლანგიტების, ქრონიკული ჰეპატიტების სამკურნალოდ. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება რეკომენდებულია C – და P – ჰიპოვიტამინოზის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დრიმოლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დრიმოლინის გვერდითი მოვლენებია: ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტია მწარე გემო პირის ღრუში. შედარებით იშვიათად ვლინდება დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე) და ცნს-ის მხრივ (გაღიზიანებადობა, გონების დაბინდვა, უხასიათობა). ალერგიული ან კანის რეაქციები ქავილისა და გამონაყარის სახით იშვიათად ვლინდება. გამოღვიძებისას შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომეპრაზოლი ნეოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომეპრაზოლი ნეო გვერდითი მოვლენებია: ,,ომეპრაზოლი ნეო”, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად, სუსტად არის გამოხატული და შექცევადი ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა ან ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, მეტეორიზმი. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად – ძილის დარღვევა, აგზნება, ძილიანობა, პარესთეზიები; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მიალგია, ართრალგია, კუნთების სისუსტე; სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პილოკარპინი – pilocarpine

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
(3S-ცის)-3-ეთილდიჰიდრო-4-[(1-მეთილ-1H-იმიდაზოლ-5-ილ)მეთილ]-2(3H)-ფურანონი (ჰიდროქლორიდის ან ნიტრატის სახით)

ბრუტო ფორმულა:
C11H16N2O2

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
M-ქოლინომიმეტიკები; ოფთალმოლოგიური საშუალებები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
H34 – ბადურის სისხლძარღვთა ოკლუზია; H40 – გლაუკომა; H43.1 – სისხლჩაქცევა მინისებრ სხეულში; H47.2 – მხედველობის ნერვის ატროფია

ჯენერიკები:

გაფრთხილება

იცით რაპიტუსს რა უკუჩვენებები აქვს?

რაპიტუსის უკუჩვენებებია: ლევოდროპროპიზინი უკუნაჩვენებია პაციენტებში,რომლებსაც  გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.ლევოდროპროპიზინის გამოყენება არ შეიძლება  პაციენტებში ბრონქული  ჰიპერსეკრეციით და დაქვეითებული  მუკოცილიარული ფუნქციით (კართაგენერის სინდრომი ან ცილიარული დისკინეზია) და ასევე  პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის მძიმე უკმარისობით. ლევოდროპროპიზინი  არ გამოიყენება ორსულობისა და  ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ოქსავიატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქსავიატინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ოქსალიპლატინის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები 5-ფტორურაცილთან (5-FU) /ფოლინის მჟავასთან (FA) კომბინაციაში იყო გასტროინტესტინური (დიარეა, გულსირევა, ღებინება და მუოზიტი), ჰემატოლოგიური (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია) და ნევროლოგიური (მწვავე და დოზის კუმულაციით გამოწვეული პერიფერიული სენსორული ნეიროპათია). საერთო ჯამში ეს გვერდითი მოვლენები უფრო ხშირი და მწვავე იყო ოქსალიპლატინის და 5-ფტორურაცილის FU) / ფოლინის მჟავასთან (FA) კომბინაციაში გამოყენებისას ვიდრე მხოლოდ 5-ფტორურაცილის FU) / ფოლინის მჟავის (FA) მიღებისას. ქვემო ცხრილში აღწერილი სიხშირე მიღებულია მეტასტაზური შემთხვევების და დამხმარე შემთხვევების კლინიკური კვლევებისას (მოიცავდა 416 და 1108 პაციენტს ოქსალიპლატინს+5-ფტორურაცილი (FU) / ფოლინის მჟავასთან (FA) მკურნალობის ხაზში) და პოსტ მარკეტინგული გამოცდილებიდან. ცხრილში მოცემული სიხშირეები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 <1/10), ნაკელაბდ ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით). შემდოგმი დეტალები მოცემულია ცხრილის შემდეგ. ჩასსამელია ცხრილი ** იხ. პარაგრაფი 2.4** დეტალური პარაგრაფი იხ. ქვემოთ +ხშირი ალერგიული რეაქციები როგორიცაა კანის გმაონაყარი (განსაკუთრებით ურტიკარია), კონიუნქტივიტი, რინიტი. ხშირი ანაფილაქსიური რეაქციები, ბრონქოსპაზმის, გულმკერდის ტკივილის, ანგიოედემის, ჰიპოტენზიის და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. ++ ძალიან ხშირი: ცხელება, კანკალი (ტრემორი), ინფექციით (ფებრილური ნეიტროპენიით ან მის გარეშე) ან შესაძლოა იმუნოლოგიური მექანიზმით გამოწვეული. +++აღწერილია ინექციის ადგილის რეაქციები ლოკალური ტკივილის სიწითლის, შეშუპების და თრომბოზის ჩათვლით. ექსტრავაზაციამ შეიძლება აგრეთვე გმაოიწვიოს ადგილობრივი ტკივილი და ანთება, რომელცი შეიძლება მწვავე იყოს და გამოიწვიოს გართულებები ნეკროზის ჩათვლით, განსაკუთრბით როდესაც ოქსალიპლატინის ინფუზია ხდება პერიფერიულ ვენაში. სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები სიხშირე პაციენტზე (%), ხარისხის მიხედვით იმუნური სისტემის დარღვევები ალერგიული რეაქციების სხშირე პაციენტების მიხედვით (%), ხარისხის მიხედვით ნერვული სისტემის დარღვევები ოქსალიპლატინის დოზის შემზღუდავი ტოქსიკურობა ნევროლოგიურია. იგი მოციავს სენსორულ პერიფეირულ ნეიროპათიას, რომელიც ხასიათდება კიდურების დიზესთეზიით და/ან პარესთეზიით კრამპებით ან მათ გარეშე, ხშირად გამოწვეულია სიცივით. ეს სიმპტომები ვითარდება ნამკურანლები პაციენტების 95%-ში. ამ სიმპზომების ხანგრძლივობა, რომელიც ჩვეულრბვი რეგრესს განიცდის მკუნრალობს კურსებს შორის, იზრდება მკურნალობის ციკლის რაოდენობის მატებასთან ერთად. ტკივილის და/ან ფუნქციური დარღვევების განვითარება სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით დოზის ცვლილების ან მკურნალობის მოხსნის ჩვენებაა. ფუნქციური დარღვეები მოიცავს ნატიფი მოძრაოების შესრულების სიძნელეებს და წარმაოდგენს სენსორული დაზიანების შესაძლო შედეგს. პერსისტენტული სიმპტომების განვითარების რისკი კუმულაციური დოზისთვის 850მგ/მ2 (10 ციკლი) დაახლოებით 10%-ს შეადგენს და 1020მგ/მ2-ისთვის (12 ციკლი) დაახლოებით 20%-ს/ ამ შემთხვეევბის უმრავლესობა, ნევროლოგიური ნიშნები და სიპტომები უმჯობესდება ან სრულად ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მსხვილი ნაწლავის კიბოს დამხმარე ხაზში, მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ პაციენტების 87%-ში არ აღინიშნებოდა ან ფიქსირდებოდა მსყბუქი სიმპტომები. 3 წლიანი დაკვირვების შემდეგ, პაციენტების დაახლოებით 3% აღენიშნებოდა საშუალო ინტენსივობის პერსისტირებული ლოკალური პარესთეზია (2.3%) ან პარესთეზია რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ფუნქციურ საქმიანობაზე (0.5%). აღწერილია მწვავე ნეიროსენსორული გამოვლინება. ის იწყება გამოენებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და ხშირად ჩნდება სიცივისადმი ექსპოზიციისას. ჩვეულებრივ წარმოდგენილია როგორც პარესთეზია, დიზესთეზია და ჰიპოესთეზია. ფარინგოლარინგეალური დიზესთეზიის მწვავე სინდრომი ვითარდება პაციენტების 1-2%-ში და ხასიათდება დისფაგიის ან დისპნოეს/შეხუთვის შეგრძნებით, რესპირატორული დისტრესის მტკიცებულების (ციანოზი ან ჰიპოქსია) ან ლარინგოქსპაზნის ან ბრონქოსპაზმის გარეშე (არ აღინიშნება სტრიდორი ან ქოშინი). თუმცა ანტიჰისტამინები და ბრონქოდილატატორები გამოიყენება ამ შემთხვევაში სიმპტომები სწრაფად უკუქცევადია მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაშიც. ინფუზიის გახანგრძლივება სასარგებლოა ამ სიდრომის შემცირებისთვის. სხვა სიმპტომები მოიცავს ყბის სზმაზმს/კუნთის სპაზმს/კუნთის უნებლიე შეკუმშვებს/კუნთის თრთოლვას/მიოკლონიას/კოორდინაციის ანომალიებს/წონასწორობის ანომალიებს/ატაქსიას/ბალანსის დარღვეევბს, ყელის ან მკერდის შებოჭილობას/ზეწოლას/დისკომფორტს/ტკივილს. დამატებით, შეიძლება კრანიალური ნერვის დისფუნცია ან განვითარდეს იზოლირებული მოვლენები როგორიცაა ფთოზი, დიპლოპია, აფონია/დისფონია/ხმის ჩახლეჩა ზოგჯერ სახმო იოგების დამბლა. ენის ანომალური შეგრძნება ან დიზართრია, ზოგჯერ აღწერილი როგორც აფაზია, სამწვერა ნერვის ნევრალგია/სახის ტკივილი/თვალის ტკივილი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის დარღვევები. სხვა ნევროლოგიური სიმტპმები როგფორიცაა დიზართრია, მყესის ღრმა რეფლექსის დაკარგვა და ლერმიტის ნიშანი აღწერილია ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს. აღწერილია ოპტიკური ნევრიტის იზოლირებული შემთხვევები. გასტროინტესტინური დარღვევები სიხშირე პაციენტების მიხედვით (%), ხარისხის მიხედვით ნაჩვენებია ძლიერი ანტიემეტური საშუალებებით პროფილაქტიკა და/ან მკურნალობა დეჰიდრატაცია, პარალიზური გაუვალობა ნაწლავის ობსტრუქცია, ჰიპოკალიემია, მეტაბოლური აციდოზი და თIრკმლის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს მწვავე დიარეით/ღებინებით განსაკუთრებით ოქსალიპლატინის 5-ფტორურაცილთან (5-FU) კომბინაციაში. ჰეპატო-ბილიარული დარღვევები ძალიან იშვიათი (<1/10\000): ღვიძლის სინოსოიდური ობსტრუქციის სინდრომიმ აგრეთვე ცნობილი როგორც ღვიძლის ვენურ-ოკლუზიურ დაავადება ან პათოლოგოიური გამოვლინებები დაკავშირებული ღვიძლის დარღვევებთან, ღვიძლის პურპურას, კვანძOვანი რეგენერაციული ჰიპერპლაზიის, პერისინოსოიდალური ფიბროზის ჩათვლით, კლინიკური ამოვლინება შეიძლება იყოს პორტული ჰიპერტენზია და/ამ ტრანსამინაზების დონის მომატება. თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები ძალიან იშვიათი (<1/10\000): მწვავე ტუბულარული მეკროზი, მწვავე ინტერსტიციალური ნეფრიტი და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები