Category Archives: სხვა

იცით აზიმაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზიმაკის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპაგასტრიუმში, მეტეროიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი. უკუჩვენება: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა თუ პაციენტს აქვს მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციფლოქსინალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციფლოქსინალის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, დიარეა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტი  მუცლის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, კანდიდოზი, აღწერილია ვასკულიტის, ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები, აგრეთვე სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პრესტილოლი / Prestilol ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პრესტილოლი –  თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ვარაუდობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.   ორსულობა თქვენ უნდა გააფრთხილოთ ექიმი თუ ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად (ან ორსულობას გეგმავთ). უმრავლეს შემთხვევებში ექიმი გირჩევთ პრესტილოლის მიღების შეწყვეტას ჯერ კიდევ ორსულობამდე, ან ორსულობის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დანიშნავს სხვა პრეპარატს. ორსულობის ადრეულ სტადიებზე პრესტილოლის მიღება რეკომენდებული არ არის. პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 3 თვეზე მეტი ვადის დროს, რადგან ამან შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.   ლაქტაცია თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, აცნობეთ ექიმს. პრესტილოლი რეკომენდებული არ არის მეძუძურ დედებში. თუ გსურთ ძუძუთი კვება, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი, განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით პროქტოესკულანს რა უკუჩვენებები აქვს?

პროქტოესკულანის უკუჩვენებებია: სამკურნალო პრეპარატის პროქტოესკულანის გამოყენება არ შეიძლება, თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, თუ ვითარდება ძლიერი ტკივილი, სისხლდენა უკანა ტანიდან ან სხვა სახიფათო სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა კონსულტაციისათვის მიმართოს ექიმს. გამოყენება ბავშვებში: გამოკვლევები პრეპარატის ბავშვებში უსაფრთხო გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა. არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ძირტკბილას ფესვები?

ძირტკბილას ფესვების გამოყენების ჩვენებებია:  გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შემომგარსველი, ხველის შემამსუბუქებელი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება. ეფექტურია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავების წყლულოვანი დაავადებებისა სამკურნალოდ

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით პროქტო-გლივენოლს რა უკუჩვენებები აქვს?

პროქტო-გლივენოლის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა პროქტო-გლოვენოლის აქტიური ნივთიერებისადმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

პროპიცილი – PROPYCIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პროპიცილი –  ♦ როგორც თირეოტოქსიკოზი, ასევე ჰიპოთირეოზი ორსულ ქალებში ასოცირდება სპონტანურ აბორტთან, მკვდარშობადობასთან და ანომალიების განვითარებასთან. ♦ პროპილთიოურაცილით გამოწვეული ანომალიების განვითარების რიცხვი არ განსხვავდება სპონტანურად განვითარებული ანომალიების სიხშირისაგან. ♦ პროპიცილის დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, რათა არ გამოიწვიოს მუცლის მოშლა, აგრეთვე ნაყოფის ჰიპოთირეოზისა და ჩიყვის განვითარება. ♦ ორსულობის ბოლო ტრიმესტში ხშირად აღინიშნება თირეოტოქსიკოზის გამოხატულების სპონტანური შემცირება. ♦ ორსულებში ანტითირეოიდული საშუალებებით  მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი მეთვალყურეობით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე უნდა იმყოფებოდეს ნორმის ზედა ზღვარზე, ხოლო თირეოტროპინის დონე ნორმის ქვემოთ. ♦ ლაქტაციის პერიოდში პროპილთიოურაცილი ითვლება არჩევის პრეპარატად, ვინაიდან მისი კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს მხოლოდ 1/10-ს, დედის სისხლის შრატის დონესთან შედარებით, ამასთან საჭიროა ახალშობილზე  სპეციალური დაკვირვება, ვინაიდან არსებობს მონაცემები ჰიპოთირეოზის განვითარების ცალკეული შემთხვევების  შესახებ. ♦ ორსულობისა და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის არსებობის შემთხვევაში პროპიცილი ინიშნება მხოლოდ მონოთერაპიის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით პროტოპიკი®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

პროტოპიკის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა ტაკროლიმუსის, დამხმარე ნივთიერებების, მაკროლიდების მიმართ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.  პროტოპიკის მიღება რეკომენდებული არ არის პაციენტებში ეპიდერმული ბარიერის გენეტიკური დეფექტებით, როგორიცაა ნეტერტონის სინდრომი, ასევე გენერალიზებული ერითროდერმიის დროს ტაკროლიმუსის სისტემური აბსორბციის პროგრესირებადი გაზრდის რისკთან დაკავშირებით. მალამო პროტოპიკის® გამოყენება, დოზირებით 0.1% უკუნაჩვენებია ბავშვებში და 16 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში, ასევე დოზირებით 0.03% – ბავშბევში 2 წლამდე.  სიფრთხილით პროტოპიკი® მნიშვნელოვანწილად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მიუხედვად იმისა, რომ გარეგანი გამოყენებისას მისი კონცენტყრაცია სისხლში ძალიან დაბალია, ავადმყოფებში ღვიძლის დეკომპენსირებული უკმარისობით, სიფრთხილით გამოიყენება.  მალამო პროტოპიკის® გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა ავადმყოფებში კანის ვრცელი დაზიანებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი კურსებით გამოყენების დროს და ბავშვებში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პროტეჯერსს რა უკუჩვენებები აქვს?

პროტეჯერსის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ციფლოქსინალი?

ციფლოქსინალის გამოყენების ჩვენებებია: გაურთულებელი და გართულებული ინფექციების მკურნალობა; ცნს-ის სისტემის ინფექციები (მათ შორის ჩირქოვანი ბაქტერიული მენინგიტები, მენინგოკოკური ბაქტერიომატარებლობა); შუა ყურის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; საშარდე გზების ინფექციები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები ინფექციური დიარეის ჩათვლით; პერიტონიტი; პირის ღრუს ინფექციები; თვალის ინფექციები; პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება ინფექციების პროფილაქტიკისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში, მაგ. იმუნოდეპრესანტებით და ციტოსტატური პრეპარატებით მკურნალობის შედეგად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი