Category Archives: სხვა

იცით კლავერა ბიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლავერა ბიდ-ის გვერდითი მოვლენებია: წარმოქმნის სიხშირე: ძალიან ხშირად(≥1/10); ხშირად(≥1/100-დან   <1/10-მდე); არცთუხშირად    (≥1/1000-დან  <1/100-მდე); იშვიათად((≥1/10000-დან   <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000);უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსოტილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსოტილის გვერდითი მოვლენებია: ძვლის ტვინის/ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა. დოზა-დამოკიდებული, შექცევადი ლეიკოპენია ან/და გრანულოციტოპენია (ნეიტროპენია) არის დოქსორუბიცინის ძვლის ტვინის/ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის პრედომინანტურ გამოხატულება და წარმოადგენს პრეპარატის მწვავე დოზა-ლიმიტირებულ ტოქსიკურობას. ყველაზე ხშირად გამოყენებული 3-4 კვირიანი შეყვანის გრაფიკის განმავლობაში, ლეიკოციტების/გრანულოციტების დაცემა როგორც წესი მიიღწევა წამლის შეყვანიდან მე-10-14 დღეს. პაციენტებში ნორმალური ძვლის ტვინის რეგენარციის უნარით, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, როგორც წესი, აღდგება მესამე კვირის ბოლოს. თუ გამოვლინდა მწვავე მიელოსუპრესია, შეიძლება ძვლის ტვინის დახმარება (მაგალითად, პერიფერიული სისხლის არადიფერენცირებული უჯრედები ან ზრდის ფაქტორები). ასევე შეიძლება გამოვლინდეს თრომბოციტოპენია და ანემია. დოქსორუბიცინის ძვლის ტვინის/ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის კლინიკური შედეგები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, ინფექციებს, სეფსის/სეპტიცემიას, სეპტიურ შოკს, ჰემორაგიას, ქსოვილის ჰიპოქსიას ან სიკვდილს. თუ გამოვლინდა ფებრილური ნეიტროპენია საჭიროა ინტრავენური ანტიბიოტიკების დანიშვნა. მეორადი მწვავე მიელოგენური ლეიკემიის გამოვლენა პრე-ლეიკემიური ფაზით ან მის გარეშე, იშვიათად აღინიშნა პაციენტებში რომლებსაც ერთდროულად მკურნალობდნენ დოქსორუბუცინით დნმ დამაზიანებელ ანტინეოპლასტიკურ ნივთიერებებთან ერთად. ამ ლეიკემიებს შეიძლება ჰქონდეთ მოკლე ლატენტური პერიოდი (1-3 წელი), კარდიალური ტოქსიკურობა: ანტრაციკლინით გამოწვეული კარდიალური ტოქსიკურობა შეიძლება გამოიხატოს ნაადრევი (მწვავე) ან დაყოვნებული შემთხვევებით. დოქსორუბიცინის ნაადრევი კარდიალური ტოქსიკურობა უმთავრესად მოიცავს სინუსურ ტაქიკარდიას/ან ეკგ ანომალიებს, მაგალითად არასპეციფიკური შთ-თ ტალღის ცვლილება, თუმცა აღინიშნა ასევე ტაქიარითმია, როგორიც არის ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვები, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია ისევე როგორც ატრიოვენტრიკულური და ატრიოვენტრიკულური კონის ბლოკადა. მალიგნანტური კარდიალური დისარითმიის გარდა ეს ეფექტები არ მიუთითებს დაყოვნებული კარდიოტოქსიკურობის შემდგომ განვითარებაზე, იშვიათად აქვთ კლინიკური მნიშვნელობა და უმთავრესად არ განიხილება როგორც დოქსორუბიცინის მკურნალობის გვერდითი ეფექტის ჩვენებად. დაყოვნებული კარდიალური ტოქსიკურობა წარმოდგენილია სახასიათო კარდიომიოპათიით, რომელიც კლინიკურად გამოხატულია ვენტრიკულური დისფუნქციის/გულის შეგუბებითი უკმარისობის სიმპტომებით/ნიშნებით როგორიც არის ქოშინი, ფილტვის შეშუპება,  ორთოსტატიული შეშუპება (მაგალითად, კოჭთან), ჰეპატომეგალია, ასციტი, ფილტვის ეფუზია, გალოპის რითმი. ეს ტოქსიკურობა სავარაუდოდ დამოკიდებულია დოქსორუბიცინის კუმულაციურ დოზაზე და წარმოადგენს პრეპარატის კუმულაციურ დოზა-მამილიტირებელ ტოქსიკურობას. გარკვეული რაოდენობის კვლევების მიხედვით გულის შეგუბებითი უკმარისობის რისკი მკვეთრად იზრდება კარდიალური რისკ – ფაქტორების არ არსებობისას მას შემდეგ, რაც მიიღწევა 550 მგ/მ2 კუმულაციური დოზა თუ კარდიალური ტოქსიკურობის დამატებითი რისკ-ფაქტორი არის წარმოდგენილი (აქტიური ან დომინანტური კარდიოვასკულარული დაავადება, მანამდე გადატანილი მედიასტინური რადიოთერაპია, სხვა კარდიოტოქსიკური პრეპარატების მანამდე არსებული ან თანმხლები გამოყენება) კარდიალური ტოქსიკურობა შეიძლება გამოვლინდეს უდაბლეს კუმულაციურ დოზებზეც. დაყოვნებული კარდიოტოქსიკურობა უმთავრესად ვითარდება დოქსორუბიცინით მკურნალობის დროს და დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ მკურნალობის დასრულებიდან, თუმცა ასევე აღინიშნა მოგვიანებითი (მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვიდან წლებამდე) მოვლენები. გულის სერიოზული დარღვევები შეიძლება თავიდან იქნას აცილებული მკურნალობის განმავლობაში რეგულარული მონიტორინგით. ასევე აღინიშნა ქვემწვავე მდგომარეობები, როგორიც არის პერიკარდიტი ან მიოკარდიტი. Gგასტროინტესტინური ტოქსიკური მუკოზიტი (უმთავრესად სტომატიტი, ნაკლებად ხშირად ეზოფაგიტი) შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დოქსორუბიცინით მკურნალობა. მუკოზიტის კლინიკური მანიფესტაცია მოიცავს ტკივილს და წვის შეგრძნებას, ერითემას, ეროზიებს წყლულებს, სისხლდენას და ინფექციებს. სტომატიტი როგორც წესი ჩნდება მაშინვე წამლის შეყვანის შემდეგ და თუ მწვავეა, შეიძლება რამდენიმე დღეში გადავიდეს  ლორწოვანის დაწყლულებაში, თუმცაღა პაციენტების უმრავლესობას ეს გვერდითი ეფექტი ეხსნება მესამე კვირაზე. ასევე შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, ხანდახან დიარეა და აბდომინალური ტკივილი. მწვავე ღებინებამ და დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. გულსირევის და ღებინების პრევენცია ან შემსუბუქება შესაძლებელია შესაბამისი ანტიემეტური თერაპიით. დოქსორუბიცინ-ციტარაბინის კომბინაცამ გამოიწვია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სისლხლმდენი წყლულები და ნეკროზი პაციენტებში მწვავე მიელოგენური ლეიკემიით., ხშირად ვლინდება კანის რეაქციები და მომატებული მფრძნობელობის რეაქციები, ალოპეცია მათ შორის წვერის გაზრდის შეწყვეტა. ეს გვერდითი მოვლენები: როგორც წესი შეუქცევადია და ყველა სახის თმის ხელახალი ზრდა თავს იჩენს თერაპიის შეწყვეტიდან 2-3 თვის შემდეგ. ასევე შიძლება გამოვლინდეს სისხლის მოწოლა, კანის და ფრჩხილის ჰიპერპიგმენტაცია და ირადირებული კანის მომატებული მგრძნობელობა (დასხივების მოხსნის რეაქცია), ურტიკარია და ანაფილაქსია აღინიშნა პაციენტებში დოქსორუბიცინით მკურნალობის დროს. ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება ვარირებდეს კანის გამონაყარიდან და ქავილიდან ცხელებამდე, ციებამდე და შოკამდე. ასევე აღინიშნა ‘ხელის და ფეხის სინდრომი” (პალმარ-პლანტარული ერითროდიზესთეზია ან აკრალური არითემა).  ზეგავლენა ინექციის ადგილზე: ერითემატოზული აჭრელება ინფუზირებული ვენის გასწვრივ არ არის ხშირი და შეიძლება წინ უძღოდეს ადგილობრივ ფლებიტებს და თრომბოფლებიტებს, ფლებიტების/თრომბოფლებიტების რისკის მინიმიზება შეიძლება შეყვანის პროცედურზე დაკვირვებით. შეიძლება გამოვლინდეს ფლებოსკლეროზი განსაკუთრებით მაშინ დოქსორუბიცინი განმეორებადად შეყავთ წვრილ ვენაში. პერივენური პრეპარატის ექსტრავაზაციის დროს ვლინდება ადგილობრივი ტკივილი, მწვავე ცელულიტი და ქსოვილის ნეკროზი.  სხვა გვერდითი ეფექტები:სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს: უძლურება/გადაღლა, ოკულარულ ტოქსიკურობას (კონიუნქტივიტი, ცრემლდენა) და ჰიპერურიკემია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პურინის ექსტენსიური კატაბოლიზმის შედეგის სახით რომრლიც თან ახლავს მაღალი ქიმიუირ მგრძნობელობის ახალწარმონაქმნების პრეპარტებით გამოწვეულ უჯრედების სწრაფ სიკვდილს (სიმსივნის დაშლის სინდრომი). ჰიდრატაცია, შარდის გატუტოვნება და ალოპურინოლის შეყვანა დაეხმარება ჰიპერურიკემიის გვერდითი ეფექტების პრევენციას ან მინიმიზაციას. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ამენორეა და დოქსორუბიცინითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს აზოოსპერმია სპერმაში. დოქსორუბიცინის შეყვანამ ინტრავეზიკალური გზით შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ცისტიტი და შარდის ბუშტის შეკუმშვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიოვანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიოვანის გვერდითი მოვლენებია:  ჰიპერტენზია: პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევებში არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე შეპირისპირებული იყო პლაცებოსთან. 6 თვიანმა გაფართოებულმა გამოკვლევებმა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს დოზით 320 მგ, აჩვენა პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევებში გამოვლენილთან შეპირისპირებული გვერდითი მოვლენების საერთო რიცხვი. შეტანილია აგრეთვე პოსტმარკეტინგული მონაცემები პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ ჰიპერტეზიის მქონე პაციენტებში. გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე შეფასებულია შემდეგნაირად: "ძალიან ხშირად" ->1/10. "ხშირად" – >1/100-დან, <1/10, "ზოგჯერ" – >1/1000-დან, <1/100, "იშვიათად" – >1/10000-დან, <1/1000, "ძალიან იშვიათად "  -<1/100000. ინფექციები და ინვაზიები: ხშირად: ვირუსული ინფექციები: იშვიათად – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტები, სინუსიტები; ძალიან იშვიათად – რინიტები. სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ნეიტროპენია; ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია. იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შრატისმიერი დაავადებების ჩათვლით. ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ზოგჯერ – ჰიპერკალიემია. ფსიქიკის დარღვევები: ზოგჯერ – უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – პოსტურალური თავბრუსხვევა; ზოგჯერ – თავბრუსხვევა; იშვიათად – ვერტიგო. ძალიან იშვიათად – თავის ტკივილი. ზლაბირინთული და მხედველობის მხრივ დარღვევები:ოგჯერ – ვერტიგო. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ორთოსტატული ჰიპოტენზია; ზოგჯერ -გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ვასკულიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ხველა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დიარეა, ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად – გულისრევა. კანისა და კანქვეშა დარღვევები: ძალიან  იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ტკივილი ზურგში; ძალიან იშვიათად ართრალგია, მიალგია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა. ზოგადი დარღვევები: ზოგჯერ – სისუსტე, ასთენია, შეშუპება. გულის უკმარისობა: ორმაგ არახანგრძლივ გამოკვლევებში, რომელიც ჩაუტარდათ გულის უკმარისობით დაავადებულებს, ასევე Val HeFT გამოკვლევის პირველი 4 თვის მონაცემებით, პრეპარატს გარკვეული კავშირი ჰქონდა ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების წარმოქმნასთან, რომელიც აღინიშნა 1%-ზე მეტი სიხშირით და უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. ყველა ავადმყოფს უტარდებოდა გულის უკმარისობის სტანდარტული თერაპია, ხშირად კომპლექსური თერაპია, რომელიც ითვალისწინებდა დიერეზულ საშუალებებს, სათითურას პრეპარატებს, ბეტა-ბლოკატორების ან აგფ-ინჰიბიტორებს. გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ვალსარტანის ხანგრძილვი გამოყენების დროს დამატებით გვერდითი ეფექტები არ აღნიშნულა. პოსტინფარქტული მდგომარეობები: ორმაგ ბრმა რანდომიზირებული, აქტიურად კონტროლირებად VALIANT გამოკვლევებში, რომელიც ჩატარდა პარალელურ ჯგუფებში, ადარებდნენ ვალსარტანით, კაპტოპრილით და მათი კომბინირებით ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას მაღალი რისკის მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ვალსარტანის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს და დაავადების ეტიოლოგიას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რისკის ფაქტორებს და დაავადების კლინიკურ სურათს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდენ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. სერიოზული გვერდითი მოვლენები ვითარდებოდა უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ და უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებული იყო ძირითად დაავადებასთან, რაც აისახებოდა პირველადი ეფექტურობით, ლეტალური გამოსავლის ყველა შემთხვევებში. გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ იწვევენ ლეტალურ გამოსავალს და რომლებიც სავარაუდოდ უკავშირდება გამოსაკვლევ ნივთიერებას, ვითარდებოდა ≥0.1% შემთხვევებში. ამ მოვლენებს მიეკუთვნება ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობა შეუწყდა 5.8% პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, და 7.7% პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ კაპტოპრილს. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები: იშვიათ შემთხვევებში ვალსარტანის გამოყენებას შესაძლებელია თან ახლდეს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება. კონტროლირებად კლინიკურ გამომკვლევებში 0.8% და 0.4 ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს,  აღინიშნა ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის არსებითი დაქვეითება (>20%) შედარებისთვის – იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, როგორც ჰემატოკრიტის, ასევე ჰემოგლობინის დაქვეითება აღნიშნა შემთხვევათა 0.1%-ში. ნეიტროპენია გამოვლინდა 1.9% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდენ ვალსარტანს და 1.6% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორს. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში გამოვლინდა კრეატინინის კალიუმისა და საერთო ბილირუბინის დონეთა არსებითი მატება სისხლის შრატში, შესაბამისად 0.8% 4.4% და 6% ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, და 1.6%, 6.4% და 12.9% ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორებს. არსებობს ცნობები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატების შემთხვევებისა ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს. გულის უკმარისობის დროს კრეატინინის დონის მომატება 50%-ზე ზევით აღინიშნა ავადმყოფთა 3.9%-ში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, პლაცებოს ჯგუფში 0.9%-თან შედარებით. ამასთან შრატში კალიუმის დონის მომატება 2-ზე ზევით აღინიშნა 10.0% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, და 5.1% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. 4.2% პაციენტეთან, რომლებიც ღებულობდნენ ვალსატრანს, 4.8% პაციენტთან, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს და კაპტოპრილს ერთად, და 3.4% პაციენტთან, რომლებიც ღებულობდნენ კაპტოპრილს პოსტინფარქტულ პერიოდში, აღინიშნა კრეატინინის დონის გაზრდა შრატში 2-ჯერ. გამოკვლევებში, რომელიც მიეძღვნა გულის უკმარისობას შარდოვანას აზოტის დონის  მომატება აღინიშნა 16.6% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, და 6.3% პაციენტთან პლაცებოს ჯგუფიდან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეტამბუტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეტამბუტოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრისხვევა, თავის ტკივილები, დეპრესია, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის გაუარესება (ცენტრალური ან პერიფერიული მხედველობის დაქვეითება, სკატომის წარმოქმნა), ფერების აღქმის მოშლა (ძირითადად, წითელი და მწვანე ფერების), დეზორიენტაცია სივრცეში. საჭმლის მონელების სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, კუჭის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, შრატისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი. სხვა რეაქციები (რომლებიც იშვიათად ვლინდება): ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდმჟავის კლირენსის შემცირება, გასტრიტი, ნიკრისის ქარის შეტევები, ხველის გაძლიერება, ნახველის რაოდენობის მომატება, სისხლჩაქცევა ბადურაში. ნებისმიერი სახის ნეგატიური რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დინდგელის მალამოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დინდგელის მალამოს გვერდითი მოვლენებია: დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლატენსინ D6 წვეთები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლატენსინ D6 წვეთები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: Latensin-ი ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში ინექციის ადგილზე აღინიშნება სიწითლე, რომელიც სპეციალური მკურნალობის გარეშე, თავისთავად სწრაფად ქრება. ასეთი რეაქცია შეიძლება შევაფასოთ არა როგორც გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც მისი ეფექტურობის გამოვლენა უკუჩვენებები ცხელება, დასუსტებული მდგომარეობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლესეტრინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლესეტრინის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლო გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ ორგანიზმის სისტემებისა და განვითარების სიხშირის მიხედვით: ხშირი (≥1/10); არახშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე); ძალიან იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე).  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი – თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა; იშვიათი – ასთენია; ძალიან იშვიათი – აგრესია, აღგზნება, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, დეპრესია, მხედველობის დარღვევა. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ტაქიკარდია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – დისპნოე.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: არახშირი პირის სიმშრალე; იშვიათად – ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად – გულისრევა, ფაღარათი, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემცვლა.  ძვალ-კინთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – მიალგია.  ნივთიერებათა ცვლს მხრივ: ძალიან იშვიათი – წონის მომატება.  ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათი – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რაბეზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაბეზოლის გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ფაღარათი, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა; იშვიათად – ანორექსია; ცალკეულ შემთხვევებში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენია, უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა.  სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია.  დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – სახის შეშუპება, ქოშინი, ერითემა, ბულოზური გამონაყარი (რეაქციები ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ). პრეპარატი კარგად აიტანება პაციენტების მიერ. გვერდითი მოვლენები მთლიანობაში სუსტად ან ზომიერად გამოხატულია და ატარებენ ტრანზიტორულ ხასიათს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროგესტერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროგესტერონის  გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა ან თავბრუსხვევა, რომელიც ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ. მენსტრუალური ციკლის შემოკლება და შუალედური სისხლდენა. ზემოთჩამოთვლილი არასასურველი მოვლენები შეიმჩნევა მხოლოდ პრეპარატის პერორალური მიღების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიმენჰიდრინატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიმენჰიდრინატის გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები