აზი – 250, აზი – 500 – AZI – 250, AZI – 500 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აზი250, აზი500 – ორსულობა ლაქტაცია: ორსულობა ორსულ ქალებში ადექვატური და კონტროლირებადი კვლევები ჩატარებული არ არის. ცხოველებში ჩატარებული კვლევებისას გამოვლინდა პლაცენტაში შეღწევის შემთხვევები. ვირთაგვებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებისას ტერატოგენური ეფექტები არ დაფიქსირებულა. აზითრომიცინის უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში აქტიური სუბსტანციის გამოყენებასთან დაკავშირებით დადასტურებული არ არის. ამიტომ, აზითრომიცინი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს. ლაქტაცია აზითრომიცინი აღწევს დედის რძეში. ვინაიდან ცნობილი არ არის ახდენს თუ არა აზითრომიცინი ჩვილზე ჩვილზე არასასურველ ეფექტებს, ლაქტაცია უნდა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობის პერიოდში. სხვა მოვლენებთან ერთად ჩვილში შეიძლება აღინიშნოს დიარეა, ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექცია, აგრეთვე სენსიტიზაცია. ჩვილისათვის რძის მიცემა დაუშვებელია მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ლაქტაცია შეიძლება განახლდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი