რა დროს გამოიყენება აპრიდი?

აპრიდის გამოყენების ჩვენებებია: მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: – კანის ინფექციები; – ლორ-ორგანოების ინფექციები; – გინეკოლოგიური ინფექციები; – სასუნთქი გზების ინფექციები; – შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციები; – ჩირქოვან-ქირურგიული ინფექციები (აბსცესები, ფლეგმონები, ოსტეომიელიტები და სხვ.); – ბაქტერიული სეპტიცემია, ძვლებისა და სახსრების ინფექციები; – გონოკოკური ინფექცია; – ინფექციის პოსტოპერაციული პროფილაქტიკა. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გარდა, ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები ასევე ექვემდებარებიან პრეპარატით მკურნალობას, მის შემადგენლობაში ამპიცილინის შემცველობის გამო. ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, და პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი მიკროორგანიზმებით გამოწვეული შერეული ინფექციები არ საჭიროებენ სხვა ანტიბიოტიკის დანიშვნას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი