იცით ამლიპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლიპინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად და გარდამავალ ხასიათს ატარებს, პრეპარატის მოხსნა იშვიათ შემთხვევებშია საჭირო.  გვერდითი მოვლენების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000). საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – დიარეა, ღებინება; არახშირი _ გულისრევა. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი _ თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა. ალერგიული რეაქციები: არახშირი _ კანის ქავილი, გამონაყარი კანზე; იშვიათი _ ანგიონევროზული შეშუპება.  სხვა: ხშირი _ სახის კანის შეწითლება, ფეხების შეშუპება, მშრალი ხველა, ორთოსტატული ჰიპოტენზია; არახშირი _ ტკივილი მკერდის არეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები