იცით ფეროვიტ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფეროვიტ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა ან ყაბზობა, სისხლის კვალი განავალში; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – სისუსტე, აგზნებადობა; ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია, იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი.  სხვა: ლითონის გემო პირის ღრუში, კბილის ტკივილი, კბილის მინანქრის შეფერვა, ყელის ტკივილი (განსაკუთრებით ყლაპვისას), ტკივილი გულმკერდის არეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები