იცით ამრადიპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამრადიპინის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის ცვლილება. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ჭინჭრის ციება; მეტაბოლური დარღვევები: იშვიათად – სხეულის წონის მატება ან კლება, ჰიპერგლიკემია; ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია; იშვიათად – უძილობა, ხასაითის ლაბილობა, ძილის მოშლა, ტრემორი, გონების არევა; ხშირად – მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის მოწოლის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება; იშვიათად – გულისწასვლა, მკერდუკანა არეში ტკივილი; ძალიან იშვიათად – სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, ვასკულიტი რისკის ჯგუფის პაციენტებში.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, მშრალი ხველა; იშვიათად – რინიტი, ბრონქოსპაზმი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე; იშვიათად – სისხლში ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, გასტრიტი, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღრძილების ჰიპერპლაზია; დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, სახის კანის სიწითლე; იშვიათად – ოფლდენის გაძლიერება, ალოპეცია, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; იშვიათად – ჭინჭრის ციება, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და სიმპტომების სრულ გაქრობამდე პაციენტზე დაკვირვება. ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ – კუნთების სპაზმი, ართრალგია, მიალგია, ზურგის არეში ტკივილი;  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – შარდვის დარღვევა, ნიქტურია, შარდვის გახშირება, თირკმლის უკმარისობა; საქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – იმპოტენცია, გინეკომასტია; სხვადასხვა: ხშირად – პერიფერიული შეშუპება, ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდში, სისუსტე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები