იცით ალგოფლექს ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალგოფლექს ფორტეს გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება შეინიშნოს გულისრევა და ღებინება, ტკივილი მუცლის ღრუში, დისპეფსია, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ახალი ან შედედებული სისხლი განავალში, პირღებინება სისხლთან ერთად. ხანდახან, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაწყლულება/სისხლდენა ფატალური შედეგით სრულდება. უფრო მწვავე შემთხვევებში, შესაძლებელია თავი იჩინოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანმა ანთებამ და კრონის დაავადების გაუარესებამ. გულის მხრივ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოიხატოს შეშუპება, მაღალი სისხლის წნევა და გულის უკმარისობა. ნერვული სისტემის მხრივ: შუილი ყურებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა. სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: მომატებული მიდრეკილება სისხლდენისადმი, ანემია, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი და კანის სხვა ალერგიული რეაქციები, ასთმური შეტევა. თირკმლისა და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევები, სისხლიანი შარდი, შარდის ბუშტის ანთება, თირკმელების ანთება და დისფუნქცია. შეშუპება, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში და სითხის შეკავების მომატება. ლაბორატორიული ტესტირება: ღვიძლის მოქმედების დარღვევები, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტისა და სისხლის შრატში კალციუმის შემცველობის დონეების შემცირება. მხედველობის მხრივ: მხედველობის ისეთი დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, ფერთა აღქმის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები ქრებიან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მოკლე პერიოდის განმავლობაში უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით, რაც აუცილებელია მათ შესაჩერებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები