იცით არგოსულფანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არგოსულფანის გვერდითი მოვლენებია: კანის ალერგიული რეაქციები. ზოგჯერ შესაძლებელია კანის გაღიზიანება, რაც გამოიხატება წვის შეგრძნებით, კრემის დადების ადგილზე. არგოსულფანის ხანგრძლივმა ხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ცვლილებები, დამახასიათებელი სისტემური სულფანილამიდებისათვის (მაგ. ლეიკოპენია), აგრეთვე დესქვამაციური დერმატიტი. უკუჩვენება – ჰიპერმგრძნობელობა სულფათიაზოლის და სხვა სულფანილამიდების მიმართ; – გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის თანდაყოლილი უკმარისობა; – არ გამოიყენება დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში (2 თვემდე). სიყვითლის განვითარების რისკის გამო. ორსულობა და ლაქტაცია – არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება ორსულობის დროს. პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს (მაგ. როდესაც სხეულის დამწვრობის ზედაპირის მოცულობა აღემატება სხეულის მთლიანი ზედაპირის 20%-ს). – არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება ძუძუთი კვების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები