იცით იზონიაზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იზონიაზიდის გვერდითი მოვლენებია:  იზონიაზიდის მიღებისას შეიმჩნევა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, გულის არეში ტკივილი, კანზე ალერგიული რეაქციები. შესაძლოა ეიფორია, ძილის გაუარესება, იშვიათად – ფსიქოზის განვითარება, აგრეთვე პერიფერიული ნევრიტის გამოვლენა კუნთების ატროფიის განვითარებით და პარეზით. ძალიან იშვიათად იზონიაზიდით მკურნალობისას მამაკაცებში შეიმჩნევა გინეკომასტია, ქალებში – მენორაგია. ძალზე იშვიათად აღინიშნება წამლის მიერი ჰეპატიტი. იზონიაზიდის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად გადის. საჭმლის მონელების დარღვევა გამოვლინდება იშვიათად და შესაძლოა გახდეს ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მიზეზი. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიური და სწრაფი რეაქციის შენელება, რაც გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პაციენტების მდგომარეობაზე. პრეპარატის ეს თვისება კიდევ უფრო ძლიერდება ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები