იცით დიკლო-დენკს 75 ინექცია რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლო-დენკი 75 ინექციის გვერდითი მოვლენებია: უნდა გვახსოვდეს, რომ გვერდითი ეფექტების გამოვლენა ძირითადად დოზაზე დამოკიდებული და განსხვავებულია სხვადასხვა ინდივიდში. განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენების რისკი (წყლული, ლორწოვანის დეფექტები, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: საკმაოდ ხშირია (> 10 %) გულისრევა, ღებინება, დიარეა, უმნიშვნელო სისხლდენების შემთხვევები, რამაც ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ანემია. ხშირად შესაძლებელია (≥ 1% – < 10%) ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენა, როგორიცაა: დისპეპსია, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, მადის დაქვეითება, ასევე კუჭისა და ნაწლავის წყლულები (საიდანაც შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და პერფორაცია). ძალიან იშვიათად (≥ 0.1% – < 1%) ვითარდება ჰემატემეზი, მელენა და სისხლიანი დიარეა. ეპიგასტრიუმის მიდამოში ძლიერი ტკივილის განვითარების, განავლის გამუქების და განავალში სისხლის აღმოჩენისას შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ძალიან იშვიათად (> 0.01 %) გვხვდება სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის მხრივ (მაგ. მსხვილი ნაწლავის არასპეციფიური სისხლდენები, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი). ცენტრალური ნერვული სისტემა და სენსორული ორგანოები ხშირია (≥ 1 % – < 10 %) თავის ტკივილი, აღზნება, გაღიზიანება, დაღლილობა, თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათია (< 0.01 %) მგრძნობელობის და მხედველობის დაქვეითება (დაბინდული ან გაორებული მხედველობა), გემოს შეცვლა, ყურებში შუილი, სმენის გარდამავალი დარღვევები, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, მოუსვენრობის გრძნობა, ღამის კოშმარები, კანკალი, დეპრესიის და სხვა ფსიქოლოგიური რეაქციების გამოვლენა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დიკლოფანაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, კისრის რიგიდობის, თავის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, სიცხის და დეზორიენტაციის ჩათვლით.  კანი  შესაძლებელია გამოვლინდეს (≥ 1 % – < 10 %) კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით. იშვიათია (≥ 0.1 % – < 1 %) ურტიკარია და ალოპეცია. ძალზედ იშვიათია (< 0.01 %) მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, კანზე გამონაყრის შეწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა (ეკზანთემა, ერითემა), პურპურა (ასევე ალერგიული პურპურა), კანის სერიოზული რეაქციების განვითარება (სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).  თირკმელი ძალიან იშვიათად (< 0.01 %) ვითარდება თირკმელების ნეკროზი (ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილონეკროზი) ან თირკმლის მწვავე უკმარისობა, პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი. თირკმელების ფუნქცია რეგულარულად უნდა გადამოწმდეს.  ღვიძლი  ხშირია (≥ 1 % – < 10 %) სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება. იშვიათია (≥ 0.1 % – < 1 %) ჰეპატიტის შემთხვევები (სიყვითლით და სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმები, ერთეულ შემთხვევებში ფულმინანტური მიმდინარეობის ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე)  პანკრეასი  ძალიან იშვიათად (< 0.01 %) დაფიქსირდა პანკრეასის ანთებითი მოვლენები.  სისხლი  იშვიათ შემთხვევებში (≥ 0.1 % – < 1 %) დაფიქსირდა ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. მისი გამოვლენის პირველი ნიშნებია სიცხე, ანგინა, ტუჩების ზედაპირული დაზიანება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ცხვირიდან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი. ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) გვხვდება ჰემოლიზური ანემიაც (ერითროციტების მომატებული დაშლის შედეგად განვითარებული ანემია).  სისხლძარღვთა სისტემა ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) დაფიქსირდა: გულის ფრიალი, ტკივილი მკერდის მიდამოში და მომატებული არტერიული წნევა. ერთეულ შემთხვევებში (< 0.01 %) გამოვლინდა გულის უკმარობა.  სისტემური რეაქციები და სხვა ორგანოები შესაძლებელია მწვავე ჰიპერსენსიტიული რეაქციების გამოვლენა: სახის ან ენის შეშუპება, ხორხის შეშუპება სასუნთქი გზების შევიწროვებასთან ერთად სუნთქვის გაძნელება და ასთმის განვითარება, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაცემა შოკის დონემდე. აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. მოცემული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს წამლის პირველივე მიღებისას. ხანდახან (≥ 0.1 % – < 1 %) ვლინდება პერიფერიული შეშუპება, განსაკუთრებით კი მომატებული არტერიული წნევის ან თირკმელის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში (< 0.01 %) ფიქსირდება ალერგიული ვასკულიტი და პნევმონია. ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი, რომელთაც მიეკუთვნება დიკლო-დენკ 75 ინექცია) გამოვლინდა ინფექციური პროცესის მიმდინარეობის გაუარესება (მაგალითად ნეკროზული ფასციიტის განვითარება). თუ დიკლოფენაკ ნატრიუმის მკურნალობისას აღინიშნება სიმპტომების გამოვლენა (სიწითლე, შეშუპება, ლოკალური ტემპერატურის მომატება, ტკივილი, სიცხე) ან გაუარესება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები