იცით დოქსორუბიცინი ებევეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსორუბიცინი ებევეს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი მოვლენები: ს განვითარების სიხშირე გადმოცემულია შემდეგი გრადაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი -≥10%, ხშირი – ≥1%<10%, არც ისე ხშირი -≥0,1%<1%, იშვიათი -≥0,01% <0,1% ძალიან იშვიათი -<0,01%. სისხლმბადი სისტემის მხრიდან ძალიან ხშირი: დოზაზე დამოკიდებული შექცევადი მიელოსუპრესია (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია). ლეიკოპენია მინიმალურ მნიშვნელობას ჩვეულებრივ აღწევს პრეპარატის შეყვანის შემდეგ 10-14 დღეში, სისხლის სურათის აღდგენა ჩვეულებრივ აღინიშნება 21-ე დღეს. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის  მხრიდან ხშირი: ადრეული (მწვავე) კარდიოტოქსიკურობა: სინუსური ტაქიკარდია, ტაქიარითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით), პარკუჭისზედა ან პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, აგრეთვე, ბრადიკარია, ანტრიოვენტრიკულარული ბლოკადა და ჰისის კონის ფეხების ბლოკადა და/ან პათოლოგიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) (ST-T ტალღების არასპეციფიური ცვლილება), არტერიული წნევის შემცირება, გულის ფრიალის შეგრძნება; გვიანი (გადავადებული) კარდიოტოქსიკურობა, რომელიც ვლინდება გულის მარცხენა პარკუჭის ამონატყორცნის ფრაქციის შემცირებით, შეგუბებითი გულის უკმარისობის კლინიკური სიმპტომების გარეშე და/ან სიმპტომებით, როგორიცაა ქოშინი, ფილტვების შეშუპება, პერიფერიული შეშუპებები, კარდიომეგალია და ჰეპატომეგალია, ოლიგურია, ასციტი, ექსუდაციური პლევრიტი, ჭენების რითმი, პერიკარდიტი, მიოკარდიტი. ძალიან იშვიათი: ფლებიტი, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური გართულებები, ფილტვის არტერიის ემბოლიის ჩათვლით (რიგ შემთხვევებში, ლეტალური შედეგით).  საკვების მომნელებელი სისტემის მხრიდან ძალიან ხშირი: გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსების დაწყლულება (სტომატიტი, ეზოფაგიტი, წყლულოვანი კოლიტი, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან მე-5 მე-10 დღეს და განმეორებითი თერაპიული ციკლების დროს შეიძლება პროგრესირებდეს), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერპიგმენტაცია, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, კოლიტი. სისხლის შრატში საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის  და ”ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტიურობის გაზრდა.  შარდსასქესო სისტემის მხრიდან ხშირი: შარდის შეფერადება წითლად დოქსორუბიცინის შეყვანის შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში, ჰემატურია, პოლიურია, სტრანგურია, მტკივნეული შარდვა, გემორაგიული ცისტიტი, ამენორეა (თერაპიის დასრულების შემდეგ ხდება ოვულაციის აღდგენა, თუმცა შეიძლება დადგეს ნაადრევი მენოპაუზა), ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია (რიგ შემთხვევებში ხდება სპერმატოზოიდების რაოდენობის აღდგენა ნორმალურ დონემდე; ეს შეიძლება მოხდეს თერაპიის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელიწადში);  11784754-02 იშვიათი: შარდმჟავას მომატებულ წარმოქმნასთან დაკავშირებული ნეფროპათია. გრძნობის ორგანოების მხრიდან იშვიათი: კონიუქტივიტი, კერატიტი, ცრემლდენა. კანის და კანქვეშა დანამატების მხრიდან ძალიან ხშირი: შექცევადი სრული ალოპეცია (თმის ზრდის განახლება ჩვეულებრივ იწყება პრეპარატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ 2-3 თვეში), კანის და ფრჩხილების ჰიპერპიგმენტაცია, ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი. ზოგიერთ ავადმყოფს, რომელთაც ადრე ჩაუტარდათ სხივური თერაპია დოქსორუბიცინის შეყვანის შემდეგ  (ჩვეულებრივ 4-7 დღეში) აღენიშნებოდა გაღიზიანებული კანის ჰიპერმგრძნობელობა, ერითემის გაჩენა ბუშტუკების წარმოქმნით, შეშუპება, ძლიერი ტკივილი შეყვანის ადგილას, დასხივების ველების შესაბამისი სველი ეპიდერმიტი.  სუნთქვის სისტემების მხრიდან: ძალიან იშვიათი: ტაქიპური დისპნოე, ექსუდაციური პლევრიტი, ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციალური პნევმონია. ადგილობრივი რეაქციები არც ისე ხშირი: ერიტემატოზური დახაზულობა ვენის სვლის გასწვრივ, რომელშიც ჩატარდა ინფუზია, ადგილობრივი ფლებიტი ან თრომბოფლებიტი, ფლებოსკლეროზი (თუ განმეორებით დოქსორუბიცინის შეყვანა ხდება მცირე ვენაში). პრეპარატის მოხვედრისას გარშემო არსებულ ქსოვილებში შეიძლება გაჩნდეს მტკივნეულობა, კანქვეშა უჯრედისის მძიმე ანთება და ქსოვილების ნეკროზი. ინტრაარტერიული შეყვანისას სისტემურ ტოქსიკურობასთან დამატებით შეიძლება აღინიშნოს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (სავარაუდოდ კუჭის არტერიაში პრეპარატების რეფლუქსის ხარჯზე); ნაღვლის სადინრების შევიწროვება პრეპარატით გამოწვეული მასკლეროზირებელი ქოლანგიტის შედეგად. ბუშტისშიდა შეყვანისას: ცისტიტი.  სხვა: იშვიათი: შეუძლოდ ყოფნა, ძილიანობა, ასთენია, ციებ-ცხელება, სისხლის მოქცევა სახესთან, მწვავე ლიმფოციტარული ან მიელოციტარული ლეიკოზის განვითარება, ბავშვებში გვიანი ნეოპლასტიკური დაავადებების განვითარება, კერძოდ, მიელოიდური ლეიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები