იცით ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენა-ჰქთ-დენკის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უნვითარდება. ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენის სიხშირე მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში: ჩასასმელია ცხრილი  საჭიროა დაკვირვება მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების, ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად, ხოლო მათი აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას. თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ით მკურნალობა და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ უეცრად გამოვლინდება სახის, კისრის ან ყელის შეშუპება, კანის სიყვითლე (შესაძლებელია განვითარდეს ცნობიერების დაქვეითებასთან და კანკალთან ერთად), ან კანის რეაქციები (მაგ. ბუშტუკის წარმოქმნა, კანის აქერცვლა, ჭარბი გამონაყარი ან ფერის შეცვლა, რის დროსაც პაციენტი ასევე თავს გრძნობს შეუძლოდ). სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:ინფექციები: იშვიათად: სანერწყვე ჯირკვლის ინფექციები. თირკმლის და საშარდე გზების ინფექციები: არახშირად: თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია, თირკმლის ინფექციები (ინტერსტიციული ნეფრტიტი). ძალიან იშვიათად: შარდის გამოყოფის შემცირება. სასუნთქი გზების დაავადებები: ძალიან ხშირად: ხველა. ხშირად: ქოშინი. არახშირად: ლორწოვანი გარსების ანთებით გამოწვეული გაციება, ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, სპაზმური ბრონქული სტენოზი/ ასთმა, ქოშინი (მათ შორის პნევმონია და ფილტვების შეშუპება). იშვიათად: ნივთიერებების დაგროვება ფილტვის ქსოვილში (ფილტვის ინფილტრაცია), ხცვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი), ფილტვის ალერგიული ანთება (ალვეოლიტი, პნევმონია).  კუჭ-ნაწლავის მხრივ: ძალიან ხშირად: გულისრევა. ხშირად: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეცვლილი შეგრძნება, კუჭის გაღიზიანება, ყაბზობა, პანკრეატიტი. არახშირად: გაუვალობა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის სიმპტომები და დისპეპსია, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული. იშვიათად: კუჭის ლორწოვანის ანთება/ აფთოზური წყლული/ წყლულის წარმოქმნა/ ენის ანთება. ძალიან იშვიათად: ნაწლავის ქსოვილის შეშუპება. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: არახშირად: სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე); იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება მათ შორის ღვიძლის უჯრედების მასიური ნეკროზი. კანი და კანქვეშა ქსოვილი: ხშირად: კანის ალერგიული რეაქციები, მაგალითად გამონაყარი, სახის, კიდურების, ტუჩის, ენის ანგიონევროზული სინდრომი (ქსოვილის შეშუპება), საყლაპავის და/ან ხორხის ნაპრალები. არახშირად: ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალოპეცია, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კანის ანთებითი სიწითლე. იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები (პემფიგუსი, მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ასევე ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წითელი მგლურას კანის ფორმა, ანაფილაქსიური რეაქციები). ასევე გამოვლინდა სიმპტომების კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა ან ზოგიერთ ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას: ცხელება, კანის და სისხლძარღვების ანთება, კუნთების ტკივილი და ანთება, სახსრების ტკივილი და ანთება, ანტინუკლეარული ანტისხეულების (ANA) წარმოქმნა, ედს-ის მომატება, ეოზინოფილია, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი), ანთებითი კანის სიწითლე, ფოტოსენსიტიურობა ან სხვა დერმატოლოგიური რეაქციები. გული და სისხლძარღვები: ძალიან ხშირად: თავბრუსხვევა. ხშირად: ძლიერი ჰიპოტენზია, გონების დაკარგვა, გულის შეტევა ან ინსულტი ძლიერი ჰიპოტენზიის გამო მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, გულის ციმციმი, მკერდის ტკივილი, არითმია, სტენოკარდია, ტაქიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია. იშვიათად: სისხლძარღვების შევიწროვება (რეინოს სინდრომი), არითმია, ფლებიტი და ვენების ნეკროზი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი). ნერვული სისტემა და ფსიქიკა: ხშირად: თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა. არახშირად: დაბნეულობა, დაღლილობა, უძილობა, ნევროზი, თავბრუსხვევა. იშვიათად: უჩვეულო სიზმრები, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, კანის დარღვეული მგრძნობელობა.  ყურები: იშვიათად: თავბრუსხვევა.  თვალები: ძალიან ხშირად: მხედველობის დარღვევა. არახშირად: ყვითელი მხედველობა.  რეპროდუქციული სისტემა და მკერდი: არახშირად: იმპოტენცია. იშვიათად: მკერდის გაზრდა.  ძვალსახსროვანი სისტემა და შემაერთებელი ქსოვილი: იშვიათად: კუნთების სპაზმი.  ლაბორატორიული ტესტები: ხშირად: შრატის კალიუმის მომატება, სისხლში იმ ნივთიერებების მომატება, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყოფიან შარდის გზით (კრეატინინი, შარდოვანა, შარდის მჟავა). არახშირად: შრატის შარდოვანას დონის მომატება, შრატის ნატრიუმის დონის შემცირება.  იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება, შრატის ბილირუბინის დონის მომატება.  სისხლი და ლიმფური სისტემა: არახშირად: ანემია (მათ შორის აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია) იშვიათად: ერითროციტების პიგმენტის (ჰემოგლობინი) კონცენტრაციის და/ან ჰემატოკრიტის შემცირება, ასევე არანორმალურად დაბალი ან სხვა მხრივ შეცვლილი ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები, ასევე ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ლიმფადენოპათია, ძვლის ტვინის უჯრედების დაინჰიბირება, აუტოიმუნური დაავადება, აგრანულოციტოზი.  მეტაბოლიზმი და დიეტა: ხშირად: სისხლის გლუკოზის დონის მომატება, გლუკოზა შარდში, შრატის შარდოვანას დონის მომატება, ელექტროლიტების დისბალანსი (მათ შორის შრატის ნატრიუმის და კალიუმის დონის შემცირება), ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება. არახშირად: სისხლის გლუკოზის დონის შემცირება, მადის დაქვეითება. უცნობი: შრატის ბიკარბონატის დონის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი).  ზოგადი დაავადებები: ძალიან ხშირად: დაღლილობა ხშირად: გამოფიტვა არახშირად: კუნთების სპაზმი, კანის სიწითლე, ყურებში შუილი, სისუსტე, ცხელება.  თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გამოვლინდა ისეთი ეფექტი, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები