იცით ლეტირამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეტირამის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად, ლეტირამმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. თუ შეგაწუხათ ჩამოთვლილთაგან რომელიმემ, აცნობეთ ექიმს. ლეტირამის ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტებია (>10%) • ძილიანობა; • ასთენია/გადაღლილობა. ლეტირამის ხშირი გვერდითი ეფექტებია (1%-10%): • ნერვული ისისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა (მერყეობის შეგრძნება), კონვულსია, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია (ჰიპერაქტიურობა), ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), ტრემორი (უნებლიე კანკალი), ამნესია (მეხსიერების დაკარგვა), წონასწორობის დარღვევა, ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა), მეხსიერების დაქვეითება (გულმავიწყობა); • ფსიქიატრიული დარღვევები: აგზნებულობა, დეპრესია, ემოციური არასტაბილურიბა/გუნება-განწყობის ცვალებადობა, მტრული განწყობა ან აგრესია, უძილობა, ნევროზულობა ან გაღიზიანებულობა, პიროვნების დარღვევები (ქცევითი პრობლემები), არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრირების შეუძლებლობა); • საჭმლის მონელების დარღვევები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია (მოუნელებლობა), დიარეა, ღებინება; • კვების დარღვევები: ანორექსია (მადის დაკარგვა), წონის მომატება; • ყურის და ლაბირინთის დარღვევები: ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება); • თვალის დარღვევები: დიპლოპია (გაორებული მხედველობა), მხედველობის დაბინდვა; • ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: მყალგია (კუნთების ტკივილი); • ტრავმა: შემთხვევითი ტრავმა; • ინფექციები: ინფექცია, ნაზოფარინგიტი; • სუნთქვის დარღვევები: ხველა (მანამდე არსებული ხველის გაძლიერება); • კანის დარღვევები: გამონაყარი, ეგზემა, ქავილი; • სისხლის დარღვევები: თრომბოციტების რიცხვის შემცირება. ლეტირამის სხვა გვერდითი ეფექტებია: • ნერვული სისტემის დარღვევები: პარესთეზია (ჩხვლეტის, წვის შეგრძნება); • ფსიქიატრიული დარღვევები: არანორმალური ქცევა, ბრაზი, შფოთვა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები; • საჭმლის მონელების დარღვევები: პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტის, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის ტესტში; • კვების დარღვევები: წონის დაკლება; • კანის დარღვევები: თმის ცვენა; • სისხლის დარღვევები: სისხლის წითელი და/ან თეთრი უჯრედების რიცხვის შემცირება. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა უფრო ხშირია მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ეს ეფექტებ დროთა განმავლობაში მცირდება. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი დამძიმდა ან თუ შენიშნეთ აქ ჩამოთვლილთაგან განსხვავებული გვერდითი ეფექტი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები