იცით ენდოქსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენდოქსანის გვერდითი მოვლენებია:  გამოვლინებები სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია ან ანემია.  კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინურ მიდამოში ტკივილი ან იშვიათად დისკომფორტი, დიარეა, ჰემორაგიული კოლიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულის განვითარება, სიყვითლე.  კანის მხრივ: ხშირად ალოპეცია, კანზე გამონაყარი, პიგმენტაცია და ფრჩხილების ცვლილება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემორაგიული ურეთრიტი/ცისტიტი და თირკმლის მილაკების ნეკროზი, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შარდის ბუშტის ფიბროზი, შარდის ბუშტის ატიპიური ეპითელური უჯრედების აღმოჩენა. იმუნოსუპრესიის დროს შესაძლებელია მძიმე ინფექციების განვითარება. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა რ არის რეკომენდებული.  კარდიოტოკსიკურობის ნიშნები: გულის შეგუბებითი უკმარისობა ლეტალური გამოსავალით, მძიმე მიოკარდიტი, ძლიერდება დოქსორუბიცინის კარდიოტოქსიური მოქმედება. სასუნთქი გზების მხრივ: ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზი.  რეპროდუქციული სისტემების მხრივ: ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები