იცით დისგრენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დისგრენის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, დისგრენიც იწვევს გვერდით მოვლენებს. ყველაზე ხშირად ვლინდება კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება. ასევე შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), ყაბზობა, პირღებინება, მუცლის შებერილობა ან დიარეა, ტკივილი მუცლის არეში. აღნიშნული სიმპტომები ზომიერი ხასიათისაა და ქრება რამდენიმე დღეში, თუ არ შეწყვეტთ მკურნალობას. საკვებთან ერთად დისგრენის მიღებისას მცირდება ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა, რომლებიც გავლენას ახდენენ მონელებაზე. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინალური სისხლდენა, სისხლი შარდში, ჩალურჯებები, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან და ცერებრალური ჰემორაგიები. გარდა ამისა, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად აღინიშნა კანის ალერგიული რეაქციების ცალკეული შემთხვევები.  თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდა ან ხანგრძლივად აღინიშნა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები