იცით ესპერალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ესპერალის გვერდითი მოვლენებია: დისულფირამით გამოწვეული: – პირში ლითონის გემოს შეგრძნება; – არასასიამოვნო სუნი ავადმყოფებში კოლოსტომიით (გამოწვეული გოგირდნახშირბადით); – ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები; – ქვედა კიდურების პოლინევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი; – ნეიროფსიქიკური მოშლილობები, მეხსიერების დაქვეითება, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, ასთენია. – თავის ტკივილი; – კანის ალერგიული რეაქციები. დისულფირამეთილის სპირტის კომბინაციით გამოწვეული: აღწერილია სუნთქვის დათრგუნვის, დეპრესიის, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის, გულის რითმის დარღვევის ან მწვავე სტენოკარდიის შემთხვევები, იშვიათად მიოკარდიუმის  ინფარქტი ლეტალური გამოსავლით, აგრეთვე ნევროლოგიური დარღვევები: ტვინის შეშუპება, მენინგეალური სისხლდენები, კონვულსიები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები