იცით იბუფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იბუფენის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, თუმცა მისმა გამოყენებამ ზოგიერთ პირში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, როგორიცაა მაგალითად დისკომფორტის შეგრძნება მუცელში. იშვიათ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: • არასპეციფიკური ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები • რეაქციები სუნთქვის ორგანოების მხრივ, რომელიც ვლინდება ბრონქოსპაზმით ან ქოშინით, ბრონქული ასთმის გამწვავებით.  • კანის რეაქციები გამონაყრის, ქავილის, ჭინჭრის ციების, პურპურის, ვაზომოტორული შეშუპების, ძალიან იშვიათად ბულოზური დერმატოზის სახით.  • თრომბოციტოპენია ერთეულ შემთხვევაში გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: – ბულოზური დერმატოზი – კუჭის წყლული ან კუჭიდან სისხლდენა. საქაროზას შემცველობის გამო, სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენეტბში, ფრუქტოზას აუტანლობის მქონე პირებში ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის შემთხვევაში. ყველა გვერდითი (უჩვეულო) ეფექტის გამოვლენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც ბროშურაში მითითებული არ არის, აუცილებლად უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები