პერუფენი / PERUFEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პერუფენი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  ორსულობა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების ორსულობის ადრეულ პერიოდში მიღებისას, ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე, დადგენილ იქნა აბორტის, გულის მალფორმაციების (მანკის) და გასტროსხიზის (თეთრი ხაზის თიაქარი) რისკის მატება. პერუფენი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, სასიცოცხლო ჩვენების გარეშე. პერუფენი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. არ არის რეკომენდებული პერუფენის გამოყენება მშობიარობის პერიოდში. შესაძლოა სამშობიარო აქტის დაგვიანება ან გახანგრძლივება დედისა და ნაყოფის სისხლდენების განვითარების მაღალი რისკით. ლაქტაციის პერიოდი არ არის რეკომენდებული პერუფენის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი