იცით კო-დიოვანი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო-დიოვანის  გვერდითი მოვლენებია:  არასასურველ მოვლენებს მთლიანობაში ჰქონდა სუსტად გამოხატული და გარდამავალი ხასიათი. 1% სიხშირით და მეტად აღინიშნა ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილ, თავბრუსხვევა, ნაზოფარინგიტი (ფარინგიტისა და რინიტის ჩათვლით), დაღლილობის გრძნობა, სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, ხველა, დიარეა, ართრალგია, ტკივილი ზურგში. 1%-ზე ნაკლები სიხშირით აღინიშნა ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი მუცელში, მოუსვენრობა, ართრალგია, ართრიტი, ასთენია, ბრონქიტი, მწვავე ბრონქიტი, ტკივილი მკერდში, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ქოშინი, პირის ღრუს სიმშრალე, იმპოტენცია, გასტროენტერიტი, გაძლიერებული ოფლდენა, ჰიპოესთეზია, ჰიპოკალიემია, ჰიპოტონია, გრიპი, უძილობა, კუნთების კრუნჩხვა, კუნთების გაჭიმვა, გულისრევა, ცხვირის გაჭედვა, ტკივილი კისერში, შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, შუა ოტიტი, ტკივილი ფეხში, გულისცემის გახშირება, პარესთეზია, ხახა-სასულეს ტკივილი, პოლაკიურია, ტემპერატურის მომატება, სინუსიტი, ძილიანობა, იოგების დაჭიმვა, ტაქიკარდია, ხმაური ყურებში. შარდგამომყოფი გზების ინფექციები, ვერტიგო, ვირუსული ინფექციები, მხედველობის დარღვევა. ცნობილი არ არის ჰქონდა თუ არა ამ ეფექტებს მიზეზობრივი კავშირი თერაპიასთან. პოსტმარკეტინგული გამოკვლევების მონაცემებით საკმაოდ იშვიათია ანგიონევროზული შეშუპების, გამონაყრის, ქავილის და ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიის სხვა რეაქციების შემთხვევები, მათ შორის შრატისმიერი დაავადებისა და ვასკულიტების ჩათვლით. არსებობს მონაცემები თირკმლის ფუნქციის დარღვევებისა და მიალგიის ძალზე იშვიათი შემთხვევების შესახებ. ასევე დაფიქსირდა ფილტვის შეშუპების რამოდენიმე შემთხვევა გრანულოციტური ინფილტრაციით და ალვეოლურ მემბრანებში lgG დეპონირებით, გამოწვეული ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით. ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება შესაძლებელია იმუნოლოგიურად განპირობებული იყოს ჰიდროქლორთიაზიდზე იშვიათი იდიოსინკრაზიული რეაქციით.  ჰიდროქლორთიაზიდი: ჰიდროქლორთიაზიდი ფართოდ გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში, ამასთან, იმაზე მეტი დოზით, რაც შედის კო-დიოვანის შემადგენლობაში. თიაზიდური დიურეტიკებით მონოთერაპიის დროს, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები:წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა და მეტაბოლური პროცესების მოშლა (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). ხშირად – ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი, მადის დაკარგვა, ზომიერად გამოხატული გულისრევა და ღებინება, პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის გამოხატულება მატულობს ალკოჰოლის, სანარკოზე საშუალებების ან სედატიური საშუალების მიღებისას, იმპოტენცია;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები