იცით ეფრიდოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეფრიდოლის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ლორწოვანის ანთება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა. აღნიშნული მოვლენები ტრანზიტორულია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. ალერგიული რეაქციები კანზე: ძირითადად ერითემატოზული ფორმის გამონაყარი, ეგზანთემა ან ურტიკარია. იშვიათად ცვლილებები ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა. იშვიათად აღინიშნება: ოლიგურია, კუპრისებრი განავალი – მელენა (რაც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის წყლულით და სისხლდენებით), პეტექიები, პურპურა, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში – თრომბოციტოპენიით გამოწვეული. ისევე, როგორც სხვა ანთების საწინააღმედგო არასტეროიდულ საშუალებებს, ეფრიდოლს ახასიათებს აგრეთვე სტივენს-ჯონსონის, ლაილას სინდრომების და ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება. აღნიშნული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები