იცით ნეირაქსინი Bს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეირაქსინი B გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება. არასასურველი გვერდითი ეფექტები მოყვანილია  მათი გამოვლენის  სიხშირის გათვალისწინებით: იშვიათი (აღინიშნება ნაკლები, ვიდრე 1 000-დან 1 პაციენტში) – მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, სუნთქვის დათრგუნვა, შოკი, ანგიოედემა). ბენზილის სპირტი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ძალიან იშვიათი (აღინიშნება ნაკლები, ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში) – პალპიტაცია (ტაქიკარდია). – ძლიერი ოფლიანობა, აკნე, კანის რეაქციები – ქავილი და ჭინჭრის ციება. უცნობია (შეფასება შეუძლებალია არსებული მონაცემების საფუძველზე) – ვერტიგო, ცნობიერების დარღვევა. – გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია), გულის რითმის დარღვევები. – ღებინება. – კრუნჩხვები. – სისტემური რეაქციები, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება ან / და დათრგუნვა (კოორდინაციის დარღვევა, ნერვიულობა, საფრთხის განცდა, ეიფორია, დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, ყურებში შუილი, ბუნდოვანი მხედველობა და გაორება, ღებინება, სიცივის ან სიცხის შეგრძნება) შეიძლება მოხდეს სწრაფი ინექციის შედეგად (შეცდომით ინტრავენური  ინექცია,  ინექცია ქსოვილებში კარგი სისხლმომარაგებით) ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები