იცით ნიმესილს რა უკუჩვენებები აქვს?

ნიმესილის უკუჩვენებებია: მომატებული  მგრძნობელობა  (ალერგია)  ნიმესულიდის  ან  პრეპარატ ნიმესილის® ერთ-ერთი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; – აცეტილსალიცილის   მჟავას   ან   სხვა   არასტეროიდულ   ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას წარსულში გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (როგორიცაა, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება); –  ნიმესულიდის მიღებისას წარსულში გამოვლენილი ტოქსიური ზეგავლენა ღვიძლზე; – ღვიძლზე ტოქსიური ზემოქმედების მქონე სხვა პრეპარატების, მაგალითად, პარაცეტამოლის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ან აასს-ის მიღება; – პრეპარატების მიღება, რომლებიც იწვევს შეჩვევას ან პრეპარატზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების არსებობა; –  ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით რეგულარული მიღება; – ადრე გამოვლენილი სისხლდენა ან პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აასს-ით თერაპიასთან დაკავშირებით; –  ღვიძლის დაავადებები ან ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; – პეპტიური წყლულის (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის) არსებობა ამჟამად ან წარსულში; –  დადასტურებული სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან; –  დადასტურებული სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ინსულტი); –  სხვა  სისხლდენების  ან  სისხლის  შედედების  პროცესის  დარღვევით გამოწვეული პრობლემების არსებობა; –  გულის უკმარისობა ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმელების უკმარისობა) ან ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგია; – გაციება  ან  გრიპი  (ზოგადი  სისუსტე,  შეუძლოდ  ყოფნა,  შეციება  ან კანკალი, ან სხეულის ტემპერატურის მომატება); –  ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში; –  ძუძუთი კვების პერიოდი. ბავშვები და მოზარდები პრეპარატი   ნიმესილის®   დანიშვნა   12   წლამდე   ასაკის   ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები