ნიმესილის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ნიმესულიდის ან პრეპარატ ნიმესილის® ერთ-ერთი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; – აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას წარსულში გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (როგორიცაა, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება); – ნიმესულიდის მიღებისას წარსულში გამოვლენილი ტოქსიური ზეგავლენა ღვიძლზე; – ღვიძლზე ტოქსიური ზემოქმედების მქონე სხვა პრეპარატების, მაგალითად, პარაცეტამოლის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ან აასს-ის მიღება; – პრეპარატების მიღება, რომლებიც იწვევს შეჩვევას ან პრეპარატზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების არსებობა; – ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით რეგულარული მიღება; – ადრე გამოვლენილი სისხლდენა ან პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აასს-ით თერაპიასთან დაკავშირებით; – ღვიძლის დაავადებები ან ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; – პეპტიური წყლულის (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის) არსებობა ამჟამად ან წარსულში; – დადასტურებული სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან; – დადასტურებული სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ინსულტი); – სხვა სისხლდენების ან სისხლის შედედების პროცესის დარღვევით გამოწვეული პრობლემების არსებობა; – გულის უკმარისობა ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმელების უკმარისობა) ან ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგია; – გაციება ან გრიპი (ზოგადი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, შეციება ან კანკალი, ან სხეულის ტემპერატურის მომატება); – ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში; – ძუძუთი კვების პერიოდი. ბავშვები და მოზარდები პრეპარატი ნიმესილის® დანიშვნა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი 2. სამკურნალო პრეპარატები