იცით ნიფედიპრესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიფედიპრესის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კანის ჰიპერემია, სითბოს შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება, იშვიათად – ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა, დიარეა, იშვიათად – ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, ერთეულ შემთხვევებში – ღრძილების ჰიპერპლაზია. მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა დისპეფსიური სიმპტომები, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა. ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი. მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა პარესტეზია, კუნთების ტკივილი, ტრემორი, მხედველობის მსუბუქი დარღვევები, ძილის დარღვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დღეღამური დიურეზის გაზრდა. მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – გინეკომასტია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები