იცით ინდაპამიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინდაპამიდის გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ანორექსია, პირის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, ტკივილი მუცელში, შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება, იშვიათად პანკრეატიტი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, ნევროზულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, უძილობა, დეპრესია; იშვიათად-მომატებული დაღლილობა, საერთო სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი, იშვიათად-რინიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ჰიპოკალიემია), არითმიები, გულისცემის აჩქარება. საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი ინფექციები, ნიქტურია, პოლიურია. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰემორაგიული ვასკულიტი. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, გლუკოზურია. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის აპლაზია და ჰემოლიზური ანემია. სხვა: სისტემური წითელი მგლურას გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები