იცით ოფთან კატახრომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფთან კატახრომის გვერდითი მოვლენებია: ჩაწვეთების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს თვალების ხანმოკლე წვა და ჩხვლეტა. იშვიათია ინფორმაცია  ალერგიული კონიუნქტივიტის (კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალის ქავილი, წვის შეგრძნება) და კონტაქტური დერმატიტის სიმპტომების შესახებ. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატ ოფთან კატაქრომის გამოყენების ფონზე შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქცია, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის კანის ქავილი და შეშუპება. არათვალისმხრივი გვერდითი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად. ადენოზინთან დაკავშირებული შესაძლო ხანმოკლე გვერდითი რეაქციებია: გულისრევა, არტერიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა და ქოშინი. ნიკოტინის მჟავას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება და შესაძლოა გამოიწვიოს სიცხის შეგძნება, გულის წასვლა და  პულსაციის შეგრძნება საფეთქლებში. არ დაფიქსირებულა ინფორმაცია ციტოქრომ ჩ მიერ გამოწვეული სისტემური გვერდითი ეფექტების შესახებ. თვალის წვეთებში აქტიური ნივთიერებების მცირე შემცველობის გამო სისტემური გვერდითი ეფექტების გამოვლენა ნაკლებსავარაუდოა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები