იცით პანადოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანადოლის გვერდითი მოვლენებია:  რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქცია კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით. იშვიათად – სისხლის სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, მეთჰემოგლობინემია). მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას მატულობს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის საშიშროება (თირკმლის კოლიკა, არასპეციფიკური ბაქტერიურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილური ნეკროზი) და აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები