იცით ვანკომიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვანკომიცინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის ვენაში სწრაფად ინექციის დროს შესაძლებელია ჰისტამინის გამონთავისუფლებასთან დაკავშირებული „წითელი ყელის სინდრომის“ განვითარება: ერითემა, კანზე გამონაყარი, სახის, ყელის, სხეულის ზედა ნაწილის, ზედა კიდურების ჰიპერემია, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გონების დაკარგვა. ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ურტიკარია, ანაფილაქსიური რეაქციები. შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფის დარღვევა, ინტერსტიციული ნეფრიტი. ცნს-ის მხრივ: სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი და მათი „დაცობის“ შეგრძნება. სისხლის სურათის მხრივ: ნეიტროპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები